ნინო ქათამაძე სასამართლოზე სიტყვით წარდგა

„ჩემი ხმა ეკუთვნით იმ დედებს, რომლებსაც უკანონოდ ჰყავთ დაჭერილი შვილები.”
ნინო ქათამაძე

10 თებერვალს სასამართლომ ნინო ქათამაძისა და მასთან ერთად კიდევ 8 პირის საქმე განიხილა, რომელთაც მოსამართლის სახლთან საპროტესტო აქციის გამართვისა და ბანერის გაშლისთვის, წარწერით „თავისუფლება მზიას”, 5-5 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

ინტერნეტში ვრცელდება ნინო ქათამაძის ვიდეო, სადაც ის მოსამართლეს სიტყვით მიმართავს: 

„რადგან ჩემი მუსიკის ხმა არ ისმის, აუცილებლად მინდა მოგახსენოთ, რომ ჩემი ხმა ეკუთვნის იმ 690 000 სოციალურად დაუცველ ადამიანს, ვინც სასადილოში ელოდება თავის რიგს. ჩემი ხმა ეკუთვნის აფხაზ მეგობრებს, რომლებსაც დაარქვეს ლტოლვილები და 30 წლის განმავლობაში წამებაში ამოვხადეთ ჩვენს დებსა და ძმებს სული. და ბოლოს, ამ ტკივილის შემდეგ, ვიცით როგორ დამთავრდა – ადამიანმა დაიწვა თავი. ჩემი ხმა ეკუთვნის ემიგრანტებს. ჩემი ხმა ეკუთვნით იმ დედებს, რომლებსაც უკანონოდ ჰყავთ დაჭერილი შვილები. ყველა უსამართლო, ტკივილიან ამბავს ეკუთვნის ჩემი ხმა. 

ყველა იმ მომენტის გათვალისწინებით, რომ მზიას, რომელიც იმ დღის გათვალისწინებით 14 დღე შიმშილობდა, მას სჭირდებოდა ჩვენი ხმა და ჩვენ ეს ხმა მას იქ გავაგონეთ და იქიდან გავაგონეთ სადაც ჩვენ გვეგულებოდა, რომ იქ უსამართლო მოსამართლე ცხოვრობდა, ასეთია ჩემი დამოკიდებულება.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Good Morning Neighbours – ლუკა თოფურია და მიშო ურუშაძე ერთობლივ ალბომს გამოუშვებენ

შემდეგი სტატია

მიზოგინიური და ანტისემიტური პოსტების შემდეგ, კანიე უესტმა X-ის ანგარიში წაშალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნახეთ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ოფიციალური სიმღერის ვიდეოკლიპი, რომელშიც მესი და მბაპე მონაწილეობენ

შაკირასა და Burna Boy-ს მიერ შესრულებული სიმღერის ვიდეოში კიდევ არაერთი საფეხბურთო ვარსკვლავის კამეოს შეხვდებით.
მეტი

ჰარი სტაილსმა 2026 წლის IVOR NOVELLO-ს დაჯილდოებაზე ტომ იორკს ჯილდო გადასცა და მას ემოციური სიტყვა მიუძღვნა

ჰარი სტაილსმა 2026 წლის IVOR NOVELLO-ს დაჯილდოებაზე ტომ იორკს ჯილდო გადასცა და მას ემოციური სიტყვა მიუძღვნა
მეტი

ოზი ოსბორნი ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ციფრული ავატარის სახით ბრუნდება

„ავატარი შეძლებს ფანებთან ინტერაქციას, მოძრაობას, საუბარს და ისე მოქცევას, როგორც ნამდვილი ოზი.”
მეტი