ჯიმი კიმელი კანიე უესტს „ადოლფ ტვიტლერს” უწოდებს

მონოლოგში ტელეწამყვანმა დონალდ ტრამპიც მოიხსენია, როგორც „კანიე ისტი”.
Jimmy Kimmel Live!

ჯიმი კიმელი კანიე უესტის მიერ ბოლო დროს გავრცელებულ სიძულვილის ენას ეხმაურება. მონოლოგის დროს ტელეწამყვანმა რეპერს ნაცისტი უწოდა. „ანტისემიტური მოცურების შედეგად ადოლფ ტვიტლერს თავისმა სააგენტომ კონტრაქტი გაუწყვიტა ,” – თქვა ტელეწამყვანმა მას შემდეგ, რაც კანიეს ყოფილმა აგენტმა და პარტნიორმა, 33 & West -ის დამფუძნებელმა დენიელ მაკარტნიმ რეპერთან თანამშრომლობა შეაჩერა. მონოლოგში კიმელმა დონალდ ტრამპიც მოიხსენია, როგორც „კანიე ისტი”. 

ახლახან კანიე უესტს სიძულვილის ენის გავრცელების ოთხდღიანი ეპიზოდი ჰქონდა, რომელიც პლატფორმა X-ზე 7 თებერვალს დაიწყო. რეპერმა ათობით პოსტი დადო, რომლებიც ჰომოფობიურ, მიზოგინიურ, აბლეისტურ და ანტისემიტურ ნარატივს შეიცავდა. უესტი ასევე ითხოვდა Diddy-ს განთავისუფლებას და აქებდა ჰიტლერს. 

Super Bowl-ის დროს კანიემ Yeezy-ს სარეკლამო რგოლი გაავრცელა, სადაც ფანებს მის ვებსაიტზე პროდუქტის შეძენისკენ მოუწოდებდა. სტომატოლოგის სავარძელში მჯდომი რეპერი ვიდეოს საკუთარ თავს ტელეფონით უღებს. „მთელი ფული რეკლამისთვის ამ ახალ კბილებზე დავხარჯე,” – ამბობს უესტი და ბრილიანტებში ჩასმულ კბილებს აჩვენებს. „ასე რომ, ახლა აიფონით გადაღება მიწევს. შედით Yeezy.com-ზე.”

თუმცა როცა ფანები ვებგვერდზე გადავიდნენ, ერთადერთ გასაყიდ პროდუქტად სვასტიკის გამოსახულებიანი თეთრი მაისური დახვდათ. გვერდი მალევე დაიბლოკა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

The Kardashians-ის ახალ ეპიზოდში კიმ კარდაშიანმა ურთიერთობებზე ისაუბრა და ამ კომენტარების ადრესატი, სავარაუდოდ, კანიე უესტი იყო

შემდეგი სტატია

მადონას თქმით, ფანებისათვის მისი „ვალენტინობის დღის საჩუქარი“ ახალი მუსიკალური ნამუშევარია, რომელიც მალე გამოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი