Break Records – ახალი ლეიბლი ქართულ მუსიკალურ ბაზარზე

ლეიბლი პირველ ღონისძიებას Billboard Georgia Stage-ზე 8 მარტს გამართავს.

ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიას ახალი ლეიბლი – Break Records შეემატა. მისი დაარსება მუსიკოსებსა და მსმენელებს დამფუძნებლებმა სოციალური ქსელებიდან ამცნეს და პირველი ღონისძიებაც დააანონსეს. 

Break Records-ის საქმიანობასა და გეგმებზე Billboard საქართველო ლეიბლის დამფუძნებელს ესაუბრა. 

გიორგი ჩაგელიშვილი:

„მრავალი წელია, მუსიკასთან ახლო კავშირი მაქვს, კონკრეტულად, ფროდაქშენის ნაწილში – აქტიურად ვარ ჩართული მიქსინგისა და მასტერინგის საკითხებში დ,ა აქედან გამომდინარე, მომივიდა იდეა, რომ ამ ყველაფრისთვის ლეიბლის სახე მიმეცა. თან, მანამდე მრავალი წელი მარკეტინგის სფეროში ვმუშაობდი და, შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი სფერო გავაერთიანე. ამის მთავარი შთაგონება კი იყო ფაქტი, რომ ძალიან ბევრ არტისტს ვხედავ გარშემო, რომელთაც სჭირდებათ ის სერვისები, რასაც ჩვენი ლეიბლი გააკეთებს. ასე რომ, უფრო არტისტების საჭიროებებიდან გაჩნდა ეს სურვილი. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მუსიკოსს საფიქრალი ჰქონდეს მხოლოდ მუსიკაზე, ყველაფერი დანარჩენი კი ჩვენ გავაკეთოთ. ეს იქნება სრული მომსახურება, რომელშიც შედის ხმის ჩაწერა, პროდაქშენი, პროდიუსინგი, დისტრიბუცია და პოპულარიზაცია. ასევე ვაპირებთ, რომ მუსიკოსებს კარიერის დაგეგმვასა და სტრატეგიების გაწერაშიც დავეხმაროთ. უკვე გვაქვს რამდენიმე არტისტთან მოლაპარაკება და სამომავლოდაც ვიცით, რომელ მუსიკოსებთან გვსურს თანამშრომლობა. ამ ეტაპზე მათ ვინაობას ვერ ვასახელებთ, თუმცა უახლოეს მომავალში, მას შემდეგ, რაც ოფიციალურად გავაფორმებთ ხელშეკრულებებს, მათ სახელებსაც გავამხელთ.“

უკვე ცნობილია Break Records-ის პირველი ღონისძიება – ბექა გოჩიაშვილის კონცერტი, რომელიც 8 მარტს Billboard Georgia Stage-ის სცენაზე შედგება.

„ჩვენი ლეიბლის ერთ-ერთი მიმართულება იქნება ივენთების ნაწილი და გაგვიმართლა, რომ შეგვიძლია პირველი ღონისძიება ბექა გოჩიაშვილთან ერთად გავაკეთოთ. ეს ჩვენთვის დიდი ფუფუნებაა და ამისთვის მადლობლები ვართ.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

შემდეგი სტატია

მადონა დონალდ ტრამპის „მეფის” პოსტს პასუხობს: „თუ ეს ხუმრობაა, არ მეცინება”

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი