კანიე უესტმა ღონისძიებების სერიის  Sunday Service-ის დაბრუნება დააანონსა და კუ-კლუქს-კლანის მოსასხამის ფოტო გამოაქვეყნა

„დღის ლუქი“ – დაწერა რეპერმა ფოტოს აღწერაში, რომელიც Sunday Servic-ის დაბრუნებას 2025 წლის 16 მარტს აპირებს
კანიე უესტი 67-ე ყოველწლიურ გრემის დაჯილდოებაზე 2025 წლის 2 თებერვალი ლოს ანჯელესი Matt Winkelmeyer/Getty Images
კანიე უესტი 67-ე ყოველწლიურ გრემის დაჯილდოებაზე 2025 წლის 2 თებერვალი ლოს ანჯელესი
Matt Winkelmeyer/Getty Images

8 მარტს, კანიე უესტმა სოციალურ ქსელში ღონისძიებების სერიის, Sunday Service-ის დაბრუნება დააანონსა.

„Sunday Service 2025 წლის 16 მარტს ბრუნდება,“ – დაწერა რეპერმა ინსტაგრამ სთორიში და  Sunday Service-ის გუნდის ხელმძღვანელ ჯეისონ უაითთან მიმოწერის სქრინი გამოაქვეყნა.

Sunday Service-ის დაანონსებიდან რამდენიმე საათში, რეპერმა, რომელიც ბოლო დროს სკანდალური კომენტარებითა და ანტისემიტური განცხადებებით გამოირჩევა, სოციალურ ქსელში კუ-კლუქს-კლანის თეთრი მოსასხამის ფოტო გამოაქვეყნა, აღწერით  – „დღის ლუქი.”

Sunday Service-ის სერია კანიე უესტმა 2019 წლიდან დაიწყო. ღონისძიება ხშირად პირდაპირი ეთერის საშუალებით გადაიცემოდა და  სხვადასხვა ქალაქში გოსპელ გუნდების გამოსვლას მოიცავდა. მათ შორის: ლოს-ანჯელესში, ჩიკაგოში, ნიუ-იორკში, დეტროიტში, ჰიუსტონში, სოლტ-ლეიქ სიტიში და ვაშინგტონში. 

სპირიტუალურ ასპექტებზე დაფუძნებული პროექტი  Jesus Is Born, რომელიც Sunday Service-ის გუნდს ეკუთვნის, 2019 წლის დეკემბერში გამოვიდა და Billboard-ის Top Gospel ალბომების ჩარტში მეორე ადგილი დაიკავა.

კანიე უესტი სკანდალური განცხადებებით ხშირად იჩენს თავს.  6 მარტს, პლატფორმა X-ზე რეპერმა დაწერა: „ჩემს ახალ ალბომს ანტისემიტური ჟღერადობა აქვს. ამ ახალ ჟღერადობას კი ანტისემიტიზმი ჰქვია.”

ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს განცხადებები მისი ახალი ალბომის, Bully-ის გამოსვლას, რომელიც  კანიე უესტმა 2025 წლის დასაწყისში დააანონსა.

თებერვალში რეპერმა მორიგი ანტისემიტური განცხადებები გააკეთა და ჰიტლერისადმი სიმპათიაც გამოხატა, თუმცა მოგვიანებით აღნიშნა, რომ ნეონაცისტი არ არის. 

ცოტა ხნის წინ კასტინ ლაბოისთვის მიცემულ ინტერვიუში კანიემ აღიარა, რომ მას აუტისტური სპექტრის აშლილობა (ASD) დაუდგინეს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Doechii-სთვის პირად ურთიერთობაში წითელი დროშა ჰეტეროსექსუალი კაცია

შემდეგი სტატია

ბექა გოჩიაშვილი ფოტო: ნინუცა კაკაბაძე/Billboard Georgia

Billboard Georgia Stage-ზე ბექა გოჩიაშვილმა ბენდთან ერთად Republic-ში ექსპერიმენტული პროექტი წარადგინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოლივია როდრიგო - Vanity Fair 2026-ის ღონისძიებაზე, ლოს ანჯელესი, ბევერლი ჰილზი, 2026 წლის 15 მარტი Chad Salvador/WWD

ოლივია როდრიგო Planned Parenthood-ის ოფისს ეწვია და რეპროდუქციულ უფლებებზე ისაუბრა

მომღერლის მომავალი ფესტივალიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი Planned Parenthood-სა და მსგავსი მიმართულების არაკომერციულ ორგანიზაციებს გადაერიცხებ
მეტი
კეტი პერი - Madison Square Garden. 2024 წლის 13 დეკემბერი, ნიუ-იორკი Kristina Bumphrey/Billboard

კეტი პერიმ ტრამპის ადმინისტრაცია მისი სიმღერის სამხედრო ოპერაციების ამსახველ ვიდეოში გამოყენების გამო გააკრიტიკა

არტისტი თეთრი სახლის მიერ მისი ჰიტის, Firework-ის უნებართვოდ გამოყენებას გამოეხმაურა
მეტი
Oliver Tree Exit Festival-ზე 2024 წლის 11 ივლისი, სერბეთი. Srdjan Stevanovic/Getty Images

„არცერთი დღე არ არის გარანტირებული“ –  Oliver Tree-ს ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ გამოქვეყნდა

რიო-დე-ჟანეიროში მომხდარ ავიაკატასტროფამდე რამდენიმე დღით ადრე, ბობი ალტჰოფთან ინტერვიუში, მუსიკოსმა თავგადასავლებითა და რისკებით სავსე ცხოვრებაზე ისაუბრა.
მეტი

ოლივია ჯინმა ჯეკ უაიტთან  ოთხწლიანი თანაცხოვრების შემდეგ განქორწინების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა

სასამართლო დოკუმენტების მიხედვით, განქორწინების მიზეზად „შეურიგებელი უთანხმოება“ და „შეუსაბამო ოჯახური ქცევაა“ მითითებული
მეტი
ჯესიკა სიმპსონი MTV -ის მუსიკალურ დაჯილდოებაზე, 2025 წლის 7 სექტემბერი Gilbert Flores/Billboard

ჯესიკა სიმპსონი ალკოჰოლზე დამოკიდებულების დაძლევის პროცესს იხსენებს: „სმა ჩემს ტკივილს არ აყუჩებდა, პირიქით, კიდევ უფრო ამძაფრებდა“

„აღვნიშნავ თითოეულ დღეს, როდესაც სიცოცხლეს და საკუთარ სხეულთან კავშირს ვგრძნობ, ვამაყობ საკუთარი თავით“, - უთხრა ჯესიკა სიმპსონმა კალიფორნიაში გამართულ კონცერტზე შეკრებილ გულშემატკივრებს.
მეტი