Diddy ნიუ-ჯერსის ციხიდან პენსილვანიის დაწესებულებაში გადაიყვანეს

გავრცელებული ინფორმაციიით, მუსიკალური ინდუსტრიის გავლენიანი ფიგურა ციხეში კონფლიქტებში მონაწილეობდა და მკაცრი პატიმრობის ნაცვლად, „პრივილეგირებული“ პირობებით სარგებლობდა.
შონ „დიდი“ კომბსი - 2023 წლის 21 სექტემბერი Jemal Countess/Getty Images
შონ „დიდი“ კომბსი – 2023 წლის 21 სექტემბერი
Jemal Countess/Getty Images

Diddy  ნიუ-ჯერსიში მდებარე დაბალი უსაფრთხოების დონის ციხიდან პენსილვანიის ფედერალურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ინფორმაცია Billboard-ს დაუდასტურეს.

ციხეების ფედერალური ბიუროს წარმომადგენელმა Billboard-ს განუცხადა, რომ კომბსი 16 ოქტომბერს Fort Dix-ის ე.წ. დაბალი უსაფრთხოების დონის ციხიდან პენსილვანიის Allenwood-ის მსგავს ფედერალურ დაწესებულებაში გადაიყვანეს:  „კონფიდენციალურობის, უსაფრთხოებისა და დაცვის მიზნით ჩვენ არ განვიხილავთ ჩვენს პატიმრობაში მყოფი არცერთი პირის დაკავების პირობებს, მათ შორის გადაყვანის მიზეზებს,“ – აღნიშნა ციხის წარმომადგენელმა.

ნიუ-ჯერსიში მდებარე Fort Dix-ის ციხე და პენსილვანიაში მდებარე Allenwood-ის დაწესებულება უსაფრთხოების ერთსა და იმავე, დაბალ კატეგორიას განეკუთვნება. პარასკევს Billboard კომბსის წარმომადგენლებსაც დაუკავშირდა, თუმცა ამ დრომდე მათ კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

კომბსი Fort Dix-ის ციხეში 2025 წლის ოქტომბრიდან იმყოფებოდა. ის იქ მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც პროსტიტუციის მიზნით ორგანიზებული ღონისძიებების მოწყობისთვის ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მანამდე, ერთი წლის განმავლობაში, Diddy ბრუკლინში მდებარე Metropolitan Detention Center-ში იხდიდა წინასწარი პატიმრობის ვადას, რომელიც სასჯელის საერთო ხანგრძლივობაში ჩაეთვლება.

გავრცელებული ინფორმაციებით, ყოფილი მუსიკალური მაგნატი Fort Dix-ის ციხეში გადაყვანის შემდეგ რამდენიმე კონფლიქტში მონაწილეობდა და კარცერშიც არაერთხელ მოხვდა.

სექტემბერში NBC News-ის ჟურნალისტურმა გამოძიებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კომბსი Fort Dix-ის ციხეში „პრივილეგირებული“ პირობებით სარგებლობდა. გამოძიების თანახმად, მას ჰქონდა წვდომა კონტრაბანდულ სმარტფონებზე, ჩინური სტილის მასაჟებსა და Hennessy-ს კონიაკზე. 

ამჟამინდელი მონაცემებით, კომბსის გათავისუფლება 2028 წლის მარტშია დაგეგმილი, თუმცა პატიმრობის ბიუროს მიერ გამოქვეყნებული გათავისუფლების განრიგი შესაძლოა შეიცვალოს.

ამასთან, კომბსი სააპელაციო სასამართლოს სასჯელის შემცირებას სთხოვს. ის ფედერალური კანონმდებლობით გათვალისწინებული პროსტიტუციასთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის დაკისრებული სასჯელის გასაჩივრებისას ამტკიცებს, რომ მოსამართლემ უგულებელყო ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილება, რომლითაც ის უფრო მძიმე ბრალდებებში – ორგანიზებული დანაშაულებრივი საქმიანობისა და სექსუალური ტრეფიკინგის საქმეზე გაამართლეს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ოლივია როდრიგოს თქმით, მან თავისი ახალი სიმღერა – Expectations კენდრიკ ლამარის ჰიტის შთაგონებით დაწერა

შემდეგი სტატია

ჰარი სტაილსი - მანჩესტერი, ინგლისი - 28 თებერვალი: BRIT Awards 2026 ფოტო Gareth Cattermole/Getty Images | (მხოლოდ სარედაქციო გამოყენება)

ჰარი სტაილსმა ლიამ პეინს გარდაცვალებიდან ორი წლისთავზე აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა მიუძღვნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Dance Your Style საქართველოს ეროვნული ფინალის გამარჯვებული NEI NEI ფოტო: რეზი ყენია

Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალზე საქართველოს NEI NEI წარადგენს

„ყველაზე მნიშვნელოვანი ავთენტურობაა - დარჩე საკუთარი თავის ერთგული“ - NEI NEI იმ გამოცდილებაზე საუბრობს, რომელმაც ის Red Bull Dance Your Style-ის მსოფლიო ფინალამდე მიიყვანა.
მეტი
ტეილორ სვიფტი და ტრევის კელსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე. 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Christopher Polk/Billboard

„ახლა დაქორწინებული კაცი ვარ” – ტრევის კელსიმ ტეილორ სვიფტთან ქორწინების შესახებ პირველად ისაუბრა

Kansas City Chiefs-ის მოთამაშემ, ტრევის კელსიმ, ქორწინების შემდეგ ჩაწერილი პირველი პოდკასტის, New Heights-ის ეპიზოდის ანონსში ტეილორ სვიფტზე და მათ ქორწინებაზე ისაუბრა.
მეტი
დოლი პარტონი და მაილი საირუსი 61-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოებაზე, 2019 წლის 10 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, Photo by Kevin Winter/Getty Images for The Recording Academy

მაილი საირუსი ნათლიის, დოლი პარტონის ხსოვნას პატივს მიაგებს: „ახლა გვერდით ანგელოზი მყავს“

„დოლის სურვილი იქნებოდა, რომ ეს ტკივილი მეგრძნო, მასზე სიმღერა დამეწერა, შემდეგ კი გზა განმეგრძო და ძლიერი ვყოფილიყავი“, - დაწერა საირუსმა.
მეტი
ინგლისელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, 1974 წლის 23 იანვარი. Evening Standard/Hulton Archive/Getty Images

ბრიტანელი ვარსკვლავი ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი მსახიობი, მწერალი, კომიკოსი და მომღერალი ყველაზე მეტად საკულტო კინოკლასიკა The Rocky Horror Picture Show-ში დოქტორ ფრანკ-ენ-ფურტერის როლის შესრულებით იყო ცნობილი.
მეტი
დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი
ოლივია როდრიგო - Vanity Fair 2026-ის ღონისძიებაზე, ლოს ანჯელესი, ბევერლი ჰილზი, 2026 წლის 15 მარტი Chad Salvador/WWD

ოლივია როდრიგო Planned Parenthood-ის ოფისს ეწვია და რეპროდუქციულ უფლებებზე ისაუბრა

მომღერლის მომავალი ფესტივალიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი Planned Parenthood-სა და მსგავსი მიმართულების არაკომერციულ ორგანიზაციებს გადაერიცხებ
მეტი