Lady Gaga-მ  „შაბათის ღამის შოუში“ სიმღერები Abracadabra და Killah შეასრულა

პოპვარსკვლავი 8 მარტს, SNL-ის ეპიზოდში წამყვანის და მუსიკალური სტუმრის სტატუსით წარდგა.
Lady Gaga შაბათის ღამის შოუში, 2025 წლის 8 მარტი Courtesy Photo
Lady Gaga შაბათის ღამის შოუში, 2025 წლის 8 მარტი
Courtesy Photo

38 წლის მომღერალმა და მსახიობმა Lady Gaga-მ 8 მარტს, „შაბათის ღამის შოუში“, როგორც წამყვანის, ასევე მუსიკალური სტუმრის როლი მოირგო.

სუპერვარსკვლავმა საღამო მხიარული მონოლოგით გახსნა,  შემდეგ კი თოთხმეტგზის გრემის გამარჯვებულმა ახალი ალბომიდან მისი ორი ენერგიული ჟღერადობის სიმღერა შეასრულა.  

Lady Gaga-მ სიმღერა Abracadabra შთამბეჭდავი ქორეოგრაფიით დაიწყო, სადაც მას წითელ სამოსში გამოწყობილი მოცეკვავეთა გუნდი უმშვენებდა გვერდს. შემდეგ კი სიმღერა Killah ფანქით  ინსპირირებული შესრულებით გააცოცხლა. მან თავდაპირველად სიმღერა Studio 8H-ში დაიწყო, ხოლო შემდეგ მთავარ სცენაზე გადაინაცვლა, სადაც ცოცხალ ჯგუფთან ერთად თავადაც იცეკვა. 

Lady Gaga SNL-ზე წამყვანის როლში პირველად 2013 წელს გამოჩნდა, მას შემდეგ ათწლეულზე მეტი გავიდა. აღსანიშნავია, რომ Lady Gaga-ს ახალ ალბომს 2025 წელს წარმოუდგენელი წარმატება მოჰყვა.  მისი კოლაბორაცია ბრუნო მარსთან  – სიმღერით Die With a Smile მსოფლიო ჰიტად იქცა და Billboard Hot 100-ის პირველ ადგილს 5 კვირის განმავლობაში იკავებდა.  ეს სინგლი Lady Gaga-ს კარიერაში  2011 წლის Born This Way-ს შემდეგ მეორე, ყველაზე ხანგრძლივი ნომერ პირველ ჰიტად იქცა. საბოლოოდ, Lady Gaga-მ და  ბრუნო მარსმა  საუკეთესო პოპ-დუეტისა და ჯგუფური შესრულების კატეგორიაში გრემი მოიპოვეს.

ახალი ალბომი სხვადასხვა პროდიუსერებთან თანამშრომლობით შეიქმნა.   მათ შორის არიან: ენდრიუ უატი, Cirkut და პოლანსკი. პოპვარსკვლავი პროდიუსერებთან ერთად თანამედროვე მუსიკაში ახალ ხელწერას ქმნის. 

„ჩემს კარიერაში ყოფილა პერიოდი, როდესაც ჩანაწერებთან კონცეპტუალური მიდგომა მქონია. ეს ალბომი თავიდან ბოლომდე ისე შეიკრა, თითქოს ცალკეული ნაწილები ერთმანეთს ბუნებრივად შეერწყა. არ მინდოდა მისი ხელოვნურად შექმნა, უბრალოდ მუსიკას მივყევი, ამას რომ ვაკეთებდი, ჩემი ადრეული ნამუშევრები მახსენდებოდა.” – აღნიშნა Lady Gaga-მ. 

ნახეთ Lady Gaga-ს გამოსვლა შაბათის ღამის შოუში, სადაც იგი სიმღერებს: Abracadabra-ს და Killah-ს ასრულებს:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Imagine Dragons Eric Ray Davidson

Imagine Dragons-მა სიმღერა მთვარეზე გაგზავნა, თუმცა მისი ტრანსლაციის გეგმა წარუმატებელი აღმოჩნდა

შემდეგი სტატია

Starring Georgia 2025 წლის სეზონის მეორე არტისტს აანონსებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Lizzo-მ ახალი ალბომი, სახელწოდებით BITCH დააანონსა

არტისტის განმარტებით, მისი მიზანია, ალბომის სახელწოდებად გამოყენებული ტერმინი თავდაჯერებულობისა და საკუთარი თავის სიყვარულის სიმბოლოდ აქციოს.
მეტი
ალიშია კისი 2025 წლი Met Gala-ზე, ნიუ-იორკი. Gilbert Flores/Variety

ალიშა კისის თქმით, მუსიკალური ინდუსტრია კვლავ „ძველი ბიჭების ქსელია“, სადაც ქალებისთვის კარი დახურულია

„იმის ნაცვლად, რომ ამაზე უბრალოდ გავბრაზებულიყავი, მივხვდი, დადგა დრო, შესაძლებლობები თავადვე შეგვექმნა“ - ამბობს მომღერალი.
მეტი
Olivia Rodrigo ADRIAN MARTIN

ოლივია როდრიგო ბრუკლინში ე.წ. „ღია მიკროფონთან“ მოულოდნელად გამოჩნდა და მცირე აუდიტორიის წინაშე Drop Dead შეასრულა

ეს ვილიამსბურგში მდებარე Pete’s Candy Store-ში მოხდა, რომელიც დამწყები არტისტების პოპულარიზაციითაა ცნობილი და არა პოპვარსკვლავების პერფორმანსებით.
მეტი
ქეთათო ნერგაძის და მისი ბენდის სადებიუტო ალბომი Raw © ქეთათო ნერგაძე

ქეთათო ნერგაძის და მისი ბენდის სადებიუტო ალბომი Raw

„ალბომს ქვია Raw. ძალიან მიყვარს ამ სიტყვის ენერგეტიკა და მნიშვნელობა. ვფიქრობ, სიმღერები, მათი ჟღერადობა და მთლიანად ის ენერგია, რაც მე, ბენდმა და გვაჯიმ პროცესში ჩავდეთ, ამართლებს ალბომის სახელს“ - ქეთათო ნერგაძე.
მეტი