ლინდსი ბაკინგემი მიკ ფლიტვუდს სტუდიაში უერთდება

„მიკი და ლინდსი ისევ ერთად,” – დაწერა პროდიუსერმა კარლ ფალკმა.
ჯონ მაკვი, კრისტინ მაკვი, სტივი ნიკსი, მიკ ფლიტვუდი და ლინდსი ბაკინგემი, 1975 წელი
Michael Ochs Archives/GI

Fleetwood Mac-ის გიტარისტი ლინდსი ბაკინგემი ყოფილ ბენდის წევრს, მიკ ფლიტვუდს ხმის ჩამწერ სტუდიაში უერთდება. წყვილის მუსიკალურ თანამშრომლობაზე შვედმა პროდიუსერმა კარლ ფალკმა დაწერა, რომელმაც მუსიკოსების ფოტო გააზიარა სტუდიიდან, სადაც ფლიტვუდი ახალ სოლო ალბომზე მუშაობს. 

„ცოტა არარეალური მომენტია ლინდსი ბაკინგემთან და მიკ ფლიტვუდთან ერთად ჯდომა, როცა ლინდსი უკრავს იმ ალბომისთვის, რომელზეც ვმუშაობთ. ასევე ლინდსის გულწრფელი ბედნიერების ნახვა მიკის გამო, რომელიც ბოლოს და ბოლოს თავის ალბომს უშვებს, ლინდსი კი მისთვის გიტარის პარტიას ასრულებს და მღერის. ერთი სული მაქვს, როდის დავასრულებთ მუშაობას.”

მეორე პოსტში კი ფალკმა ბაკინგემის ფოტო დადო გიტარით ხელში. „მიკი და ლინდსი ისევ ერთად. უზადო გიტარისტი,” – დაწერა მან. თავად ფლიტვუდს ალბომის ან მისი გამოსვლის თარიღის შესახებ ოფიციალური დეტალები ამ დრომდე არ დაუანონსებია.

ფლიტვუდი Fleetwood Mac-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია გიტარისტ პიტერ გრინთან და ბასისტ ჯონ მაკვისთან ერთად. მთელი კარიერის განმავლობაში ის ჯგუფის პერკუსიონისტი იყო. ბაკინგემი ჯგუფს  მომღერალ სტივი ნიკსთან ერთად 1974 წელს შეუერთდა, როგორც გიტარისტი და ვოკალისტი. ეს ჯგუფის ყველაზე ცნობილი შემდგენლობა იყო მაკვის მაშინდელ მეუღლესთან, კრისტინთან ერთად.

ბაკინგემი ჯგუფიდან 1987 წელს წავიდა, თუმცა 1997 წელს დაბრუნდა და ბენდში 2018 წლამდე დარჩა. 

„სამწუხაროდ, ვტოვებ ჩემს 43 წლის ბენდს, Fleetwood Mac-ს. ეს არ იყო ჩემი არჩევანი, – განაცხადა მან კონცერტის დროს. 

საბოლოოდ Fleetwood Mac 2022 წელს, კრისტინ მაკვის გარდაცვალების შემდეგ დაიშალა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კრის როკი და უილ სმიტი სცენაზე 94-ე ოსკარის ცერემონიის დროს, Dolby Theatre-ში, 2022 წლის 27 მარტი. ფოტო: Myung Chun / Los Angeles Times via Getty Images

მას შემდეგ რაც უილ სმიტს ოსკარზე დასწრება 10 წლით აეკრძალა, ამბობს, რომ  „ცდილობს, იყოს საუკეთესო ადამიანი“

შემდეგი სტატია

ბენ აფლეკი ჯენიფერ ლოპესთან განქორწინების შესახებ ალაპარაკდა: „ის არის ადამიანი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ“

შეიძლება დაგაინტერესოთ

საბრინა კარპენტერის Met Gala-ს კაბა კინოფირისგან შეიქმნა

ფირზე აღბეჭდილი კადრები იყო 1954 წლის ფილმიდან „საბრინა“, რომელიც მომღერალმა თავის ყველა დროის ერთ-ერთ საყვარელ ფილმად დაასახელა.
მეტი
Charli xcx - ერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2026 წლის 14 თებერვალი, გერმანია. Arturo Holmes/Getty Images

Charli xcx-მა ახალი სიმღერის, Rock Music-ის თიზერი გაავრცელა, თუმცა განაცხადა რომ როკ-ალბომზე არ მუშაობს

„არასდროს მითქვამს, რომ როკ-ალბომზე ვმუშაობდი“, - განმარტავს Charli xcx, გასულ თვეს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.
მეტი