Tyler, the Creator იმ რეპერებს აკრიტიკებს, რომლებიც სხვებს ჰბაძავენ: „მათ არანაირი გავლენა არ აქვთ”

რეპერმა Nardwuar-თან მეშვიდე ინტერვიუში ისაუბრა.
Nardwuar და Tyler, The Creator

Tyler, the Creator და Nardwuar ერთმანეთს ვანკუვერის ბოტანიკურ ბაღში შეხვდნენ და 14 წლის განმავლობაში რიგით მეშვიდე ინტერვიუ ჩაწერეს. ტაილერს კი, რა თქმა უნდა, ბევრი რამ დაუგროვდა გასაზიარებელი.

Nardwuar-მა რეპერს ჰკითხა, თუ რას ფიქრობდა ჰიპ-ჰოპის 50 წლის იუბილეს აღნიშვნაზე. ტაილერმა კი მადლიერება გამოხატა ჰიპ-ჰოპის მიმართ, რადგან, მისი თქმით, შეუძლია იცხოვროს იმით, რისი კეთებაც უყვარს. „ჰიპ-ჰოპმა ძალიან ბევრი რამ შეცვალა ჩვენს ცხოვრებაში და ბევრი ჩვენგანი პრობლემებისგან იხსნა. ძალიან მადლიერი ვარ. კრიტიკაც გამომითქვამს მის მიმართ, მაგრამ ეს მხოლოდ სიყვარულიდან მოდის, რადგან მე ძალიან მიყვარს მუსიკა და განსაკუთრებით – ჰიპ-ჰოპი.”

რეპერმა გაიხსენა, თუ როგორ დაეხმარა Black Eyed Peas-ის სადებიუტო ალბომი Behind the Front და Dr. Dre-ს „2001” სმენის ფორმირებაში და შთააგონა, რომ პირველი რეპი დაეწერა. „მიყვარს ჰიპ-ჰოპი, მიყვარს რეპი. ეს ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი რამაა, რაც კი დედამიწაზე არსებობს,” – თქვა ტაილერმა, სანამ იმ რეპერებს გააკრიტიკებდა, რომლებიც ინდუსტრიაში, მისი თქმით, მარტივი თანხის საშოვნელად მოდიან. 

„ჩვენ ყველაზე მაგრები ვართ. ამ ვიღაცებს კი ჩვენი მიბაძვა სურთ, თუმცა მათ არანაირი გავლენა არ აქვთ, რადგან თავადვე არ სჯერათ ამის. ზოგი მათგანი ამ ყველაფერს უყურებს, როგორც ფულის შოვნის სწრაფ გზას. ჰიპ-ჰოპს უყურებს, როგორც სამომხმარებლო პროდუქტს. ეს ძალიან მარტივი დასანახია. რომ ამბობენ: „ამა და ამ დღეს შემიყვარდა ჰიპ-ჰოპი,” – ეს არც ვიცი, რას ნიშნავს, რადგან ის მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩემ გარშემოა. მე ვარ რეპი, მე ვარ ჰიპ-ჰოპი. სულ ესაა, რაც ვიცი.”

ნახეთ სრული ინტერვიუ:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტომ ჰენკსი საკუთარ ვაჟს ვიდეოკლიპში „ფორესტ გამპის” სცენების გაცოცხლებაში დაეხმარა

შემდეგი სტატია

„Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

შეიძლება დაგაინტერესოთ

ელისონ უანდერლენდი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საპატიო მისიისთვის შეარჩიეს

„ღმერთო ჩემო, ახლახან ‘ადიდასმა’ მომმართა, რომ ავსტრალია-პარაგვაის მატჩზე მოედანზე ბურთი მე გავიტანო,” - წერს ავსტრალიერი დიჯეი და პროდიუსერი.
მეტი

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

სწორედ დევისის დამსახურებაა, რომ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, ბარი მანილოუ და ალიშა კისი, მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ.
მეტი