ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი მე-10 სეზონს ხსნის

ფესტივალის პროგრამა თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავების შემოქმედებას აერთიანებს.
ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი

27 აპრილს და 4, 11, 15, 18, 24, 25 მაისს, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი მე-10 საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს უმასპინძლებს. 

ფესტივალი ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის ინიციატივითა და საქართველოს კულტურისა და სპორტის  სამინისტროების მხარდაჭერით 2015 წელს დაარსდა. ფესტივალის გამხსნელი სეზონი მაესტრო ჯანსუღ კახიძის 80 წლის საიუბილეო თარიღს მიეძღვნა.

ფესტივალის პროგრამა თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და მუსიკის მსოფლიო ვარსკვლავების შემოქმედებას აერთიანებს.  წლებია, ღონისძიებასთან ასოცირდებიან ისეთი საერთაშორისო ვარსკვლავები, როგორებიც არიან: The Manhattan Transfer, New York Voices, Take 6, ივან ლინსი, ბობ ჯეიმსი, პეტი ოსტინი, The Real Group, დი დი ბრიჯუოთერი, Janoska Ensemble, პაულა მორელენბაუმი, პაკიტო დ’რივერა, კურტ ელინგი, ანჟელიკ კიდჯო.

პროექტის მიზანია, მაღალი ხარისხის მუსიკალური გამოცდილება შესთავაზოს აუდიტორიას და ხელი შეუწყოს ქართული თანამედროვე მუსიკის პოპულარიზაციას. ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.

ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი

ღონისძიების პარტნიორები არიან სასტუმრო „რუმსი“, რესტორანი „თბილისური მუხამბაზი“, მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“, ფორტუნა“ და კომპანია „თეგეტა“.

ფესტივალის პროგრამის გასაცმობად ეწვიეთ ბმულს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბრიტანეთის პოლიციამ რასელ ბრენდს გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის მუხლით ბრალდება ოფიციალურად წაუყენა

შემდეგი სტატია

50 Cent-მა ემინემს შვილიშვილის შეძენა მიულოცა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფიბი ბრიჯერსი Frank Ockenfels

ფიბი ბრიჯერსი, KATSEYE, ტროი სივანი, აირა სტარი და სხვები: კვირის მუსიკალური გზამკვლევი

გაეცანით ყველაზე საინტერესო და აუცილებლად მოსასმენ ახალ მუსიკალურ უცხოურ და ქართულ რელიზებს.
მეტი

ანამარია ბურდულის და ჯიმი ჩეიმბერსის მუსიკალური კოლაბორაცია –  სიმღერა “ზამთარიას” ახლებური ინტერპრეტაცია

ანამარია ბურდულმა, სასცენო სახელით anman, მუსიკოს ჯიმი ჩეიმბერსთან ერთად ახალი მუსიკალური კოლაბორაცია გამოუშვა - ქართული სიმღერის „ზამთარია“ ინგლისურენოვანი ვერსია, რომელიც უფრო დიდი პროექტის დასაწყისია.
მეტი