Blondie-ს დრამერი კლემ ბერკი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა

„ბენდის გულისცემის” გარდაცვალების შესახებ ჯგუფმა განცხადება გაავრცელა.
კლემ ბერკი
Maureen Donaldson/Getty Images

ჯგუფ Blondie-ს დრამერი კლემ ბერკი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ბენდის წევრები საერთო განცხადებით გამოეხმაურნენ: „დიდი მწუხარებით ვავრცელებთ ჩვენი საყვარელი მეგობრისა და ბენდის წევრის, კლემ ბერკის გარდაცვალების ამბავს, სიმსივნესთან ბრძოლის შემდეგ. კლემი არ იყო მხოლოდ დრამერი, ის Blondie-ს გულისცემა იყო. შეუდარებელი იყო მისი ნიჭი, ენერგია და მუსიკის სიყვარული, მისი წვლილი ჩვენს ჟღერადობასა და წარმატებაში კი – განუზომელი. მუსიკოსობის გარდა, კლემი შთაგონების წყარო იყო როგორც სცენაზე, ასევე მის მიღმა. მისი ენერგიული სული, ენთუზიაზმი და სამუშაო ეთიკა აღაფრთოვანებდა ყველას, ვისაც მასთან ურთიერთობის პრივილეგია ჰქონდა.”

ბერკი პანკ/ახალი ტალღის პიონერ Blondie-ს 1975 წელს, ჯგუფის დაარსებიდან მალევე შეუერთდა. ის ბენდის ყველა ალბომში უკრავს, დაწყებული 1976 წლის სადებიუტო Blondie-თ, დასრულებული 1978 წლის ალბომით Parallel Lines (რომელშიც შედის ჯგუფის Billboard Hot 100-ის ლიდერი ჰიტი Heart of Glass), 1979 წლის Eat to the Beat-ითა და 1980 წლის Autoamerican-ით. ბერკი სცენაზე იდგა 1970-იანების ნიუ-იორკის საკვანძო ეპოქაში, როცა Blondie, The Ramones, პატი სმითი, Talking Heads და Television რეგულარულად უკრავდნენ ისეთ ლეგენდარულ ბარებში, როგორებიცაა CBGB და Max’s Kansas City და როცა მათ ამერიკისა და მთელი მსოფლიოს სცენა პანკრევოლუციისთვის მოამზადეს. 

1982 წელს ბენდი დაიშალა, თუმცა 1997-ში ისევ გაერთიანდა და 1999 წელს ალბომი No Exit გამოსცა. მათი მერვე ალბომი The Curse of Blondie 2003 წელს გამოვიდა. ბენდის ბოლო ჩანაწერი ბერკთან ერთად 2017 წელს გამოსული Pollinator იყო.

ბერკი უკრავს Blondie-ს ყველა ჩარტის ლიდერ ჰიტში, რომელთა შორისაცაა Call Me, The Tide Is High და Rapture. 2006 წელს დრამერი ბენდის სხვა წევრებთან ერთად როკ-ენ-როლის დიდების ხეივანში შევიდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

50 Cent-მა ემინემს შვილიშვილის შეძენა მიულოცა

შემდეგი სტატია

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

სწორედ დევისის დამსახურებაა, რომ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, ბარი მანილოუ და ალიშა კისი, მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ.
მეტი
Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD ფოტო: Shalika Studio

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD გახდა

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვება ჯგუფმა OCD-მ მოიპოვა. შედეგად, მუსიკოსები 4 ივლისს რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე - Tbilisi Open Air-ის სცენაზე წარდგებიან.
მეტი

Mebo Renard-მა ახალი სიმღერა „გადის დრო“ გამოუშვა

„ხანდახან უცხო ადამიანები ისე გიბიძგებენ, შექმნა რაღაც ახალი, რომ თვითონაც არ იციან. ამიტომ მადლობა ყველას, ვინც იუთუბზე კომენტარებს წერს.“ - Mebo Renard
მეტი