ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო

მეგავარსკვლავი 23 ივლისს „დინამო არენაზე” წარდგება.

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. მათი შეძენა მსურველებს TKT.ge/JustinTimberlake-ზე და Super App-ში შეუძლიათ. ბილეთების ფასი 125 ლარიდან იწყება, გარკვეულ კატეგორიებზე კი კონკრეტული სახის შეთავაზებები მოქმედებს. 

უკვე დასრულდა ე.წ. Pre Sale, რომელიც Starring Card-ის მფლობელებს საშუალებას აძლევდა, შეზღუდული რაოდენობის ბილეთები ერთი დღით ადრე, 7 აპრილს შეეძინათ.

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტი 23 ივლისს „დინამო არენაზე” გაიმართება. მეგავარსკვლავი საქართველოს Starring Georgia-ს ფარგლებში ეწვევა. 

მომღერლის, ავტორ-შემსრულებლის, პროდიუსერისა და მსახიობის – ჯასტინ ტიმბერლეიკის წარმატებული კარიერა უკვე 30 წელს ითვლის. მისი შემოქმედება ჯგუფ *NSYNC-თან ერთად დაიწყო, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 70 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული.  2002 წლიდან კი მუსიკოსი უკვე სოლო კარიერას განაგრძობს, რომელიც ამ დრომდე 117 მილიონზე მეტ გაყიდულ ჩანაწერს ითვლის (54 მილიონზე მეტი ალბომი და 63 მილიონი სინგლი). ტიმბერლეიკს მიღებული აქვს „ემის” 4 და გრემის 10 ჯილდო. მისი ჰიტად ქცეული სიმღერა  Can’t Stop the Feeling, 2017 წლის ანიმაციური ფილმიდან Trolls Holiday, წარდგენილი იყო ოსკარზე საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციაში. მუსიკოსი თავადვე ახმოვანებს ცნობილი ანიმაციური ფილმის პერსონაჟს – ბრენჩს.

ახლახან ტიმბერლეიკმა რიგით მეექვსე სტუდიური ალბომი Everything I Thought It Was გამოსცა, რომელშიც შედის ისეთი ჰიტები, როგორებიცაა Selfish და No Angels. კარგად ნაცნობ რეპერტუართან ერთად „დინამო არენაზე” შეკრებილი გულშემატკივარი ტიმბერლეიკის ახალ ალბომში შესულ სიმღერებსაც მოისმენს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Blondie-ს დრამერი კლემ ბერკი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

ჯასტინ ბიბერი და Drake ფილმ Never Say Never პრემიერაზე, 2011 წლის 1 თებერვალი, ტორონტო, ფოტო: ჯორჯ პიმენტელი

Drake-ის თქმით ჯასტინ ბიბერმა შესაძლო კოლაბორაციაზე მის შეტყობინებას არ უპასუხა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Red Bull Turn It Up პირველად საქართველოში – მუსიკალური შეჯიბრება 14 ნოემბერს გაიმართება

Red Bull Turn It Up-ის ღონისძიება ბეთლის ფორმატში ჩატარდება, გამარჯვებული კი 2027 წელს დუბლინში დაგეგმილ მსოფლიო ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Thriller MCA/Universal / Courtesy Everett Collection

მაიკლ ჯექსონის THRILLER-მა BILLBOARD 200-ის ალბომების ჩარტში ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი პოზიცია დაიკავა

ლეგენდარულმა ალბომმა 1983-84 წლებში პირველ ადგილზე 37 კვირა გაატარა. ამჯერად კი, ჰელოუინის წყალობით, ჩარტებში კვლავ დაწინაურდა.
მეტი