50 Cent-მა ემინემს შვილიშვილის შეძენა მიულოცა

ემინემის ქალიშვილს, ჰეილი ჯეიდს ვაჟი მარტში შეეძინა.
50 Cent და ემინემი 50 Cent-ის ვარსკვლავის გახსნაზე. 2020 წლის 30 იანვარი, კალიფორნია.
Axelle/Bauer-Griffin/FilmMagic

ახლახან ემინემის ქალიშვილმა, ჰეილი ჯეიდმა გაამხილა, რომ მარტში ვაჟი შეეძინა. სიახლეს, რომ ემინემს უკვე შვილიშვილი ჰყავს, სოციალურ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.  ამ ამბავს გამოეხმაურა ემინემის შემოქმედებითი პარტნიორი და მეგობარი 50 Cent. მან დეტროიტელ რეპერს შვილიშვილის შეძენა მიულოცა.  

„გილოცავ! ეს საუკეთესო ამბავია,“ – დაწერა 50 Cent-მა 5 აპრილს X-ის (ყოფილი Twitter) პლატფორმაზე. რეპერმა პოსტს ჰეილი ჯეიდის ახალშობილი ვაჟის ფოტო დაურთო.

ჰეილი ჯეიდმა შვილის ფოტოები პირველად 5 აპრილს გაავრცელა. მან ასევე გაამხილა ბავშვის სახელი: ელიოტ მარშალ მაკლინტოკი. მისი დაბადების თარიღი 14 მარტია. ელიოტს მეორე სახელი ბაბუისგან ერგო – მარშალი ემინემის ნამდვილი სახელია.

ფანები აღფრთოვანებულები შეხვდნენ ფაქტს, რომ ბავშვის ინიციალები EMM-ია და მისი სახელი რეპერს უკავშირდება. ჰეილი ჯეიდმა ევან მაკლინტოკზე 2024 წლის მაისში იქორწინა. ცერემონიალს  50 Cent-იც ესწრებოდა. 

50 Cent-ს და ემინემს 20-წლიანი მეგობრობა აკავშირებთ. მათ ერთობლივ ნამუშევრებს შორისაა ტრეკები Patiently Waiting, Crack a Bottle და სხვ. 50 Cent გასულ ზაფხულს ემინემის ალბომის, The Death of Slim Shady-ს გამოცემას გამოეხმაურა და ასევე, ისაუბრა ერთობლივი ალბომის იდეაზეც, რომელსაც გულშემატკივრები წლებია, ელოდებიან. 

იხილეთ  50 Cent-ის პოსტი, რომლითაც ის ემინემს შვილიშვილის დაბადებას ულოცავს: 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯანსუღ კახიძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი მე-10 სეზონს ხსნის

შემდეგი სტატია

Blondie-ს დრამერი კლემ ბერკი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Billboard Women in Music 2026 წლის ნოემბერში იტალიაში გაიმართება

ღონისძიება იწვევს იტალიური მუსიკის წამყვან ქალებს და წარმოაჩენს მათ ნიჭს, ისტორიებსა და გამოცდილებას როგორც სცენაზე, ასევე კულისებს მიღმა.
მეტი

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი