Drake-ის თქმით ჯასტინ ბიბერმა შესაძლო კოლაბორაციაზე მის შეტყობინებას არ უპასუხა

„პირადად მივწერე, მაგრამ არ მიპასუხა” – დაწერა Drake-მა
ჯასტინ ბიბერი და Drake ფილმ Never Say Never პრემიერაზე, 2011 წლის 1 თებერვალი, ტორონტო, ფოტო: ჯორჯ პიმენტელი
ჯასტინ ბიბერი და Drake ფილმ Never Say Never პრემიერაზე, 2011 წლის 1 თებერვალი, ტორონტო, ფოტო: ჯორჯ პიმენტელი

Drake-მა ჯასტინ ბიბერს მათი შესაძლო კოლაბორაციის თაობაზე  ინსტაგრამზე პირადი შეტყობინება გაუგზავნა,  თუმცა, მისი თქმით, ბიბერმა არ უპასუხა. „მივწერე, მაგრამ პასუხი არ მიმიღია,“ — ამბობს დრეიკი.

6 აპრილს ჯასტინ ბიბერმა ინსტაგრამზე კოლეგებს მიმართა, რომ თუ მასთან ერთად მუსიკის შექმნა სურდათ, პირადი შეტყობინება მიეწერათ.

პოსტის ქვეშ Drake-მა კომენტარი დატოვა: „მოგწერე, მაგრამ პასუხი არ მომსვლია.“

გულშემატკივრების ნაწილი თვალყურს ადევნებს, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და შედგება თუ არა არტისტებს შორის კოლაბორაცია.

Drake-ისა და სხვა ათასობით ადამიანის მსგავსად, ჯასტინ ბიბერის ინსტაგრამ პოსტს ცნობილი მუსიკოსებიც გამოეხმაურნენ, მათ შორის:  Big Sean, Kehlani, ბეილი ციმერმანი და ჯადენ სმიტი.

აღსანიშნავია, რომ Drake-მა და ჯასტინ ბიბერმა ერთად 2012 წელს იმუშავეს სიმღერაზე Right Here, რომელიც ბიბერის მესამე სტუდიურ ალბომ Believe-შია შესული. 

Drake, როგორც ჩანს, მომავალ  სოლო ალბომზე უკვე მუშაობს, რასაც წინ უსწრებს მისი და  PartyNextDoor-ის თებერვალში გამოსული ერთობლივი პროექტი $ome $exy $ongs 4 U.

Drake Billboard Hot 100-ის ტოპ ხუთეულში  კვლავ დაბრუნდა ჰიტით Nokia, რომელმაც მიმდინარე კვირის ჩარტში მესამე ადგილი დაიკავა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯასტინ ტიმბერლეიკის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დაიწყო

შემდეგი სტატია

ტრეისი ჩეპმენი სტრიმზე უარის თქმის მიზეზს ხნის: „მე მუსიკას მხოლოდ ფიზიკური ფორმით ვყიდულობ”

შეიძლება დაგაინტერესოთ

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი

გლობალური ონლაინ თამაშის, WARDOGS-ის საუნდტრეკში MokuMoku-სა და Gigilow-ს ნამუშევრები მოხვდა

თამაშის საუნდტრეკში თბილისის ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ ბენდის, MokuMoku-ს You Are Not Invited და რუსთავში დაფუძნებული რეპერის, Gigilow-ს H4ZARD-ია წარმოდგენილი.
მეტი

მას შემდეგ, რაც „ოაზისის” დოკუმენტური ფილმის გამოსვლამ Live ’25-ის ტურნეს გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი გააცოცხლა, ძმები გალაგერები მომავალ წელს კიდევ ერთხელ გაერთიანდებიან

Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი საუბრობენ ჯგუფის 2027 წლის საკონცერტო თარიღებსა და IMAX-ის ფილმზე, რომელმაც ბრიტანული როკჯგუფის თავდაპირველი გაერთიანება ეკრანებზე აღბეჭდა.
მეტი