კენდრიკ ლამარი გახდა პირველი მუსიკოსი, რომელმაც Gatorade-ის რეკლამაში მიიღო მონაწილეობა

სპორტული სასმელების გიგანტმა ბრენდმა არტისტი ახალი სარეკლამო კამპანიის ვიდეორგოლისთვის შეარჩია.
კენდრიკ ლამარი Gatorade-ის რეკლამაში
Courtesy Photo

კენდრიკ ლამარი გახდა პირველი მუსიკოსი, რომელმაც სპორტული სასმელების ბრენდთან, Gatorade-თან ითანამშრომლა. პარასკევს, 18 აპრილს გამოქვეყნდა Gatorade-ის ახალი რეკლამა, სახელწოდებით Lose More. Win More. არაერთი ჯილდოს მფლობელი რეპერი მთელი სარეკლამო რგოლის განმავლობაში სამოტივაციო სიტყვას წარმოთქვამს, ფონად კი მისი ტრეკი Peekaboo ჟღერს. რეკლამაში ვხედავთ NBA-ის ვარსკვლავებს – ლუკა დონჩიჩის და ჯეისონ ტეიტუმს, ასევე WNBA-ს მოთამაშეებს –  აჯა უილსონს და კეიტლინ კლარკს.

„რამდენის დაკარგვა შეგიძლია?“ – მიმართავს  კენდრიკ ლამარი მაყურებელს, შემდეგ კი იხსენებს ბრენდის ისტორიას 1965 წლის ფლორიდის უნივერსიტეტის საფეხბურთო გუნდთან დაკავშირებით. რეკლამის ბოლოს კადრში თავად არტისტიც ჩნდება.

Sports Business Journal-თან კომენტარში Gatorade-ის მარკეტინგის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ კენდრიკ ლამარი მისი შრომისმოყვარეობის, შეუპოვრობისა და საზღვრების გადალახვის უნარის გამო შეირჩა. ბრენდი მის მონაწილეობას ახალგაზრდა აუდიტორიასთან კომუნიკაციის დამყარების ერთ-ერთ საშუალებად განიხილავს.

კენდრიკ ლამარის კარიერაში შემდეგი დიდი ნაბიჯი Grand National Tour-ია, რომელსაც მომღერალ SZA-სთან ერთად გამართავს. ჩრდილოეთ ამერიკასა და ევროპაში დაგეგმილი ტურნე 19 აპრილს მინეაპოლისში დაიწყება და 39 შოუს გააერთიანებს. ტურნე 9 აგვისტოს შვედეთში, სტოკჰოლმში დასრულდება. ტურნეს ფარგლებში მასშტაბური კონცერტებია დაგეგმილი MetLife Stadium-ზე ნიუ ჯერსიში (8 და 9 მაისს) და SoFi Stadium-ზე კალიფორნიაში, ინგლვუდში (24 მაისს).

ტურნეს ფარგლებში გახსნით მუსიკალურ აქტს ცნობილი პროდიუსერი DJ Mustard წარადგენს. ეს კენდრიკ ლამართან ერთად სცენაზე გამოჩენის მეორე შემთხვევა იქნება. პირველად ისინი  2025 წლის თებერვალში, Super Bowl-ის მუსიკალურ შოუზე გამოვიდნენ, სადაც DJ Mustard მოწვეული სტუმრის სტატუსით ვიხილეთ.

იხილეთ Gatorade-ის ახალი რეკლამა კენდრიკ ლამარის მონაწილეობით:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Doechii-ს მუსიკალური ვიდეო – Anxiety

შემდეგი სტატია

„Billboard საქართველოს” ამბები – ევრონიუს ჯორჯიას ეთერში

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფიბი ბრიჯერსი Frank Ockenfels

ფიბი ბრიჯერსი, KATSEYE, ტროი სივანი, აირა სტარი და სხვები: კვირის მუსიკალური გზამკვლევი

გაეცანით ყველაზე საინტერესო და აუცილებლად მოსასმენ ახალ მუსიკალურ უცხოურ და ქართულ რელიზებს.
მეტი

ანამარია ბურდულის და ჯიმი ჩეიმბერსის მუსიკალური კოლაბორაცია –  სიმღერა “ზამთარიას” ახლებური ინტერპრეტაცია

ანამარია ბურდულმა, სასცენო სახელით anman, მუსიკოს ჯიმი ჩეიმბერსთან ერთად ახალი მუსიკალური კოლაბორაცია გამოუშვა - ქართული სიმღერის „ზამთარია“ ინგლისურენოვანი ვერსია, რომელიც უფრო დიდი პროექტის დასაწყისია.
მეტი