VAQO-ს ახალი სიმღერა Shen Shen Shen (Khelisuflebas Gharibi schirdebi)

„სიმღერა იმათზეა, ვინც თვიდან თვემდე ცხოვრობს, ნისიად ყიდულობს სურსათს და ყოველ საღამოს შიმშილისგან თავბრუ ეხვევა. ამ ყველაფრის მიუხედავად, ადამიანად რჩება, ღირსებით სავსეა და იბრძვის.”
VAQO - ვახტანგ ქანთარია ფოტო: გიო მაჭავარიანი
VAQO – ვახტანგ ქანთარია
ფოტო: გიო მაჭავარიანი

25 აპრილს ქართული ფსიქოდელიური როკის ერთ-ერთი გამორჩეული შემსრულებლის, ვახტანგ ქანთარიას, იგივე VAQO-ს ახალი სიმღერა, სახელწოდებით Shen Shen Shen (Khelisuflebas Gharibi schirdebi) გამოვიდა. სიმღერა ალბომ  #BEDNIEREBA-ს მესამე სინგლია, რომელიც პროექტის “5 ალბომი 1 დღეში” ფარგლებში გამოვა. სიმღერის ავტორი და შემსრულებელი ვახტანგ ქანთარიაა. მასვე ეკუთვნის  კომპოზიციის მიქსინგი და მასტერინგი.

VAQO – მუსიკოსი:

“სიმღერა იმათზეა, ვინც თვიდან თვემდე ცხოვრობს, ნისიად ყიდულობს სურსათს და ყოველ საღამოს შიმშილისგან თავბრუ ეხვევა. ამ ყველაფრის მიუხედავად, ადამიანად რჩება, ღირსებით სავსეა და იბრძვის. ქვეყანაში უკიდურეს სიღარიბეში მყოფი ბავშვების რაოდენობა გაიზარდა, არავის აქვს უფლება, მათ ბავშვობა წაართვას. პერსონალური კომპიუტერი ქართველი  ბავშვების 40%-ს არ აქვს და ყოველი მესამე მოსახლე ითხოვს სოციალურ შემწეობას, შობადობის კოეფიციენტი უკან მიდის… – მეგობრებო, ამას სოციალური აპოკალიფსი ჰქვია და თქვენ მისი მონაწილე ბრძანდებით. გამოსავალი არსებობს, კვლევები ცხადყოფს, რომ ქვეყნები, რომლებიც ძლიერ ინსტიტუტებს ქმნიან, ანუ მოქალაქეები, რომელთა “ყიდვა” შეუძლებელია და გააჩნიათ მტკიცე მორალური ფასეულობები, ეფექტურად ამარცხებენ სიღარიბეს. რა არის ფასეულობა და ღირსება? პასუხისმგებლობა, რწმენა, რომ სიკეთის გამცემი და შემქმნელი ხარ, განათლების პოზიტიური გამოყენება, უნარი, იყო გულწრფელი საკუთარ თავთან და სხვასთან და ა.შ. სიღარიბეს მხოლოდ ეკონომიკა ვერ ამარცხებს. სიღარიბეს ამარცხებს ისეთი სისტემა, სადაც მოქალაქეს აქვს განცდა სამართლიანი სასამართლოსი, ბიზნესის  თავისუფლების, სოციალური მხარდაჭერის, ღირსეული ანაზღაურების იმედი და განათლების, ხელობის ან კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება. ცვლილებები სიტუაციას ვერ გამოასწორებს, ცვლილებები მოგვცემს მისი შეცვლის შანსს. ასევე, იმედია, ქვეყნიდან მოქალაქეების გადინება შეწყდება, რადგან ემიგრანტების გადმორიცხული ფული ჩვენს მოქალაქეებს ცვლილებებისადმი პასიურს ხდის. სანამ თავში გვიტრიალებს უსამართლო ფსევდო ფრაზა “უნდა გადავრჩე”, (უსამართლო იმ ხალხის მიმართ, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს) ცხოვრება უკან დაგრჩებათ, ალბათ ესეც გასათვალისწინებელია…”

მოისმინეთ VAQO-ს სიმღერა Shen Shen Shen (Khelisuflebas Gharibi schirdebi)

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მაიკ ვანი Billboard-ის ისტორიაში პირველ აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა

შემდეგი სტატია

Eko & Vinda Folio ბერლინში დაფუძნებული ფესტივალის – „განთიადის” ფარგლებში კონცერტს გამართავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Charli xcx - ერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2026 წლის 14 თებერვალი, გერმანია. Arturo Holmes/Getty Images

Charli xcx-მა ახალი სიმღერის, Rock Music-ის თიზერი გაავრცელა, თუმცა განაცხადა რომ როკ-ალბომზე არ მუშაობს

„არასდროს მითქვამს, რომ როკ-ალბომზე ვმუშაობდი“, - განმარტავს Charli xcx, გასულ თვეს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.
მეტი
ტეილორ სვიფტი Mert Alas & Marcus Piggot

RECORD STORE DAY 2026-ის ბესტსელერები: ტეილორ სვიფტი, Pink Floyd, ბრუნო მარსი და სხვა შემსრულებლები

Record Store Day 2026-ისთვის 350-ზე მეტი სახეობის ჩანაწერი გამოიცა, რომლებიც ექსკლუზიურად მხოლოდ დამოუკიდებელ მუსიკალურ მაღაზიებში იყიდებოდა.
მეტი