ედ შირანი, ROSÉ და სხვა ვარსკვლავები ფილმ F1-ის საუნდტრეკისთვის ერთიანდებიან

საუნდტრეკებს ასრულებენ ისეთი ცნობილი არტისტები, როგორებიც არიან: Burna Boy, Tate McRae, RAYE და სხვ.
ედ შირანი
Petros Studio

1 მაისს Atlantic Records-მა ფილმ F1-ის საუნდტრეკ ალბომის  სრული შემადგენლობა გამოაცხადა, სადაც ედ შირანი, BLACKPINK-ის წევრი ROSÉ და კიდევ რამდენიმე ვარსკვლავი მონაწილეობენ.

ედ შირანისა და  K-pop ვარსკვლავის  გარდა, პროექტზე ტეიტ მაკრეი, RAYE, Burna Boy, როდი რიკი, Dom Dolla, კრის სტეფელტონი, Tiësto, Sexyy Red, მაიკ ტოვერსი, მედისონ ბიერი, პეგი გოუ  და სხვა არტისტებიც მუშაობდნენ. ფილმში მთავარ როლს ბრედ პიტი ასრულებს, ალბომის წამყვანი სინგლი კი რაიან ტედერის პროდიუსერობით შექმნილი სიმღერა Lose My Mind გახლავთ, რომელსაც Don Toliver და Doja Cat ასრულებენ. აღნიშნული ტრეკი ჰანს ციმერის კომპოზიციის F1 Movie Theme-ის სემპლს შეიცავს.

Top Gun: Maverick-ის რეჟისორის, ჯოზეფ კოსინსკის მიერ გადაღებულ ფილმში F1, ბრედ პიტი ყოფილი მრბოლელის, სონი ჰეისის როლს თამაშობს,  რომლის კარიერაც ტრავმის გამო დასრულდა. სონი ტრასაზე ბრუნდება, რათა თავის ყოფილ თანაგუნდელს, რუბენ სერვანტესს (ხავიერ ბარდემი) დაეხმაროს. 

ფილმის შემქმნელებმა საუნდტრეკებზე მუშაობისთვის სპეციალურად მოიწვიეს ორგზის გრემის მფლობელი პროდიუსერი კევინ ვივერი. F1-ის ალბომის თანაპროდიუსერები არიან ასევე Atlantic Records-ის წევრები ბრენდონ დევისი და ჯოზეფ ხური.
F1 კინოთეატრებში 27 ივნისს გამოვა, ფილმის საუნდტრეკებიც ამავე დღიდან იქნება ხელმისაწვდომი.
ნახეთ  საუნდტრეკების შემსრულებელთა სრული სია და ალბომის ანონსი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სელენა გომესმა და ბენი ბლანკომ ალბომ I Said I Love You First-ის დელუქს ვერსია გამოსცეს

შემდეგი სტატია

Rihanna და A$AP Rocky 2023 წლის Met Gala-ზე ფოტო: ჯამეს დევენეი/GC Images

A$AP Rocky-ს თქმით, ის და რიანა ერთმანეთის ტანსაცმელს დაუკითხავად იღებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი