სელენა გომესმა და ბენი ბლანკომ ალბომ I Said I Love You First-ის დელუქს ვერსია გამოსცეს

ალბომში ასევე მონაწილეობენ GloRilla, DJ Sliink და Cigarettes After Sex.
სელენა გომესი და ბენი ბლანკო ოსკარის ცერემონიაზე, 2025 წლის 2 მარტი, ჰოლივუდი
Emma McIntyre/Getty Images

დაახლოებით ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც სელენა გომესმა და ბენი ბლანკომ ერთობლივი სტუდიური ალბომი I Said I Love You First გამოუშვეს, ახლა კი არტისტები გულშემატკივრებს ალბომის დელუქს ვერსიას სთავაზობენ. 

დელუქს ალბომის გამოსვლის თარიღი წყვილმა ორი დღით ადრე, 30 აპრილს დააანონსა.

„ჩემი ალბომის დელუქს ვერსიას, რომელსაც @itsbennyblanco-სთან ერთად გამოვცემ,  I Said I Love You First… And You Said It Back ჰქვია და ის პარასკევს, 2 მაისს გამოვა. აქ არის ახალი სიმღერები, რამდენიმე საყვარელი კომპოზიცია და განახლებული ვერსიები ორიგინალი ალბომიდან. ერთი სული მაქვს როდის მოისმენთ.”  – დაწერა სელენა გომესმა ინსტაგრამზე.

დელუქს ვერსია 14 ორიგინალურ ტრეკთან ერთად კიდევ რვა ახალ კომპოზიციას აერთიანებს,  მათ შორისაა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერები, რემიქსები და საინტერესო კოლაბორაციები.

ახალ სიმღერებს შორისაა: That’s When I’ll Care, Talk და Stained.  რაც შეეხება კოლაბორაციებს, – GloRilla Cowboy-ს რემიქსში მონაწილეობს, DJ Sliink-მა კი Bluest Flame-ის ახალი ვერსია შექმნა, აქვე მოისმენთ Gracie Abrams-ის აკუსტიკურ ვერსიას სიმღერაზე Call Me When You Break Up,  How Does It Feel to Be Forgotten-ს Vevo-ს ცოცხალი შესრულებით და სახასიათო კომპოზიციას Guess You Could Say I’m in Love, რომელიც ჯგუფ Cigarettes After Sex-თან თანამშრომლობით შეიქმნა.

სელენა გომესმა და ბენი ბლანკომ 1 მაისს სიმღერა Talk-ის ვიდეოკლიპის გამოსვლაც დააანონსეს. 

წყვილი ერთმანეთს 2023 წლის ზაფხულში შეხვდა და დეკემბერში დაინიშნნენ. მათი ერთობლივი ალბომი I Said I Love You First მარტში გამოვიდა და Billboard 200-ში მე-2 ადგილი დაიკავა. 

მოისმინეთ სელენა გომესის და ბენი ბლანკოს ალბომის დელუქს ვერსია – I Said I Love You First… And You Said It Back:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Babygirl

ფილმ Babygirl-ის ერთ-ერთი სცენა ქართველების მიერ დაარსებულ კლუბ BASEMENT-შია გადაღებული

შემდეგი სტატია

ედ შირანი, ROSÉ და სხვა ვარსკვლავები ფილმ F1-ის საუნდტრეკისთვის ერთიანდებიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” ჩარტებიდან კონგრესამდე: მუსიკოსმა ბობი პულიდომ სამხრეთ ტეხასში დემოკრატებისთვის ისტორიული გამარჯვება მოიპოვა

ტეხანოს მუსიკის სუპერვარსკვლავმა კონგრესის მე-15 საარჩევნო ოლქში მოქმედი რესპუბლიკელი კონგრესმენი მონიკა დე ლა კრუზი დაამარცხა.
მეტი

ემინემის სიმღერა Not Afraid არჩევნების დღეს აბდულ ელ-საიედის კამპანიაში გაჟღერდა

მიჩიგანის შტატის სენატორობის კანდიდატის ბოლო წინასაარჩევნო მიტინგზე სიმღერები Common-მა შეასრულა.
მეტი
Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი