17 მაისს Noble Savage ბექა გოჩიაშვილისა და თემურიკო დიასამიძის კონცერტს უმასპინძლებს

საღამოს N AO გახსნის.

17 მაისს კლუბ Noble Savage-ში ბექა გოჩიაშვილისა და თემურიკო დიასამიძის კონცერტი გაიმართება. საღამოს ქართველი არტისტი N AO გახსნის. 

ვირტუოზ ჯაზპიანისტ ბექა გოჩიაშვილსა და ქართული ელექტრონული სცენის გამორჩეულ მუსიკოს თემურიკო დიასამიძეს არაერთი მუსიკალური კოლაბორაცია აკავშირებთ. მათ გამოცემული აქვთ ერთობლივი კომპოზიციები „შენ”, „ინტერვალები”„ტრანსკავკასია” და სხვ.

ამჯერადაც მუსიკოსები მსმენელს, ტრადიციულად, ახალი თაობის მუსიკას შესთავაზებენ, რომელიც თავის თავში მოიცავს ერთდროულად იმპროვიზაციასა და ორგანიზებულ სტრუქტურას, მეხსიერებასა და ინოვაციას. 

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

30 წლის ფილადელფიელი რეპერი LGP QUA შეიარაღებული ძარცვის დროს მოკლეს

შემდეგი სტატია

ალბომი Pink Floyd at Pompeii: MCMLXXII „ბილბორდის” რამდენიმე ჩარტის ტოპ ათეულშია

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი