BRIT Awards 2026 პირველად ლონდონის გარეთ გაიმართება

მომდევნო ორი წელი ცერემონიას მანჩესტერი უმასპინძლებს.
Co-op Live არენა
Christopher Furlong/Getty Images

BRIT Awards 2026 და 2027 წლის სეზონებზე მანჩესტერში გადაინაცვლებს. ეს პირველი შემთხვევა იქნება ღონისძიების თითქმის 50-წლიანი არსებობის ისტორიაში, როცა ის ლონდონის გარეთ გაიმართება. მომდევნო წელს ცერემონია 28 თებერვალს შედგება, 2027 წლის თარიღი კი ჯერ უცნობია. დაჯილდოებას მანჩესტერის Co-op Live უმასპინძლებს. 

2025 წლის BRIT Awards მარტში ლონდონის O2 არენაზე გაიმართა, რომელიც ცერემონიას 2012 წლიდან მასპინძლობს.

„მანჩესტერში, ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო და განმსაზღვრელი არტისტების სამშობლოში გადასვლა შოუს ახალ ძალას შთაბერავს,” – ამბობს Sony Music-ის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის წარმომადგენლობის აღმასრულებელი დირექტორი. „შოუს მანჩესტერში გამართვა იდეალურად ემთხვევა BRIT Awards-ის სულსა და ენერგიას. ერთი სული მაქვს, ვიხილო ცერემონია ამ გასაოცარ Co-op Live-ის სცენაზე.”

Co-op Live დიდი ბრიტანეთის მუსიკალური სცენის მთავარი მოთამაშეა. 2024 წელს დარბაზმა MTV EMA-ს უმასპინძლა, 2025 წლის პროგრამა კი მოიცავს ბრიუს სპრინგსტინის, The E Street Band-ის, ოლივია როდრიგოს, Tyler, The Creator-ისა და სხვა ვარსკვლავების კონცერტებს. არენა 23500 ადამიანს იტევს და ევროპის ყველაზე დიდ დახურულ საკონცერტო დარბაზს წარმოადგენს. 

„BRIT დიდი ბრიტანეთის ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური ღონისძიებაა, არა მხოლოდ მისი უზარმაზარი კულტურული გავლენის, არამედ მისი წვლილის გამო მუსიკის მეშვეობით ახალგაზრდების ცხოვრების გაუმჯობესებაში. ჩვენთვის პატივია, ვუმასპინძლოთ BRIT Awards-ს და შევუერთდეთ მათ მისიაში, შექმნან შესაძლებლობები ახალგაზრდა თაობისთვის,” – თქვა Oak View Group-ის დირექტორმა, რომელიც Co-op Live-ს მართავს.

BRIT Awards, როგორც წესი, შემსრულებლებს შორის დიდი სახელებით გამოირჩევა. 2025 წლის დაჯილდოების გამომსვლელთა შორის იყვნენ საბრინა კარპენტერი, ლოლა იანგი, ტედი სვიმსი და სემ ფენდერი. ცერემონიის ტრიუმფატორი Charli XCX გახდა ხუთი ჯილდოთი, მათ შორის – წლის ალბომის. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

თამარ ლიჩელი და ლიზი რამიშვილი 15 ივნისს კონცერტს გამართავენ

შემდეგი სტატია

სამუელ ელ ჯექსონის თქმით, არ იცოდა კენდრიკ ლამარის Super Bowl-ის შოუს მნიშვნელობა მანამ, სანამ გენერალურ რეპეტიციას არ დაესწრო

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი