სასტუმრო „ტელეგრაფი” გაიხსნა

ისტორიულ შენობაში განთავსებულია Billboard საქართველოს პოდკასტების სივრცე, ჯაზკლუბი და Rolling Stone-ის ბარი.

თბილისში, რუსთაველის 31 ნომერში, სასტუმრო „ტელეგრაფი” გაიხსნა. სასტუმრო ყოფილი ცენტრალური ფოსტის ისტორიულ შენობაშია განთავსებული, რომელიც საბჭოთა არქიტექტურის დღემდე შემორჩენილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუშია. მის რესტავრაციაზე დიზაინერულმა კომპანია Neri & Hu-მ იზრუნა. 

სასტუმრო პრეზენტაციით გაიხსნა, სადაც სტუმრებმა „ტელეგრაფისა” და მისი შექმნის პროცესის შესახებ მომზადებული ვიდეო იხილეს. აუდიტორიას მიმართა Silk Road Group-ის დამფუძნებელმა გიორგი რამიშვილმაც. გახსნის მეორე ნაწილში კი სტუმრების წინაშე ცნობილი დიჯეი და მულტიინტრუმენტალისტი კაიდი ტეითემი წარდგა.

გიორგი რამიშვილი

სასტუმრო „ტელეგრაფი” აერთიანებს 239 ნომერს, 7 რესტორანს, ბიბლიოთეკას, ჯაზკლუბსა და სხვა მნიშვნელოვან სივრცეებს. აღსანიშნავია „ტელეგრაფისა” და Rolling Stone-ის თანამშრომლობა, რომლის ფარგლებშიც სასტუმროს ბოლო სართულზე Rolling Stone-ის ბარი განთავსდება. 50-წლიანი ისტორიით Rolling Stone ერთ-ერთი ყველაზე სანდო და გავლენიანი მუსიკალური მედიაა მსოფლიოს მასშტაბით. „ტელეგრაფის” სტუმრებს კი ექსკლუზიური წვდომა ექნებათ მათ გასართობ და საინფორმაციო კონტენტზე. 

გიორგი რამიშვილი:

„ჩვენ ვიყიდეთ Rolling Stone-ის ლიცენზია, რომელსაც 60 მილიონი მკითხველი ჰყავს მთელ მსოფლიოში. ეს მათი პირველი ამ ტიპის ბარი იქნება და ყველაფერი, რაც აქ გაიმართება, მათ გამოცემაში დაიბეჭდება, რაც კიდევ უფრო გაზრდის ამ ბარის, „ტელეგრაფისა” და თბილისის ცნობადობას საერთაშორისო მასშტაბით.”

სასტუმროში განთავსებულია თამაზ ყურაშვილის (თათუზა) სახელობის ჯაზკლუბიც, ასევე Billboard საქართველოს სივრცე, რომელიც გამოცემის პოდკასტებს უმასპინძლებს. 

„ტელეგრაფი” რეგიონში პირველი სასტუმროა, რომელიც მსოფლიოს წამყვანი სასტუმროების ქსელის, World Leading Hotels-ის წევრია. 

„ეს პროექტი განსაკუთრებულია, რადგან ის მდებარეობს რუსთაველზე და ეს არის ქალაქის გული. ასევე არის რესპუბლიკის მოედნის განვითარების უმნიშვნელოვანესი ნაწილი სასტუმრო „ივერიას” შემდეგ. ეს არის უნიკალური პროექტი, როგორც ექსტერიერით, ასევე ინტერიერით, რომელიც ლადო ალექსი-მესხიშვილსა და მის გუნდს ეკუთვნის. მას მართავს Silk Hospitality, თუმცა ამავდროულად არის World Leading Hotels-ის გაერთიანების წევრი, რაც მას საერთაშორისო მნიშვნელობას სძენს,” – აღნიშნავს გიორგი რამიშვილი.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Lorde Thistle Brown

Lorde-მა ალბომ Virgin-ის სინგლი – Hammer გამოსცა

შემდეგი სტატია

Lizzo-ს თქმით, მან ოზემპიკის გამოყენება სცადა და გაამხილა დიეტა, რომელიც წონის კლებაში რეალურად დაეხმარა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Drake- Till Death Do Us Part რეპ-ბათლის დროს, 2021 წლის 30 ოქტომბერი, ლონგ-ბიჩში, კალიფორნია. Amy Sussman/Getty Images

დრეიკი სამი ახალი ალბომით ბრუნდება – არტისტმა ICEMAN, MAID OF HONOUR და HABIBTI გამოუშვა

თუ Iceman ან დანარჩენი ორი ალბომიდან რომელიმე Billboard 200-ის სათავეში მოექცევა, ეს დრეიკს ჩარტში რეკორდულ, მე-15 პირველ ადგილს მოუტანს, რითაც ის Jay-Z-ის გადაუსწრებს.
მეტი

GEORGIAN ON MY MIND – გიორგი გიგაშვილი და ნინი ნუცუბიძე თბილისში ერთობლივ კონცერტს გამართავენ

პროგრამის კონცეფცია დასავლური კლასიკური მუსიკისა და ქართული ფოლკლორული ტრადიციების სინთეზს ეფუძნება.
მეტი

U2 მეხიკოს მთავარ მოედანზე უფასო კონცერტის ჩასატარებლად მიიწვიეს

ჯგუფსა და მეხიკოს ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელს შორის გამართული შეხვედრისას, ბონომ გამოთქვა სურვილი, რომ U2-ს შემდეგი ტურნე სწორედ ქვეყნის დედაქალაქში დაიწყოს.
მეტი

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე მადონა, შაკირა და BTS იმღერებენ

19 ივლისის მატჩი ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველი შემთხვევა იქნება, როცა ტაიმებს შორის მუსიკალური შოუ გაიმართება.
მეტი

ანანო სიხარულიძემ ახალი მუსიკალური ვიდეო –  Sweetraw წარადგინა

კლიპის ვიზუალური ესთეტიკა ტრეკის შინაარსობრივ ხაზს მიჰყვება. პერსონაჟები სხვადასხვა ტიპაჟებს განასახიერებენ, თუმცა რეალურად ისინი ერთი ადამიანის შინაგანი სამყაროს სხვადასხვა ასპექტს წარმოადგენენ.
მეტი