Lizzo-ს თქმით, მან ოზემპიკის გამოყენება სცადა და გაამხილა დიეტა, რომელიც წონის კლებაში რეალურად დაეხმარა

,,ვფიქრობ, ძალიან, ძალიან ბევრი ვიშრომე და მიზანმიმართულად ვგეგმავდი ყველაფერს”. – განაცხადა ვარსკვლავმა.
Lizzo

Lizzo-მ ცოტა ხნის წინ ღიად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ მოახერხა წონაში დაკლება.  19 ივნისს პოდკასტ Just Trish-ის წამყვან ტრიშა პეიტასთან ერთად ვარსკვლავმა გულახდილად ისაუბრა წონაში კლების სხვადასხვა გზებზე, მათ შორის, შესაბამის პრეპარატებზეც.

„ვფიქრობ, ძალიან, ძალიან ბევრი ვიმუშავე და მიზანმიმართულად მივდიოდი ჩემი გეგმისკენ, ამიტომ, როცა კომპლიმენტები მესმის, მათ მართლა გულით ვიღებ და ეჭვის თვალით აღარ ვუყურებ. ჩემი განზრახვაც სწორედ ეს იყო”. – თქვა მომღერალმა პოდკასტში ტრიშა პეიტასთან. 

წამყვანის კითხავაზე, იყენებდა თუ პრეპარატ  ოზემპიკს, Lizzo-მ დაადასტურა, რომ ეს მედიკამენტი მიღებული აქვს. „გამოცდილი მაქვს, ოზემპიკი მუშაობს, იმიტომ რომ ნაკლებს მიირთმევ და დანაყრების შეგრძნება გაქვს, თუმცა თუ ამას საკუთარი ძალებით შეძლებ და გონებით გადალახავ, ეფექტიც იგივეა”.

თუმცა, ლიზას თქმით, საბოლოოდ წონის კლებისთვის ყველაზე ეფექტური დიეტა აღმოჩნდა.  „რაც ყველაზე მეტად დამეხმარა, იყო ის, რომ ვეგანობას თავი დავანებე, რადგან როცა ვეგანი ვიყავი, ძალიან ბევრ ხელოვნურ ხორცს, პურს და ბრინჯს მივირთმევდი, რომ დავნაყრებულიყავი. დღეში ალბათ 3000-დან 5000 კალორიას ვიღებდი.” – ამბობს არტისტი.

Lizzo, რომელიც გულახდილად საუბრობდა წონის კლების პროცესზე, ხშირად აზიარებდა სწორ ვარჯიშს და ჯანსაღი კვების ვიდეოებს განმარტებებით. მისი თქმით, ის დაახლოებით 10 წელია, ვეგეტარიანელია, 2020-ში კი ვეგანობა დაიწყო, თუმცა 2023-ში შეწყვიტა. 

ჩემთვის ყველაზე დიდი ცვლილება ის აღმოჩნდა, რომ ბუნებრივი პროდუქტების მიღება დავიწყე, რის შედეგადაც მართლა ვიგრძენი დანაყრება. აღარ ვიღებდი ხელოვნურ საკვებს და ეს რეალურად მაძლევდა დანაყრების შეგრძნებას.” 

Lizzo-მ ასევე აღნიშნა, რომ ხორცპროდუქტების მიღებაზე გადაწყვეტილება იაპონიაში მოგზაურობის შემდეგ მიიღო.

„მესმოდა, რომ იაპონური დიეტა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღია. როცა იქ ვიყავი, ვთქვი, რომ უნდა მომესინჯა იქაური სამზარეულო და საოცრად კარგად ვიგრძენი თავი.” 

მიუხედავად იმისა, რომ Lizzo-ს ხორცპროდუქტების მიღება წონის კლებაში დაეხმარა, არტისტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მიდგომა, შესაძლოა, ყველას არ გამოადგეს.  

 „არ მიყვარს ზედმეტად ბევრი საუბარი ამ თემაზე. არ მინდა, რომ სხვებმა ჩემი გზით იარონ და შემდეგ არ გამოუვიდეთ. ყველას სხეული განსხვავებული და ინდივიდუალურია. მე არ ვიცი თქვენი ანალიზები, თქვენი ნივთიერებათა ცვლა და ა.შ. ჩემთვის ხორცის  მიღება აღმოჩნდა საჭირო, თუმცა მიდგომა ყველასთან ინდივიდუალურია.”

Lizzo-ს სრული ინტერვიუ შეგიძლიათ მოისმინოთ პოდკასტში Just Trish.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სასტუმრო „ტელეგრაფი” გაიხსნა

შემდეგი სტატია

A$AP Rocky

A$AP Rocky-მ Ray-Ban-ის  სათვალეების სერია გამოუშვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

დოლი პარტონი და მაილი საირუსი 61-ე ყოველწლიური გრემის დაჯილდოებაზე, 2019 წლის 10 თებერვალი, ლოს-ანჯელესი, Photo by Kevin Winter/Getty Images for The Recording Academy

მაილი საირუსი ნათლიის, დოლი პარტონის ხსოვნას პატივს მიაგებს: „ახლა გვერდით ანგელოზი მყავს“

„დოლის სურვილი იქნებოდა, რომ ეს ტკივილი მეგრძნო, მასზე სიმღერა დამეწერა, შემდეგ კი გზა განმეგრძო და ძლიერი ვყოფილიყავი“, - დაწერა საირუსმა.
მეტი
ინგლისელი მსახიობი და მომღერალი ტიმ კარი, 1974 წლის 23 იანვარი. Evening Standard/Hulton Archive/Getty Images

ბრიტანელი ვარსკვლავი ტიმ კარი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

მსოფლიოში აღიარებული ბრიტანელი მსახიობი, მწერალი, კომიკოსი და მომღერალი ყველაზე მეტად საკულტო კინოკლასიკა The Rocky Horror Picture Show-ში დოქტორ ფრანკ-ენ-ფურტერის როლის შესრულებით იყო ცნობილი.
მეტი
დოლი პარტონი 2014 წლის 28 მაისი, ტენესის შტატი. RICK DIAMOND/GETTY IMAGES

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით, დოლი პარტონის ხსოვნისადმი პატივსაცემის ნიშნად აშშ-ში დროშები ერთი კვირით დაეშვება

25 აგვისტოს ქანთრის მუსიკის ლეგენდა დოლი პარტონი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მეტი
ოლივია როდრიგო - Vanity Fair 2026-ის ღონისძიებაზე, ლოს ანჯელესი, ბევერლი ჰილზი, 2026 წლის 15 მარტი Chad Salvador/WWD

ოლივია როდრიგო Planned Parenthood-ის ოფისს ეწვია და რეპროდუქციულ უფლებებზე ისაუბრა

მომღერლის მომავალი ფესტივალიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი Planned Parenthood-სა და მსგავსი მიმართულების არაკომერციულ ორგანიზაციებს გადაერიცხებ
მეტი
კეტი პერი - Madison Square Garden. 2024 წლის 13 დეკემბერი, ნიუ-იორკი Kristina Bumphrey/Billboard

კეტი პერიმ ტრამპის ადმინისტრაცია მისი სიმღერის სამხედრო ოპერაციების ამსახველ ვიდეოში გამოყენების გამო გააკრიტიკა

არტისტი თეთრი სახლის მიერ მისი ჰიტის, Firework-ის უნებართვოდ გამოყენებას გამოეხმაურა
მეტი