Lorde-მა ალბომ Virgin-ის სინგლი – Hammer გამოსცა

არტისტის თქმით „ეს არის ქალაქის ცხოვრებასა და სექსუალურ სურვილებზე შექმნილი ოდა”.
Lorde Thistle Brown
Lorde Thistle Brown

Lorde-მა მეოთხე ალბომის, Virgin-ის  სინგლი Hammer გამოსცა. ალბომის გამოსვლა 27 ივნისს იგეგმება, რომლის შესახებაც არტისტმა ინფორმაცია კვირის დასაწყისში სოციალურ ქსელებში გააზიარა.  ალბომში შესული აქამდე გამოცემული სინგლებია:  What Was That და Man of the Year.

Lorde-მა 18 ივნისს  ინსტაგრამზე  სიმღერის შესახებ დაწერა:  „ეს

არის ქალაქის ცხოვრებასა და სექსუალურ სურვილებზე შექმნილი ოდა.”

ეიფორიული განწყობით გამორჩეული სიმღერა 20 ივნისს გამოვიდა, რომლის თანაპროდიუსერებიც  თავად არტისტი და ჯიმი სტაკი არიან. სიმღერა ასახავს Lorde-ის, როგორც არტისტის დამოკიდებულებას გენდერის მიმართ, რაც ნათლად არის წარმოჩენილი სიმღერის ტექსტში: “Some days I’m a woman, some days I’m a man.” 

არტისტი, გარდა გენდერული ასპექტებისა, სხვა თემებსაც ეხება. ალბომის გამოსვლა Republic Records-ის ლეიბლის მეშვეობით იგიგმება, რომელზეც ასევე მუშაობდნენ პროდიუსერები: ფაბიანა პალადინო, ენდრიუ ეიჯდი, ბადი როსი, დენ ნიგრო და Blood Orange-ის წევრი დევ ჰაინსი.

მომღერალმა ასევე აღნიშნა, რომ ალბომზე მუშაობისას კვებითი აშლილობის სიმპტომებმა, ჰორმონალური კონტრაცეპტივების შეწყვეტამ და ხანგრძლივი ურთიერთობის

დასრულებამაც იქონია გავლენა. 

„ალბომის ფერია გამჭვირვალე, როგორც აბაზანის წყალი, ფანჯრები, ყინული, ნერწყვი.  აქ სრული გამჭვირვალობაა.  მისი ენა მარტივი და უემოციოა. ჟღერადობაც, სადაც კი ეს შესაძლებელია, თითქმის ყველგან ერთნაირია. მინდოდა, ბოლომდე დამენახა საკუთარი თავი. ვცდილობდი, შემექმნა დოკუმენტი, რომელიც ჩემს ქალურობას ასახავდა, რომელიც არის უშუალო, პრიმიტიული, უმანკო, ელეგანტური, გულღია, სულიერი და ამავდროულად მასკულინური.“ –  თქვა არტისტმა  პროექტის შესახებ აპრილში. 

სიმღერა Hammer-ის მუსიკალური ვიდეოკლიპის პრემიერა 20 ივნისს Youtube-ზე იგეგმება. კლიპის რეჟისორი რენელ მედრანოა.

მანამდე კი მოისმინეთ სიმღერა Hammer:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Ed Sheeran Mark Surridge

ედ შირანის ახალი სიმღერა Drive ფილმ F1-ის პრემიერამდე გამოქვეყნდა

შემდეგი სტატია

სასტუმრო „ტელეგრაფი” გაიხსნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი

გლობალური ონლაინ თამაშის, WARDOGS-ის საუნდტრეკში MokuMoku-სა და Gigilow-ს ნამუშევრები მოხვდა

თამაშის საუნდტრეკში თბილისის ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ ბენდის, MokuMoku-ს You Are Not Invited და რუსთავში დაფუძნებული რეპერის, Gigilow-ს H4ZARD-ია წარმოდგენილი.
მეტი