Sarke – ჯგუფ SKAZZ-ის და ზურა ჯიშკარიანის ერთობლივი მუსიკალური ნამუშევარი

კოლაბორაციული ტრეკი კლიპთან ერთად გავრცელდა.
SKAZZ. DillaNext – Sarke

SKAZZ-მა და ზურა ჯიშკარიანმა (DillaNext) ერთობლივი მუსიკალური ნამუშევარი წარადგინეს. Sarke – ასე ჰქვია კოლაბორაციულ ტრეკს, რომელიც კლიპთან ერთად გავრცელდა. მუსიკალური ვიდეოს რეჟისორი ლევან ჯიბუტია. 

SKAZZ ქუთაისში ჩამოყალიბებული ქართული პოსტ-პანკ ბენდია. ჯგუფი 2021 წელს დაარსდა და მის შემადგენლობაში არიან საბა ვაშაყმაძე (ვოკალი, ბასი) და ნოდო კუპრავა (ვოკალი, გიტარა).

ზურა ჯიშკარიანი არის მწერალი, მუსიკოსი და მულტიმედიური არტისტი, რომელიც მუსიკალურ სცენაზე ასევე ცნობილია ფსევდონიმით DillaNext. ქართველი მსმენელისათვის ის არაერთი პროექტიდან არის ცნობილი, მათ შორის არის Kung-Fu Junkie, რომელიც 2007 წელს ჩამოყალიბდა და ათი წლის განმავლობაში ქმნიდა ჟღერადობას, სადაც პანკი, ელექტრონული მუსიკა და ექსპერიმენტული პოეზია ერთმანეთს ერწყმოდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Billboard Georgia წარმოგიდგენთ: ახალი თაობის მუსიკოსები – noa იაპონიიდან

შემდეგი სტატია

Louis Vuitton-ის შოუზე Doechii-ს და Tyler, the Creator-ის ახალი ერთობლივი ტრეკი პირველად გაჟღერდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი