დუა ლიპამ შინეიდ ო’კონორის პატივსაცემად დუბლინის კონცერტზე Nothing Compares 2 U შეასრულა

პოპვარსკვლავმა მაყურებელს სთხოვა, მასთან ერთად ემღერათ.
დუა ლიპა Radical Optimism-ის ტურნეს დუბლინის კონცერტზე
Charles McQuillan/Getty Images

დუა ლიპამ Radical Optimism-ის ტურნეს ევროპული ნაწილი დუბლინის კონცერტით დაასრულა. ბოლო შოუზე კი პროგრამას ირლანდიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მუსიკოსის, შინეიდ ო’კონორის სიმღერა დაამატა. 

პოპვარსკვლავმა მაყურებელს ამცნო, რომ ო’კონორის პატივსაცემად Nothing Compares 2 U-ს შეასრულებდა. გულშემატკივრის მიერ გადაღებულ ვიდეოში მომღერალი ამბობს, რომ მისთვის პატივია, აღნიშნული სიმღერა შეასრულოს და მაყურებელს სთხოვს, ის მასთან ერთად იმღერონ. 

შინეიდ ო’კონორი, რომელიც წარმოშობით სწორედ დუბლინიდან იყო, 2023 წელს გარდაიცვალა. „პრინცის” მიერ დაწერილი Nothing Compares 2 U-ს მისი შთამბეჭდავი ვერსია ოთხი კვირის განმავლობაში Billboard Hot 100-ის ლიდერი იყო და სათავე დაუდო ალბომს I Do Not Want What I Haven’t Got, რომელიც იმავე წელს Billboard 200-ის პირველ ადგილზე გავიდა. 

დუა ლიპას დუბლინის სიურპრიზი მოჰყვა ლონდონის კონცერტს, სადაც ასევე მაყურებლისთვის მოულოდნელად მომღერალს სცენაზე შეუერთდნენ Jamiroquai (სიმღერით Virtual Insanity) და Charli xcx ( სიმღერით „360”).

პოპვარსკვლავის ტურნე სექტემბერში ჩრდილოეთ ამერიკაში გაგრძელდება.

ნახეთ დუა ლიპას მიერ Nothing Compares 2 U-ს შესრულების ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Billboard Georgia Presents: New Gen – SUYEN (Philippines)

შემდეგი სტატია

Doechii გლასტონბერის ფესტივალზე ყველა დროის საუკეთესო დებიუტით წარდგა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

სწორედ დევისის დამსახურებაა, რომ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, ბარი მანილოუ და ალიშა კისი, მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ.
მეტი
Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD ფოტო: Shalika Studio

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD გახდა

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვება ჯგუფმა OCD-მ მოიპოვა. შედეგად, მუსიკოსები 4 ივლისს რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე - Tbilisi Open Air-ის სცენაზე წარდგებიან.
მეტი

Mebo Renard-მა ახალი სიმღერა „გადის დრო“ გამოუშვა

„ხანდახან უცხო ადამიანები ისე გიბიძგებენ, შექმნა რაღაც ახალი, რომ თვითონაც არ იციან. ამიტომ მადლობა ყველას, ვინც იუთუბზე კომენტარებს წერს.“ - Mebo Renard
მეტი