Diddy-ს პროცესის ნაფიცი მსაჯული უარყოფს, რომ გადაწყვეტილებაზე კომბსის ვარსკვლავურმა სტატუსმა იმოქმედა

„ნებისმიერი ბრალდებულის მიმართ ანალოგიურად მოვიქცეოდით,” – აღნიშნა მან.
Diddy
Paras Griffin/Getty Images

შონ „დიდი“ კომბსის სასამართლო პროცესში მონაწილე ნაფიცი მსაჯული საჯაროდ საუბრობს იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, რომელიც ოთხშაბათს გამოცხადდა.

ერთ-ერთი ნაფიცი მსაჯული შონ კომბსის სასამართლო პროცესიდან საჯაროდ საუბრობს იმ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, რომელიც ოთხშაბათს დადგა. რეპერი დამნაშავედ ცნეს უკანონო პროსტიტუციაში, თუმცა გაამართლეს სექს-ტრეფიკინგსა და რეკეტში წაყენებულ ბრალდებებში.

ნაფიცმა მსაჯულმა 3 ივლისს ABC News-თან ინტერვიუში ისაუბრა. ინტერნეტში შესაძლო თავდასხმებისა და კიბერბულინგის შიშის გამო, მან ანონიმურობა მოითხოვა. მისი თქმით, ერთ-ერთი იურიდიული ანალიტიკოსისგან მოისმინა მოსაზრება, თითქოს კომბსის ვარსკვლავური სტატუსი შეიძლება გავლენას ახდენდა ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებაზე. ამ მოსაზრებას ის კატეგორიულად უარყოფს და აღნიშნავს, რომ ასეთი შეფასება მიუღებელი და დამამცირებელია როგორც ნაფიცი მსაჯულებისთვის, ისე მთლიანად პროცესისთვის.

„მეტსაც გეტყვით, ორი დღე გვქონდა დისკუსიებისთვის. ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა მხოლოდ წარდგენილ მტკიცებულებებს და კანონით განსაზღვრულ ჩარჩოებს. ჩვენ ყველა ბრალდებულს ერთნაირად მოვეპყრობით, განურჩევლად იმისა, ვინ არიან ისინი. მეტი არაფრის თქმას არ ვაპირებ,“ – აღნიშნა მან.

აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ, არუნ სუბრამანიამ, კომბსის გირაოთი გათავისუფლების მოთხოვნა უარყო და დაადგინა, რომ ის განაჩენის გამოცხადებამდე კვლავაც საპატიმროში დარჩება, სადაც უკვე ათი თვეა იმყოფება. მოსამართლის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კომბსი ყველაზე მძიმე ბრალდებებში გაამართლეს, მისი ძალადობრივი წარსული მაინც წარმოადგენს საზოგადოებისთვის საფრთხეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, განაჩენი 3 ოქტომბერს გამოცხადდება, თუმცა ასევე დაინიშნა ონლაინ მოსმენა 8 ივლისს, რათა განრიგთან დაკავშირებული დეტალები განიხილონ.

კომბსის საქმეზე საკუთარი შეხედულება დააფიქსირეს ობრი ო’დეიმ და Kesha-მ. მათ მხარი დაუჭირეს კასანდრა ვენტურას, რომელიც პროცესის განმავლობაში რამდენიმე დღე გამოდიოდა მოწმის სახით. ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებაზე კომენტარი ასევე გააკეთეს 50 Cent-მა, კომბსის ვაჟმა კინგმა და სხვებმა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

რობერტ პლანტი 2019 წლის 15 ივნისი, ბერგენი, ნორვეგია. ფოტო: Per Ole Hagen/Redferns

რობერტ პლანტმა ლივერპულის ფეხბურთელ დიოგო ჟოტას ხსოვნას პატივი მიაგო

შემდეგი სტატია

რინგო სტარი 2024 წლის 15 ნოემბერი ლოს-ანჯელესი. ფოტო: Kevin Winter/Getty Images

რინგო სტარმა რეჟისორ სემ მენდესს Beatles-ის ბიოგრაფიული ფილმის სცენარში კორექტივების შეტანა სთხოვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

შოუში – Hot Ones პენელოპე კრუსმა Bad Bunny-სთან ერთად სცენაზე ასვლასა და U2-ს სოლისტისგან დაბადების დღეზე მიღებულ უჩვეულო საჩუქარზე ისაუბრა

„უკვე ხუთჯერ ვიყავი მის კონცერტზე. მაგრამ პირველად, პუერტო-რიკოში, ბენიტო მოვიდა ჩემთან და მთხოვა, სცენაზე გავყოლოდი სიმღერის წარსადგენად,” – გაიხსენა მსახიობმა.
მეტი

ლიამ გალაგერი მექსიკა-ინგლისის თამაშის წინასწარ პროგნოზს აკეთებს

„კვირას ვნახავთ, რა მოხდება, მეგობარო,” - პასუხობს ბრიტანელ მუსიკოსს მექსიკელი როკერი და Maná-ს სოლისტი ფერ ოლვერა.
მეტი

Madonna ახალი ალბომით, Confessions II-ით ბრუნდება

2005 წლის ალბომის, Confessions on a Dance Floor-ის გაგრძელება - Confessions II, რომელიც მოიცავს კოლაბორაციებს საბრინა კარპენტერთან, Feid-თან, პოპლეგენდის ქალიშვილ ლოლა ლეონთან და სხვა არტისტებთან
მეტი