Sexy bicycle-ის ახალი ალბომი სახელწოდებით COLOR CODE

„ვიცი, რომ ალბომის თავიდან ბოლომდე მოსმენა ბევრისთვის შეიძლება დღევანდელობაში რთული აღმოჩნდეს, მაგრამ ჩემთვის ეს მუსიკოსად ყოფნის არსებითი ნაწილია და მინდა ვთქვა, რომ მუსიკოსად ყოფნა ძალიან მომწონს.“
Sexy Bicycle - Color Code (Full Album Visualizer)
Sexy Bicycle – Color Code (Full Album Visualizer)

Sexy bicycle-ის უახლესი ნაუშევარი COLOR CODE  ერთგვარი მოგაზაურობაა ხმებისა და ფერების სამყაროში,  სადაც მინიმალისტური ბითები და ემოციურად დატვირთული მელოდიები არტისტის – ნიკა ელიას უნიკალურ მუსიკალურ ხედვაში ერთიანდება. 

ალბომში 10 კომპოზიციაა გაერთიანებული, რომელზეც მუშაობდნენ: ნიკა ელია, სანდრო ფოცხიშვილი, თემო ჭელიძე, ნოე ჭელიძე და პოლ მიჯანსი. ალბომის არტ ნამუშევარი კი თავად ნიკა ელიას ეკუთვნის.

Sexy bicycle – ნიკა ელია:


„ალბომი, რომელზეც ბოლო რამდენიმე წელი ვმუშაობდით, საბოლოოდ გამოვიდა. ეს პროცესი მაშინ დავიწყე, როცა საკუთარ თავს ვუთხარი, რომ მუსიკისთვის თავი უნდა დამენებებინა და ჩვეულებრივი ცხოვრება დამეწყო. თუმცა გულწრფელად ამის მაშინაც არ მჯეროდა. მთელი ძალით ვცდილობდი, საკუთარი თავი მომეტყუებინა, ერთ-ერთ კომპანიაში არტ დირექტორადაც კი დავიწყე მუშაობა, მაგრამ საბოლოოდ მივხვდი, რომ მუსიკას მაინც ვერ ვშორდებოდი. შეიძლება, ეს ცოტა ტოქსიკურ ურთიერთობასაც ჰგავს, მაგრამ ახლა აი, ისევ აქ ვარ.

დღეს, ჩემი მარტო მუშაობის წლების და შემდგომ მეგობრებთან: თემო, სანდრო, ნოე, პოლი და კიდევ ბევრი სხვა, რომელთა გარეშე ეს ჩანაწერი უბრალოდ ვერ იარსებებდა, გამოვიდა ალბომი. ამაყი ვარ, რომ ამ მშვენიერი ქმნილების სამყაროში მოტანა შევძელი.

ვიცი, რომ ალბომის თავიდან ბოლომდე მოსმენა ბევრისთვის შეიძლება დღევანდელობაში რთული აღმოჩნდეს, მაგრამ ჩემთვის ეს მუსიკოსად ყოფნის არსებითი ნაწილია და მინდა ვთქვა, რომ მუსიკოსად ყოფნა ძალიან მომწონს.

ამიტომ, პირველ რიგში, მადლობა ჩემს თავს, რომ არ დავნებდი. ასევე უდიდესი მადლობა ყველას, ვინც ამ ალბომის შექმნა შესაძლებელი გახადა  და კიდევ, გაუმარჯოს მომავალ ალბომებს, უფრო უკეთესებს, უფრო უცნაურებს და რა თქმა უნდა, ნამდვილად ჩვენებს.“

COLOR CODE ისეთ ატმოსფეროს ქმნის, სადაც მსმენელს საშუალება ეძლევა, საკუთარ ფერების კოდში იმოგზაუროს და შინაგანი სამყაროს ღრმა იმპულსური განცდები ამოატივტივოს. 

მოისმინეთ Sexy bicycle-ის სიჩუმისა და ხმაურის, მინიმალიზმისა და ემოციური სიღრმის ნაზავი ალბომი COLOR CODE:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Yang Runze

Billboard Georgia Presents: New Gen – Yang Runze (China) 

შემდეგი სტატია

წარმოგიდგენთ Black Sabbath-ისა და ოზი ოსბორნის ყველაზე წარმატებულ ალბომებს Billboard 200-ში

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი