სპაიკ ლი A$AP Rocky-ს სამსახიობო უნარებს აქებს და ამბობს, რომ მან დენზელ ვაშინგტონს ღირსეული პარტნიორობა გაუწია

რეპერი ოსკაროსან მსახიობთან ერთად თამაშობს ფილმში Highest 2 Lowest.
A$AP Rocky, სპაიკ ლი და დენზელ ვაშინგტონი 2025 წლის კანის კინოფესტივალზე
ANDREAS RENTZ/GETTY IMAGES

სპაიკ ლის ფილმი Highest 2 Lowest 22 აგვისტოს გამოვა. ამასთან დაკავშირებით ცნობილი რეჟისორი Tonight Show-ს ესტუმრა.

ჯიმი ფელონთან ინტერვიუს დროს ლიმ A$AP Rocky-ს სამსახიობო უნარები შეაქო და აღნიშნა, რომ მან ღირსეულად გაართვა თავი დენზელ ვაშინგტონთან ერთად თამაშს ახალ კრიმინალურ თრილერში.

„დიახ, სათანადოდ დააფასეთ A$AP. ფილმში დენზელი და როკი ერთ დონეზე არიან. საინტერესო ისაა, რომ სანამ ამ ფილმით დავკავდებოდი, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ A$AP ისე გამოიყურებოდა, შესაძლოა, ის დენზელის ვაჟი ყოფილიყო. ძალიან დიდი მსგავსებაა. ასე რომ, როცა ამას ეკრანზე ხედავ, ეს კიდევ უფრო ამძაფრებს მამა-შვილის ქიმიას.”

ლი, რომელსაც ოსკაროსან მსახიობთან არაერთ ფილმზე უმუშავია, იხსენებს შემთხვევებს, როცა სხვადასხვა მსახიობს დენზელთან ერთად სცენების თამაში გასჭირვებია. „ხუთი ფილმი მაქვს გადაღებული დენზელთან ერთად და ხშირად ყოფილა, როცა მისი პარტნიორები უბრალოდ დაჩრდილულან მის გვერდით. ის დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცოცხალი ლეგენდაა. მაგრამ A$AP-ს ეს არ დაემართა. ისინი თანაბრად მიდიოდნენ.”

Highest 2 Lowest აკირა კუროსავას 1963 წლის High and Low-ს ადაპტაციაა. ფილმში როკი დენზელის პერსონაჟის ვაჟს ასახიერებს, სახელად იანგ ფელონს, რომელიც მომავალი რეპერია. ვაშინგტონის გმირს კი ხმის ჩამწერი ლეიბლი აქვს.  

ნახეთ ჯიმი ფელონთან სპაიკ ლის სტუმრობის ვიდეო:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Busta Rhymes, 2025 წლის 1 აგვისტო, ჰოლივუდი, კალიფორნია / KEVIN WINTER/GETTY IMAGES

Busta Rhymes-ს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს

შემდეგი სტატია

“The Tragedy of Carmen” will be performed on August 2

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლევან შანშიაშვილი - მუსიკოსი

ლევან შანშიაშვილი – მცენარეების იმპულსებით შექმნილი მელოდია, რომელიც არასდროს მეორდება

„ხეები ჩემთვის მუდამ იდუმალებით იყვნენ მოცულნი, მათში სიცოცხლის ამოუხსნელი აზრის განსახიერებას ვხედავდი. სწორედ ამიტომ, ტყე იყო ერთადერთი ადგილი, სადაც ყველაზე მეტად ვუახლოვდებოდი ყოფიერების სიღრმისეულ არსსა და მის განმაცვიფრებელ კანონზომიერებას“. - კარლ გუსტავ იუნგი.
მეტი

საბრინა კარპენტერის Met Gala-ს კაბა კინოფირისგან შეიქმნა

ფირზე აღბეჭდილი კადრები იყო 1954 წლის ფილმიდან „საბრინა“, რომელიც მომღერალმა თავის ყველა დროის ერთ-ერთ საყვარელ ფილმად დაასახელა.
მეტი
Charli xcx - ერლინის 76-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2026 წლის 14 თებერვალი, გერმანია. Arturo Holmes/Getty Images

Charli xcx-მა ახალი სიმღერის, Rock Music-ის თიზერი გაავრცელა, თუმცა განაცხადა რომ როკ-ალბომზე არ მუშაობს

„არასდროს მითქვამს, რომ როკ-ალბომზე ვმუშაობდი“, - განმარტავს Charli xcx, გასულ თვეს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.
მეტი