სელენა გომესმა დაასახელა თავისი ძველი სიმღერა, რომლის ხელახლა ჩაწერა და შესრულებაც სურს

„ყველაზე ემოციური მომენტია, როცა ამ სიმღერას ვასრულებ. საიდუმლოდ გეტყვით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ოდესმე ტურზე წასვლაზე მიფიქრია, სწორედ მისი შესრულებაა,“ – განაცხადა გომესმა 2011 წლის სინგლზე – Who Says.
სელენა გომესი 2025 Vanity Fair Oscar Party-ზე.
Leon Bennett/GA/The Hollywood Reporter via Getty Images

სელენა გომესი, 33 წლის მომღერალი და მსახიობი, სოლო კარიერის დაწყებამდე პოპ-როკ ჯგუფის Selena Gomez & the Scene სოლისტი იყო. 2009-2012 წლებში ბენდმა სამი სტუდიური ალბომი გამოსცა. ახლა კი გომესი იმ პერიოდიდან ერთ განსაკუთრებულ სიმღერას იხსენებს.

პოდკასტში Therapuss, რომელიც 6 აგვისტოს გამოვიდა, სელენამ წამყვან ჯეიკ შეინს უთხრა, რომ მისი საყვარელი სიმღერა ჯგუფის პერიოდიდან არის Who Says. ეს სიმღერა არის მთავარი სინგლი ჯგუფის ბოლო ალბომიდან, When the Sun Goes Down. 2011 წელს სიმღერა Billboard Hot 100 ჩარტში 21-ე ადგილზე მოხვდა.

„ყველაზე ემოციური მომენტია, როცა ამ სიმღერას ვასრულებ. საიდუმლოდ გეტყვით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ოდესმე ტურზე წასვლაზე მიფიქრია, სწორედ მისი შესრულებაა,“ – განაცხადა გომესმა, რომელიც 2016 წლის შემდეგ ტურზე არ ყოფილა.

სელენა ასევე ამბობს, რომ მზად არის სიმღერის ხელახლა ჩასაწერად, რადგან ორიგინალ ვერსიაში მისი ხმა ძალიან ახალგაზრდული იყო.

„ხელახლა უნდა ჩავწერო, აუცილებლად!“ – თქვა ვარსკვლავმა. გომესმა გაიხსენა, რომ ერთხელ, როცა საზღვარგარეთ იყო, რადიოში Who Says მოისმინა, ემოციები ვერ დამალა და ცრემლები მოერია. „ვიფიქრე, რატომ მიჩუყდება გული ჩემი საკუთარი სიმღერის მოსმენისას? ეს იმიტომ ხდებოდა, რომ ამ სიმღერაში ჩემი „პატარა მე” იყო და მის გზავნილს დღემდე ვგრძნობ.“

ინტერვიუს სხვა ნაწილებში სელენამ ისაუბრა ტეილორ სვიფტთან შეხვედრაზე. ვარსკვლავებმა ერთმანეთი მაშინ გაიცნეს, როცა ორივე Jonas Brothers-ის წევრებთან დაშორების პროცესში იყვნენ.

„ვამბობთ, რომ იმ პერიოდიდან საუკეთესო, რაც დაგვრჩა, ერთმანეთია. ჩვენ უახლოესი მეგობრები გავხდით, ერთად გავიარეთ დაშორება ისე, როგორც გოგონებმა უნდა გადაიტანონ. შემდეგ კი მხარს ვუჭერდით ერთმანეთს ცხოვრების ყველა სიხარულსა და სირთულეში. ახლა, 16 წლის შემდეგ, აქ ვართ.“

ცოტა ხნის წინ სელენა გომესმა გამოსცა ერთობლივი ალბომი საქმროსთან, ბენი ბლანკოსთან ერთად. ალბომი, სახელწოდებით I Said I Love You First, მაისში გამოვიდა და Billboard 200 ჩარტში მეორე ადგილი დაიკავა.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის ტრიუმფი ბერლინის „კონცერტჰაუსში”

შემდეგი სტატია

Meme-ს მუსიკა

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი