Nick Cave & The Bad Seeds 2026 წელს ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში „WILD GOD“ ტურნეს იწყებს

10-კონცერტიანი ტურნე ღია ცის ქვეშ არსებულ კულტურულ სივრცეებს მოიცავს და 2026 წლის 17 იანვარს Fremantle Park-ში, დასავლეთ ავსტრალიაში დაიწყება.
ნიკ ქეივი
MARIANO REGIDOR/REDFERNS

Nick Cave & The Bad Seeds მშობლიურ ავსტრალიაში მსმენელის წინაშე წარდგება. ალტერნატიული როკის ლეგენდა ნიკ კეივი და მისი ბენდი მომავალი წლის იანვარსა და თებერვალში ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ტურნეს დაიწყებენ. ეს ამ რეგიონში მათი პირველი გამოსვლები იქნება 2017 წლის შემდეგ.

ტურნე ათი კონცერტისაგან შედგება და ღია ცის ქვეშ მდებარე კულტურულ სივრცეებს მოიცავს. ის 17 იანვარს Fremantle Park-ში, დასავლეთ ავსტრალიაში დაიწყება. Wild God Tour ასევე ესტუმრება Adelaide Entertainment Centre-ს, The Domain Sydney-ს, ბრიზბენის Victoria Park-ს, მელბურნის Alexandra Gardens-ს და ბოლოს გადაინაცვლებს აღმოსავლეთით, სადაც ორი შოუ გაიმართება TSB Arena-ზე, ახალი ზელანდიის დედაქალაქ ველინგტონში.

ბილეთების გაყიდვა მუსიკოსის ოფიციალურ ვებგვერდზე – nickcave.com 29 აგვისტოს დაიწყება.

„მოუთმენლად ველი ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში The Bad Seeds-თან ერთად თქვენ წინაშე ჩვენი ეპიკური Wild God-ის შოუ წარვადგინო,“ – ამბობს კეივი განცხადებაში. „დიდხანს ველოდი ამ დღეს. ძალიან მომენატრა როგორც ავსტრალია, ასევე ახალი ზელანდია. ეს დიდი ზეიმი იქნება.“

ალტერნატიული როკის ბენდის სეტლისტში შედის სიმღერები მათი მე-18 და უახლესი სტუდიური ალბომიდან – Wild God, ასევე კომპოზიციები, რომლებიც კეივის ოთხი ათწლეულის კარიერას მოიცავს.

ნიკ კეივის რეპერტუარში კლასიკად აღიარებული ნამუშევრები მრავლადაა. დიდ ბრიტანეთში, მის „მეორე სამშობლოში“, ბენდის ალბომები შვიდჯერ მოხვდა ჩარტების ტოპ ათეულში, მათ შორის არის Wild God, რომელმაც გასულ წელს მე-5 პოზიცია დაიკავა. ნიკ კეივი 2007 წელს ARIA Hall of Fame-ის საპატიო წევრებშიც მოხვდა. 

კეივის უახლესი ალბომი  Billboard 200-ის ჩარტში 66-ე ადგილზე გავიდა და მუსიკოსის ცხრა ალბომიდან ერთ-ერთი გახდა, რომელიც ამ ჩარტში მოხვდა.

Wild God ნიკ კეივმა საკუთარ ლეიბლზე – Bad Seed-ზე გამოუშვა. ნამუშევარი ნომინირებული იყო არაერთ ჯილდოზე, მათ შორის Grammy-ს ორ კატეგორიაში (საუკეთესო ალტერნატიული ალბომი და საუკეთესო ალტერნატიული მუსიკალური შესრულება). Wild God ასევე წარდგენილი იყო საუკეთესო ალტერნატიული როკალბომის კატეგორიაში Libera Awards-ზე და 2024 წლის Australian Music Prize-ზე.

ავსტრალიასა და ახალ ზელანდიამდე, ნიკ ქეივი დაასრულებს საკუთარ ევროპულ სოლო ტურნეს, რომელიც მოიცავს გერმანიას, ლუქსემბურგსა და სხვა ქვეყნებს.

იხილეთ Nick Cave & The Bad Seeds – The Wild God Tour-ის ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის კონცერტების თარიღები:  

  • 17 იანვარი – Fremantle Park
  • 20 იანვარი – Adelaide Entertainment Centre
  • 23, 24 იანვარი – The Domain Sydney, 
  • 27 იანვარი – Victoria Park
  • 30, 31 იანვარი, 1-ლი თებერვალი – Alexandra Gardens
  • 5, 6 თებერვალი – TSB Arena
Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ნინო ქათამაძისა და ნიკოლოზ რაჭველის მიერ შესრულებული Чернобривцы და ფეხზე წამომდგარი ვოლოდიმირ ზელენსკი

შემდეგი სტატია

ტრევის კელსი და ტეილორ სვიფტი New Heights-ის პოდკასტში

ტრევის კელსის მამის თქმით, მისი შვილის სიხარულის მთავარი წყარო ტეილორია

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი