Buena Vista All Stars – კუბური მუსიკის ლეგენდარული შემსრულებლების კონცერტი თბილისში

28 სექტემბერს Buena Vista All Stars მსოფლიო ტურნეს ფარგლებში კუბური მუსიკის დაუვიწყარ საღამოს Factory Tbilisi-ში გამართავს.

Buena Vista All Stars ლეგენდარული კუბური მუსიკის ცოცხალი მემკვიდრეობაა,  რომლის ცნობილი შოუც Una Noche En La Habana („ერთი ღამე ჰავანაში”) მაყურებელს კუბური მუსიკის ჯადოსნურ სამყაროში ამოგზაურებს.

სცენაზე ლეგენდარული კუბური ბენდის – Buena Vista Social Club-ის ძველი და ახალი წევრები ერთიანდებიან და კუბური კულტურის ნაზავს მუსიკალური ჰანგებით გადმოსცემენ. 

Buena Vista All Stars ტრადიციულ კუბურ მელოდიებს და მათ თანამედროვე ინტერპრეტაციებს აერთიანებს. მათი რეპერტუარი შედგება ისეთი კლასიკური ჰიტებისგან, როგორებიცაა Chan-Chan, Dos Gardenias, El Cuarto De Tula, Candela, Carretero და მრავალი სხვა. ღონისძიების ორგანიზატორები არიან FLITZ Collective და Straus Entertainment.

ალექსანდრე სულაქველიძე – FLITZ Collective-ის დამფუძნებელი:

„Buena Vista All Stars-ის კონცერტი 28 სექტემბერს Factory Tbilisi-ს ტერიტორიაზე გაიმართება, წერეთლის 114 ნომერში. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის განსხვავებულად მოეწყობა სივრცე და ეს იქნება ლათინო-ამერიკული, კუბური მუსიკის ზეიმი. Buena Vista All Stars არის Buena Vista Social Club-ის მემკვიდრეობის გამგრძელებელი და ამ პროექტშიც სწორედ კლუბიდან დარჩენილი ცოცხალი წევრები  მონაწილეობენ. 

რაც შეგვეხება ჩვენ, FLITZ Collective ახლად დაარსებული ორგანიზაციაა, თუმცა ადამიანები, ვინც ის შევქმენით, 15 წელია, ამ ინდუსტრიაში ვართ. მოხარულები ვართ, რომ ჯავშნების მიმართულებით ვთანამშრომლობთ  Straus Entertainment-თან, რომელსაც ასევე დიდი გამოცდილება აქვს ამ სფეროში. 2026 წლის ბოლომდე მინიმუმ ყოველ ორ-სამ თვეში ერთხელ იგეგმება მსგავსი მასშტაბის ღონისძიებები, იქნება ეს უფრო ექსკლუზიური, მცირე რაოდენობაზე გათვლილი ივენთები თუ ღია ცის ქვეშ, დიდი მასშტაბის კონცერტები. საბოლოო მიზანი კი არის ის, რომ 2027 წლისთვის ბრენდის ცნობადობამ და ნდობამ იმ ნიშნულს მიაღწიოს, რომ გავმართოთ სრულმასშტაბიანი, რამდენიმედღიანი მუსიკალური ფესტივალი, რომელიც თავის ადგილს დაიმკვიდრებს მუსიკალურ კალენდარში. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, უკვე დაანონსებული გვაქვს მეორე ღონისძიებაც – ეს არის Oscar and the Wolf, რომელიც 10 ოქტომბერს „რესპუბლიკაში” გაიმართება.”

დავით ცინცაძე – Straus Entertainment-ის დამფუძნებელი:

„Buena Vista All Stars –  ეს არის იბრაჰიმ ფერერის შვილის ხელმძღვანელობით შექმნილი პროექტი. იბრაჰიმ ფერერი კი არის Buena Vista Social Club-ის ლეგენდარული ჯგუფის გარდაცვლილი ფრონტმენი. ბუნებრივია, შოუზე წარმოდგენილი იქნება თავად Buena Vista-ს მუსიკა, კუბური მუსიკა, იქნებიან მოცეკვავეები… მოკლედ, ეს არის მასშტაბური კონცერტი, რომელმაც უკვე მოიარა ლონდონი, დუბაი, სტამბოლი. ეს გახლავთ ძალიან პოპულარული პერფორმანსი, რომელიც კუბურ მუსიკასა და შესაბამისად, Buena Vista-ს მუსიკალურ მემკვიდრეობას სრულად წარმოაჩენს და მსმენელს დაუვიწყარ გამოცდილებას აჩუქებს.” 

Buena Vista All Stars კონცერტი Una Noche En La Habana ერთგვარი მუსიკალური მოგზაურობაა, ემოციების ზეიმი, ნოსტალგია და სიხარული, რომელიც კუბური მუსიკის ცოცხალ სულში ერთიანდება და მსმენელისთვის იმ კულტურულ ხიდად იქცევა, რომელიც თაობებს კუბური მუსიკით აკავშირებს.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ბმულზე: tkt.ge

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტრევის კელსის მამის თქმით, სვიფტი და კელსი სინამდვილეში ორი კვირის წინ დაინიშნენ 

შემდეგი სტატია

კანიე უესტი დოკუმენტურ ფილმში In Whose Name?

კანიე უესტის შესახებ დოკუმენტური ფილმის, In Whose Name?-ის ოფიციალური ტრეილერი გამოვიდა, სადაც კიმ კარდაშიანი, დრეიკი და ილონ მასკი ჩნდებიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

რას ფიქრობენ მიკ ჯაგერი და კით რიჩარდსი მუსიკაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე

Foreign Tongues-ის გამოსვლის შემდეგ ჯაგერი და რიჩარდსი „ბილბორდის” უახლესი გამოცემის გარეკანზე გამოჩნდნენ.
მეტი

„ზან-ზარი“ – ორდღიანი მუსიკალური ფესტივალი მთაწმინდის ამფითეატრში გაიმართება

25-26 ივლისს ფესტივალი ადგილობრივ არტისტებსა და მრავალფეროვან მუსიკალურ პროგრამას გააერთიანებს.
მეტი
Beck - 2025 წლის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიაზე Peacock Theater-ში, 2025 წლის 8 ნოემბერი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია. GILBERT FLORES/BILLBOARD

Beck  შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ახალ ალბომს, Ride Lonesome-ს აანონსებს და სინგლ In the Night-ის ვიდეორგოლს აქვეყნებს

2019 წლის Hyperspace-ის შემდეგ Beck მე-16 სტუდიური ალბომით ბრუნდება, რომელიც 18 სექტემბერს გამოვა.
მეტი
Aleksandre Kharanauli & Vaqo -„სულის ლომბარდი"

VAQO-ს და ალექსანდრე ხარანაულის კოლაბორაცია – „სულის ლომბარდი“

„სულის ლომბარდი“ ჩვენი დროის მისტიკური იგავია, რომელიც ერთი პერსონაჟის ამბის მიღმა ბევრისთვის ნაცნობ სოციალურ რეალობას ასახავს.
მეტი
Anana Kaye

Anana Kaye ახალ სინგლსა და ვიდეორგოლს Cross the Water აქვეყნებს

„ეს არის ერთდროულად ძალიან პირადი მოგზაურობა და პატივისცემა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისაც ოდესმე დაუტოვებია ერთი ნაპირი, რათა მეორე ეპოვა.“
მეტი

16 სიმღერა, რომელსაც ჩემპიონობის განწყობა მოაქვს

უკვდავი ჰიმნებით დაწყებული, დღევანდელი უდიდესი ჰიტებით დამთავრებული, ეს სიმღერები თავდაჯერებულობის, ენერგიისა და ზეიმის განწყობას ქმნის და იდეალურია ყველა მნიშვნელოვანი მომენტისთვის. ფლეილისტს MLB წარმოგიდგენთ.
მეტი