კანიე უესტის შესახებ დოკუმენტური ფილმის, In Whose Name?-ის ოფიციალური ტრეილერი გამოვიდა, სადაც კიმ კარდაშიანი, დრეიკი და ილონ მასკი ჩნდებიან

ფილმი, რომელიც კანიე უესტის 2018-2024 წლების პერიოდს ასახავს, 1000-მდე ამერიკულ კინოთეატრში 19 სექტემბერს გამოვა.
კანიე უესტი დოკუმენტურ ფილმში In Whose Name?
კანიე უესტი დოკუმენტურ ფილმში In Whose Name?

კანიე უესტის შესახებ დოკუმენტური ფილმის, In Whose Name?-ის რეჟისორი ნიკო ბალიესტეროსია. ფილმი არტისტის 2018-2024 წლის პერიოდს ასახავს და სრულად iPhone-ით არის გადაღებული.

ტრეილერი კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის ურთიერთობის იმ მონაკვეთსაც მოიცავს, როდესაც 2021 წელს კარდაშიანმა განქორწინებაზე შეიტანა სარჩელი და ასევე 2020 წლის კანიე უესტის წარუმატებელ საპრეზიდენტო კამპანიასაც.

„ყველაზე კარგი ის არის, რომ როდესაც ბიპოლარი და ამავდროულად ხელოვანი ხარ, ყველაფერი, რასაც აკეთებ და ამბობ, ხელოვნების ნიმუშად იქცევა,“  – ამბობს კანიე ტრეილერში.

დოკუმენტური ფილმი ნათლად წარმოაჩენს კანიე უესტის ავთენტურ სახეს, რათა მაყურებელს მისი რეალური მე წარუდგინოს, თუ რა ხდის კანიეს XXI საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე წინააღმდეგობრივ არტისტად.

ფილმში უამრავი ცნობილი სახის კამეოა, მათ შორის სტუდიური სესიები  დრეიკთან, ფარელთან და სუიზ ბითსთან ერთად. ასევე ნაჩვენებია, როგორ გამოდის უესტი Playboi Carti-სა და მერლინ მენსონთან ერთად მაიამიში გამართულ Donda 2-ის საღამოზე.

„უნდა ამეფეთქებინა თუ არა Gap? უნდა ამეფეთქებინა თუ არა Adidas? – პასუხი დადებითია,” – ამბობს კანიე ტრეილერში და გულისხმობს კომპანიებთან მის განხეთქილებას, რომელიც 2022 წელს უესტის ანტისემიტურ განცხადებებს მოჰყვა.

დოკუმენტური ფილმი In Whose Name? აშშ-ში 1 000-მდე კინოთეატრში 19 სექტემბერს გამოვა. ფილმის პრესრელიზში ვკითხულობთ: „ეს არის დოკუმენტური ფილმი, რომელიც ექვსი წლის განმავლობაში იქმნებოდა, სადაც მსოფლიოს ყველაზე სკანდალურ არტისტზე 3 000 საათის მასალა ერთ ისტორიად არის მოყოლილი.” 

ნახეთ In Whose Name?-ის ტრეილერი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Buena Vista All Stars – კუბური მუსიკის ლეგენდარული შემსრულებლების კონცერტი თბილისში

შემდეგი სტატია

სანდრო ნებიერიძე ბუზონის საფორტეპიანო კონკურსის ნახევარფინალისტია

შეიძლება დაგაინტერესოთ

BTS: THE RETURN | Sneak Peek | Netflix

BTS-ის მასშტაბური დაბრუნება: ნახეთ ახალი დოკუმენტური ფილმის პირველი კადრები

ვიდეოში ნაჩვენებია ალბომ ARIRANG-ის გარეკანის გადაღების პროცესი და ჯგუფის წევრების ინტერვიუები, სადაც ისინი კითხვებს პასუხობენ.
მეტი
ბრიუს დიკინსონი - Iron Maiden. 2025 წლის 5 ივნისი, ნორვეგია, ტრონდჰეიმი. Per Ole Hagen/Redferns

IRON MAIDEN-ის შესახებ დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ

სრულმეტრაჟიანი ფილმი, სახელწოდებით BURNING AMBITION ბრიტანული ჰევი-მეტალის ლეგენდარული მუსიკოსების „შთამბეჭდავ 50-წლიან მოგზაურობას“ აღწერს.
მეტი
იერინ ჰა - სოფი ბეკის როლში, ლუკ ტომპსონი - ბენედიქტ ბრიჯერტონის როლში, Bridgerton-ის მეოთხე სეზონი. LIAM DANIEL/NETFLIX Bridgerton.

ბილი აილიშის, Charli XCX-ის და Teddy Swims-ის ჰიტების  ქავერები Bridgerton-ის ახალ ნაწილში გაჟღერდება

სერიალის მუსიკალური გუნდი Billboard-ს იმ ჰიტებზე უყვება, რომლებიც მეოთხე სეზონის ფინალური ეპიზოდებისთვის შეარჩიეს.
მეტი
Behind the Door

ნოდარ მარშანიშვილის ფილმმა Behind The Door ბერლინის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის მთავარი ჯილდო მოიპოვა

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ფილმს Behind The Door უწყვეტად გასდევს ერთი მუსიკალური კომპოზიცია, რომელიც სრულ ნარატივს აერთიანებს.
მეტი
მარგო რობი - Wuthering Heights-ის მსოფლიო პრემიერა, 2026 წლის 28 იანვარი, ლოს-ანჯელესი. Araya Doheny Photography/Variety

მარგო რობიმ გადასაღებ მოედანზე კეიტ ბუშის Wuthering Heights-ის ლეგენდარული ცეკვა გააცოცხლა

„მიუხედავად იმისა, რომ ფილმში მარგო რობის პერსონაჟს მძიმე ბედი აქვს, გადასაღები მოედანი მსახიობებისთვის სასიამოვნო იყო” - აღნიშნა მეტყველების პედაგოგმა უილიამ კონაჩერმა.
მეტი
Charli XCX - The Moment ფილმის პრემიერა, სანდენსის კინოფესტივალი. 2026 წლის 23 იანვარი, პარკ სიტი / იუტა. Dia Dipasupil/Getty Images

Charli XCX 2026 წლის სანდენსის კინოფესტივალზე სამსახიობო კარიერასა და მისი ალბომის, Brat-ის ეპოქის დასასრულზე საუბრობს

„ამ ეტაპზე ისე ვარ, როგორც ჩემივე პერსონაჟი ფილმში. მინდა, Brat დასრულდეს და სხვა მიმართულებით წავიდე,“ - განაცხადა არტისტმა.
მეტი