ტრევის კელსის მამის თქმით, სვიფტი და კელსი სინამდვილეში ორი კვირის წინ დაინიშნენ 

წყვილის ნიშნობის პოსტმა ინსტაგრამის რეკორდი დაამყარა.
ტრევის კელსი და ტეილორ სვიფტი
PATRICK SMITH/GETTY IMAGES

მსოფლიო შოუ-ბიზნესის მთავარი თემა კვლავაც ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ნიშნობაა. 26 აგვისტოს წყვილმა ინსტაგრამზე გაავრცელა პოსტი, რომლითაც გულშემატკივარს სასიხარულო ამბავი აუწყა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, კელსის ოჯახისთვის ეს სიახლე არ ყოფილა. ფეხბურთელის მამა ედ კელსი ამბობს, რომ მისმა ვაჟმა სვიფტს ხელი თვის დასაწყისში სთხოვა.

„ტრევისმა სინამდვილეში ტეილორს ხელი ორი კვირის წინ სთხოვა. ის აპირებდა, რომ ცერემონია ამ კვირისთვის გადაედო. ტეილორი ცოტას ნერვიულობდა, მაგრამ ტრევისს ხელის თხოვნის გადადება სურდა, რათა რაღაც გრანდიოზული მოემზადებინა. მე კი მას განუწყვეტლივ ვუმეორებდი: შეგიძლია ეს გზის პირზეც კი გააკეთო, ნებისმიერ ადგილას… ის მაინც განსაკუთრებულად იქცევა, როცა დაიჩოქებ და ხელს სთხოვ,” – ამბობს ედ კელსი ახალ ინტერვიუში

საბოლოოდ ტრევისმა ტეილორს ხელი საკუთარი სახლის ეზოში სთხოვა. „სადილზე უნდა წასულიყვნენ, რა დროსაც ტრევისმა უთხრა: „მოდი, გარეთ გავიდეთ და ერთი ბოკალი ღვინო დავლიოთ”. ეზოში გავიდნენ და სწორედ ამ დროს სთხოვა მას ხელი. ეს მშვენიერი იყო. შემდეგ კი ვიდეოზარით დაგვირეკეს მე, დედებს და ყველას გაგვაგებინეს ახალი ამბავი. მათი ერთად ნახვა შესანიშნავია. უბრალოდ ორი ახალგაზრდა ადამიანია, რომელთაც ძალიან უყვართ ერთმანეთი. ისინი არ ეძებენ ყურადღებას, მაგრამ ეს ბუნებრივად ხდება, როცა ასეთი წარმატებული არიან საკუთარ სფეროებში,” – ამბობს კელსი.

წყვილის ნიშნობის პოსტმა ინსტაგრამის რეკორდი დაამყარა და 6 საათში ახალ ისტორიულ ნიშნულს მიაღწია. „მეტას” მიერ  „ბილბორდისთვის” გაზიარებული მონაცემების მიხედვით, ფეხბურთელისა და მომღერლის საერთო პოსტმა ინსტაგრამზე მილიონი გაზიარება დააგროვა, რაც ყველა დროის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, რაც კი რაიმე პოსტს ოდესმე ჰქონია. ამ ყველაფერს კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის ის ფაქტი, რომ წყვილმა აღნიშნული რეკორდი სულ რაღაც 6 საათში დაამყარა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლეიბლი CES Records ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტის, Denivarlevy-ს პირველ ქართულენოვან EP-ის გამოსცემს

შემდეგი სტატია

Buena Vista All Stars – კუბური მუსიკის ლეგენდარული შემსრულებლების კონცერტი თბილისში

შეიძლება დაგაინტერესოთ

ანანო სიხარულიძემ ახალი მუსიკალური ვიდეო –  Sweetraw წარადგინა

კლიპის ვიზუალური ესთეტიკა ტრეკის შინაარსობრივ ხაზს მიჰყვება. პერსონაჟები სხვადასხვა ტიპაჟებს განასახიერებენ, თუმცა რეალურად ისინი ერთი ადამიანის შინაგანი სამყაროს სხვადასხვა ასპექტს წარმოადგენენ.
მეტი
Modular friends 011

Modular Friends – მოდულარული სინთეზისა და ვიზუალური ხელოვნების ცოცხალი დიალოგი Synthesia Lab-ში

17 მაისს Synthesia Lab-ში Modular Friends-ის მე-11 გამოშვება გაიმართება. ეს არის ღონისძიება, რომელიც მოდულარულ სინთეზს, იმპროვიზაციულ მუსიკასა და აუდიო-ვიზუალურ ხელოვნებას აერთიანებს.
მეტი
Bzikebi eurivision.com

საქართველოს  წარმომადგენელი ჯგუფი „ბზიკები” ევროვიზია 2026-ზე დღეს წარდგებიან

12 მაისს ავსტრიის დედაქალაქში ევროვიზია 2026-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ვენა ევროვიზიის საიუბილეო, 70-ე კონკურსს მასპინძლობს.
მეტი
მაიკლ ჯექსონი Matthew Rolston

მაიკლ ჯექსონის ისტორიული რეკორდი: 70-იანი წლებიდან დღემდე, ყოველ ათწლეულში, ის Billboard 200-ის ათეულში ხვდება

მაიკლ ჯექსონის საუკეთესო ჰიტების კრებული - Number Ones მომღერლის მე-11 ტოპ-ათეულში შესული ალბომი გახდა.
მეტი

Moby ბილი აილიშის შესახებ: „შვილები რომ მყავდეს, ვეტყოდი, რომ ბილისგან აეღოთ მაგალითი“

Moby-ს ეს შეფასება მოჰყვა ბილი აილიშის ბოლოდროინდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ „ხორცის ჭამა თავისთავად არასწორია“.
მეტი

„ბილბორდმა” ლოს-ანჯელესის პრესკლუბის სამხრეთ კალიფორნიის ჟურნალისტიკის დაჯილდოებაზე შვიდი ნომინაცია მოიპოვა

ნომინაციები მოიცავს სხვადასხვა კატეგორიას, მათ შორის ფოტოგრაფიას, მხატვრულ სტატიებსა და კულტურის ახალ ამბებს.
მეტი