არიანა გრანდე ახალ ვიდეოში საიდუმლოებით მოცულ მინიშნებებს აკეთებს: „შევხვდებით მომავალ წელს“ – ამბობს არტისტი

პოპვარსკვლავმა, შესაძლოა, მუსიკალური ტურნე დააანონსოს.
არიანა გრანდე ოსკარის 96-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, 2024 წლის 10 მარტი, ჰოლივუდი. ფოტო არტურო ჰოლმსი/Getty Images
არიანა გრანდე ოსკარის 96-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, 2024 წლის 10 მარტი, ჰოლივუდი. ფოტო არტურო ჰოლმსი/Getty Images

27 აგვისტოს ინსტაგრამზე  არიანა გრანდემ ახალი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც შემდეგი შინაარსის მესიჯი ვრცელდება: „დაზიანებული ფაილი ნაპოვნია და დაკორექტირებულია.” შემდეგ კადრი იცვლება და ჩნდება წარწერა: „შევხვდებით მომავალ წელს… განცხადება იტვირთება…”

გრემის მფლობელმა არტისტმა დამატებით დეტალები არ გაამხილა. გულშემატკივრების ვარაუდით, ეს, შესაძლოა, მის მეშვიდე ალბომს, Eternal Sunshine-ს უკავშირდება, რადგან ვიდეო არიანა გრანდემ თავის მეორე ინსტაგრამ გვერდთან, Brighter days-თან გაერთიანებული პოსტის სახით გამოაქვეყნა. სიუჟეტი და ვიზუალი საკმაოდ ჰგავს Eternal Sunshine: Brighter Days Ahead-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმის ესთეტიკას, რომელიც აპრილში ალბომის დელუქს ვერსიასთან ერთად გამოვიდა.

მიუხედავად ამისა, მხოლოდ ამ მინიშნებებით საკმაოდ რთულია, გამოიცნო, თუ რას გეგმავს სამომავლოდ არტისტი.  სავარაუდოდ, არიანა გრანდე Eternal Sunshine-ის მხარდასაჭერ ტურნეს აანონსებს. თუმცა მომღერალმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ტურნეს არ გეგმავდა, ცოტა ხნის წინ კი ახალი განცხადება გაავრცელა, სადაც იგი ამბობს, რომ მუშაობს გეგმაზე, რათა მომავალ წელს გულშემატკივრებისთვის იმღეროს.

Eternal Sunshine თავდაპირველად 2024 წლის მარტში გამოვიდა. ალბომში შესული ორი ჰიტი Yes, And? და We Can’t Be Friends (Wait for Your Love) Billboard Hot 100-ზე პირველ ადგილზე გავიდა, თავად ალბომი კი სამი კვირის განმავლობაში Billboard 200-ის სათავეში იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც ნოემბერში Wicked-ის პრემიერა შედგა, არიანამ ალბომის დელუქს ვერსიაც გამოსცა, რითაც  Eternal Sunshine-ს ახალი სიცოცხლე შთაბერა.

ნახეთ არიანა გრანდეს ახალი პოსტი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სანდრო ნებიერიძე ბუზონის საფორტეპიანო კონკურსის ნახევარფინალისტია

შემდეგი სტატია

ლეიბლ Death Row Records-ის დამფუძნებლის თქმით, დრეიკის ახალი გულსაკიდი ყალბია და ის 2Pac-ს არ ეკუთვნოდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

Tape Visitors ფესტივალ Mad Cool-ის სცენაზე

ჯგუფმა შესარჩევ ტურში – Mad Cool Talent-ში გაიმარჯვა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მუსიკოსებს საშუალებას აძლევს, კონკურსში მიიღონ მონაწილეობა და საბოლოოდ ფესტივალის პროგრამაში მოხვდნენ.
მეტი
Snoop Dogg - 2026 წლის მაიამის რბოლის კვირეულის ფარგლებში, 2 მაისი, მაიამი, E11EVEN Miami Alexander Tamargo/Getty Images for E11EVEN

Snoop Dogg-ის ბიოგრაფიული ფილმის გამოსვლის თარიღი ცნობილია

Universal Pictures-ის ფილმი, რომლის რეჟისორიც კრეიგ ბრიუერი იქნება, ეკრანებზე 2027 წლის 6 აგვისტოს გამოვა. რეპის ლეგენდას კი Outer Banks-ის ვარსკვლავი ჯონათან დევისი განასახიერებს.
მეტი
ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი ლამინ იამალი (N19) FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულთა თასით. ესპანეთმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინა დაამარცხა. მატჩი 19 ივლისს, ნიუ ჯერსის შტატში, ისტ რეზერფორდის MetLife Stadium-ზე გაიმართა. ALEX PANTLING /FIFA VIA GETTY IM

75 სიმღერა ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების აღსანიშნად: ROSALÍA, QUEVEDO, ENRIQUE IGLESIAS და სხვები

Manolo Escobar-ის კლასიკური ჰიტით - Y Viva España დაწყებული Aitana-ს Superestrella-მდე, გაეცანით საზეიმო ფლეილისტს სრულად.
მეტი

ლიამ გალაგერის თქმით, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის Halftime Show ცუდ მოგზაურობას ჰგავდა

ვარსკვლავებით დატვირთული კონცერტი ჩემპიონატის იტორიაში ფინალური მატჩის ტაიმებს შორის გამართული პირველი მუსიკალური შოუ იყო.
მეტი