სანდრო ნებიერიძე ბუზონის საფორტეპიანო კონკურსის ნახევარფინალისტია

ქართველი პიანისტი კონკურსზე 27 აგვისტოს, პირველი საკონკურსო დღის ფარგლებში წარდგა.
სანდრო ნებიერიძე ბუზონის საფორტეპიანო კონკურსის ნახევარფინალურ ეტაპზე

სანდრო ნებიერიძე ფერუჩიო ბუზონის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის ნახევარფინალისტია. ქართველი პიანისტი მსოფლიოს მასშტაბით 114 მონაწილიდან შეირჩა. კონკურსის შესარჩევი მოსმენები 2024 წლის ნოემბერში ფესტივალ The Glocal Piano Project-ის ფარგლებში 3 კონტინენტის 12 ქალაქში გაიმართა. სანდრო ნებიერიძემ მონაწილეობა მიუნჰენის მოსმენაში მიიღო, სადაც შოპენისა და რახმანინოვის ეტიუდები და შუმანის ტოკატა შეასრულა. 

2024 წლის 10 დეკემბერს კონკურსში მონაწილე 34 ნახევარფინალისტი გამოცხადდა, რომელთა შორისაც სანდრო ნებიერიძეც დასახელდა. კონკურსი იტალიაში, ბოლცანოში 27 აგვისტოდან 7 სექტემბრის ჩათვლით იმართება. ამჟამად მიმდინარეობს ნახევარფინალური ეტაპი, რომელიც 29 აგვისტოს დასრულდება. შემდეგ ეტაპებზე ჯერ 12, შემდეგ კი 6 კონკურსანტი გადავა. 7 სექტემბერს კი გრანდ ფინალი გაიმართება, სადაც უკვე 3 ფინალისტი სცენაზე ჰაიდნის ორკესტრთან ერთად წარდგება.

ნახევარფინალური ეტაპის ფარგლებში სანდრო ნებიერიძემ კონკურსის პირველსავე დღეს დაუკრა. ქართველმა პიანისტმა ბუზონის, მენდელსონისა და სტრავინსკის ნაწარმოებები შეასრულა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კანიე უესტი დოკუმენტურ ფილმში In Whose Name?

კანიე უესტის შესახებ დოკუმენტური ფილმის, In Whose Name?-ის ოფიციალური ტრეილერი გამოვიდა, სადაც კიმ კარდაშიანი, დრეიკი და ილონ მასკი ჩნდებიან

შემდეგი სტატია

არიანა გრანდე ოსკარის 96-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, 2024 წლის 10 მარტი, ჰოლივუდი. ფოტო არტურო ჰოლმსი/Getty Images

არიანა გრანდე ახალ ვიდეოში საიდუმლოებით მოცულ მინიშნებებს აკეთებს: „შევხვდებით მომავალ წელს“ – ამბობს არტისტი

შეიძლება დაგაინტერესოთ

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

სწორედ დევისის დამსახურებაა, რომ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, ბარი მანილოუ და ალიშა კისი, მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ.
მეტი
Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD ფოტო: Shalika Studio

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვებული OCD გახდა

Tbilisi Newcomers 2026-ის გამარჯვება ჯგუფმა OCD-მ მოიპოვა. შედეგად, მუსიკოსები 4 ივლისს რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ მუსიკალურ ფესტივალზე - Tbilisi Open Air-ის სცენაზე წარდგებიან.
მეტი

Mebo Renard-მა ახალი სიმღერა „გადის დრო“ გამოუშვა

„ხანდახან უცხო ადამიანები ისე გიბიძგებენ, შექმნა რაღაც ახალი, რომ თვითონაც არ იციან. ამიტომ მადლობა ყველას, ვინც იუთუბზე კომენტარებს წერს.“ - Mebo Renard
მეტი