კენდრიკ ლამარი, გრემის 2025 წლის დაჯილდოების ცერემონია და ბარაკ ობამა Primetime Emmy-ს გამარჯვებულთა შორის არიან

ორი ჯილდო მოიპოვა Saturday Night Live-ის ეპიზოდმა, რომლის წამყვანი ლედი გაგა იყო.
კენდრიკ ლამარის Super Bowl Halftime Show
Bob Kupbens/Icon Sportswire via Getty Images

კენდრიკ ლამარმა Primetime Emmy-ზე მეორედ გაიმარჯვა. ცერემონია 7 სექტემბერს ლოს-ანჯელესში, Peacock Theater-ში გაიმართა. ლამარმა გამარჯვება საუკეთესო მუსიკალური მიმართულების კატეგორიაში მოიპოვა Super Bowl-ის მუსიკალური შოუსთვის.

Primetime Emmy რეპერს პირველად სამი წლის წინ გადაეცა საუკეთესო შოუს კატეგორიაში. მაშინ კენდრიკ ლამარმა ჯილდო მოიპოვა თავის კოლეგებთან ერთად, ასევე Super Bowl-ის მუსიკალური შოუსთვის, რომელშიც კენდრიკთან ერთად მონაწილეობდნენ Dr. Dre, Snoop Dogg, Mary J. Blige, ემინემი და 50 Cent.

2025 წლის გრემის ცერემონიამ ორ კატეგორიაში გაიმარჯვა: მრავალსეგმენტიანი შოუს საუკეთესო ქორეოგრაფიისთვის ჯილდო ქორეოგრაფ რობი ბლუს გადაეცა. ასევე აღსანიშნავია Doechii-ს მუსიკალური ნომრისთვის მიღებული ჯილდო საუკეთესო განათების დიზაინის/განათების მართვის მიმართულებით.

მესამე Primetime Emmy მოიპოვა ბარაკ ობამამ. აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ჯილდო გადაეცა საუკეთესო ნარატორის კატეგორიაში Netflix-ის დოკუმენტური სერიალისთვის – Our Oceans. მან წინა წლებში იმავე კატეგორიაში გაიმარჯვა Netflix-ის პროექტებისთვის – Working: What We Do All Day და Our Great National Parks.

Saturday Night Live-ის ეპიზოდმა, რომლის წამყვანი ლედი გაგა იყო, ორი ჯილდო მოიპოვა: საუკეთესო პროდაქშენ დიზაინი მრავალსეგმენტიანი ან რეალითი შოუსთვის და საუკეთესო განათების დიზაინი/განათების მართვა. გამარჯვებულთა შორის იყო ფილმი Beatles ’64, რომელსაც გადაეცა ჯილდო საუკეთესო აუდიო მიქსინგისთვის დოკუმენტურ ნამუშევარში.

დანკან ტამმა და დევიდ ბერტოკმა პირველი Primetime Emmy მოიპოვეს საუკეთესო მუსიკალური კომპოზიციისთვის დოკუმენტურ ან სპეციალურ შოუში. ისინი Netflix-ის Chef’s Table-ისთვისაც დაჯილდოვდნენ.

კონან ო’ბრაიენმა თავისი მეექვსე Primetime Emmy მოიპოვა დოკუმენტური შოუს საუკეთესო წამყვანის კატეგორიაში. ჯილდო გადაეცა პროექტისთვის – Conan O’Brien Must Go.

გარდაცვლილმა პოლ რუბენსმა მოიპოვა თავისი პირველი Primetime Emmy, როგორც აღმასრულებელმა პროდიუსერმა პროექტისთვის – Pee Wee as Himself. ნამუშევარმა საუკეთესო დოკუმენტური ან სპეციალური შოუს კატეგორიაში გაიმარჯვა.

ჯილდო ასევე გადაეცა SNL50: Beyond Saturday Night-ს საუკეთესო დოკუმენტური შოუს კატეგორიაში.

იხილეთ გამარჯვებულების სრული სია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Yungblud MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე, 2025 წლის 7 სექტემბერი. ფოტო: Arturo Holmes/ Getty images

MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე Yungblud-მა, სტივენ ტაილერმა და ჯო პერიმ ოზი ოსბორნის ხსოვნას პატივი მიაგეს

შემდეგი სტატია

წინანდლის ფესტივალი - 9 სექტემბერი

წინანდლის ფესტივალი – 9 სექტემბრის მიმოხილვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯენიფერ ლოპესი და Alok

ჯენიფერ ლოპესმა და ALOK-მა ერთობლივი პროექტი Everything’s Fine წარადგინეს

სიმღერა ორ ვერსიად, AM და PM-ად არის წარმოდგენილი. მიუხედავად განსხვავებული ემოციებისა, ორივე მათგანი ერთსა და იმავე გზავნილს ატარებს და დღის სხვადასხვა მონაკვეთის განწყობას ასახავს.
მეტი
სტივ სტივენსი და ბილი აიდოლი გიტარის ცენტრის ჰოლივუდ Rockwalk-ზე. 2026 წლის 23 ივნისი, ლოს-ანჯელესი. Katie Flores/Variety

ბილი აიდოლი და სტივ სტივენსი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შესვლამდე ჰოლივუდის Rockwalk-ში შეიყვანეს

„სტივთან ერთად საოცარი დრო გავატარე. მან ჩემი ბევრი გიჟური იდეა რეალობად აქცია,“ - განაცხადა ბილი აიდოლმა ღონისძიებაზე.
მეტი

ელისონ უანდერლენდი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საპატიო მისიისთვის შეარჩიეს

„ღმერთო ჩემო, ახლახან ‘ადიდასმა’ მომმართა, რომ ავსტრალია-პარაგვაის მატჩზე მოედანზე ბურთი მე გავიტანო,” - წერს ავსტრალიერი დიჯეი და პროდიუსერი.
მეტი