MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე Yungblud-მა, სტივენ ტაილერმა და ჯო პერიმ ოზი ოსბორნის ხსოვნას პატივი მიაგეს

Yungblud MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე, 2025 წლის 7 სექტემბერი. ფოტო: Arturo Holmes/ Getty images
Yungblud MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებაზე, 2025 წლის 7 სექტემბერი. ფოტო: Arturo Holmes/ Getty images

7 სექტემბერს MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოება VMAs-ზე Yungblud-მა, Aerosmith-ის ვოკალისტმა სტივენ ტაილერმა და ჯო პერიმ, ასევე Extreme-ის ნუნო ბეტენკურმა ოზი ოსბორნის ხსოვნისადმი მიძღვნილი შოუ წაიყვანეს. ლეგენდარული მუსიკოსი ივლისში გარდაიცვალა.

„შოუ ოსბორნის ვაჟმა, ჯეკმა და მისმა ოჯახმა გახსნეს. სცენაზე Yungblud ოქროს ჯვრით წარდგა, რომელიც ოზისგან ჰქონდა სახსოვრად. მომღრალმა ოსბორნს 1980 წლის სადებიუტო სოლო-სინგლის, Crazy Train-ის შესრულებით მიაგო პატივი.

Yungblud-ს შემდგომ სტივენ ტაილერი და ჯო პერი შეუერთდნენ და ერთად შეასრულეს სიმღერა Mama, I’m Coming Home, ეს უკანასკნელი კი ოზი ოსბორნის ის სინგლია, რომელიც Billboard Hot 100-ზე მოხვდა. 

ოზი ოსბორნის უკანასკნელ კონცერტზე, რომელიც ბირმინგემში ივლისში გაიმართა, Aerosmith-ის წევრები და Yungblud-იც მონაწილეობდნენ. 

MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოების წითელ ხალიჩაზე Yungblud-მა Billboard-თან საუბრისას აღნისშნა, რომ მისი ფავორიტი ოზის სიმღერა Believer არის, ხოლო საყვარელი ალბომი Tribute-ია, რომელიც ოზიმ რენდი როადსთან ერთად 1987 წელს ჩაწერა.

ოზი ოსბორნი 22 ივლისს, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.  მიზეზად კი გარდაცვალების მოწმობაში გულის გაჩერება და გულის კორონარული დაავადება სახელდება. სიცოცხლის ბოლო წლებში მუსიკოსი  ღიად საუბრობდა პარკინსონის დაავადებისა და ხერხემლის დაზიანებაზე.

ნახეთ ოზი ოსბორნის ხსოვნისადმი მიძღვნილი პერფორმანსი:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

წინანდლის ფესტივალი - 8 სექტემბერი

წინანდლის ფესტივალი  – 8 სექტემბერი

შემდეგი სტატია

კენდრიკ ლამარი, გრემის 2025 წლის დაჯილდოების ცერემონია და ბარაკ ობამა Primetime Emmy-ს გამარჯვებულთა შორის არიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

სოულის, ფანკის და R&B-ის საკულტო ეპოქის ენერგია თბილისში – Tatuza Jazz Club-ის სცენაზე Soul Train წარდგება

პროექტის სახელწოდება უკავშირდება ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკალურ გადაცემას – Soul Train-ს, რომელიც ეთერში 1971 წლიდან 2006 წლამდე გადიოდა.
მეტი
ილუსტრაციის ავტორი: კრისტინა ცეკოვა

რას ნიშნავს Grammy-ს ნომინანტებისთვის „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ დაჯილდოებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილებები

დღეს არტისტების წარმატებისკენ მიმავალი გზა უფრო გრძელი და მრავალფეროვანია, ამიტომ ხმის ჩამწერმა აკადემიამ „საუკეთესო ახალი შემსრულებლის“ კატეგორიის კრიტერიუმები განაახლა, რათა ის დღევანდელ რეალობას უკეთ ასახავდეს.
მეტი
Nirvana-ს წევრები დეივ გროლი, კრისტ ნოვოსელიჩი და პეტ სმირი 2026 წლის MTV Video Music Awards-ზე Video Vanguard-ის ჯილდოს მიღებისას. 2026 წლის 27 სექტემბერი, ლოს-ანჯელესი, Peacock Theater. Kevin Winter/Getty Images

Nirvana-მ MTV Video Vanguard-ის ჯილდო მიიღო

ჯგუფს ჯილდო რეპის ლეგენდამ, Chuck D-იმ გადასცა, ხოლო ტრიოს სახელით სამადლობელი სიტყვით ბასისტი კრისტ ნოვოსელიჩი გამოვიდა.
მეტი