წინანდლის ფესტივალის პროგრამა: 13 სექტემბერი

13 სექტემბერს ფესტივალის სტუმრები ორი წარმატებული ქართველი პიანისტის – გიორგი გიგაშვილისა და ცოტნე ზედგინიძის კონცერტს მოისმენენ.
წინანდლის ფესტივალი: გიორგი გიგაშვილი / ცოტნე ზედგენიძე

წინანდლის ფესტივალი დასასრულს უახლოვდება. 13 სექტემბერს მსმენელი კლასიკური მუსიკის სცენის ორი წარმატებული ქართველი პიანისტის – გიორგი გიგაშვილისა და ცოტნე ზედგინიძის კონცერტს მოისმენს.

გიორგი გიგაშვილი სერგეი პროკოფიევის სონატებს შეასრულებს, ხოლო ცოტნე ზედგინიძე – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენისა და იოჰანეს ბრამსის სონატებს, ასევე საკუთარ კომპოზიციებსაც.

გიორგი გიგაშვილი საერთაშორისო სცენებზე აღიარებული პიანისტი და თანამედროვე კლასიკური მუსიკის სამყაროში ერთ-ერთი გამორჩეული სახეა. მისი კარიერა უკვე აერთიანებს ისეთ მიღწევებს, როგორებიცაა ლეგენდარულ „კარნეგი ჰოლში“ სოლო კონცერტი, პრესტიჟულ კონკურსებში გამარჯვებები და მსოფლიო აუდიტორიის აღიარება.

2023 წელს იგი რუბინშტეინის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის ფინალისტთა შორის აღმოჩნდა და 32 მონაწილიდან მეორე ადგილი დაიკავა. ჟიურის გადაწყვეტილებით, ის საუკეთესო სამეულში მოხვდა, თანაც მაყურებელთა რჩეულადაც დასახელდა. იმავე წელს გიგაშვილი BBC-ის „ახალი თაობის არტისტების“ ორწლიან პროგრამაში ჩაერთო.

2024 წელს ბეთჰოვენის ფესტივალმა მას რეზიდენტი არტისტის ტიტული მიანიჭა. იმავე წელს, 31 ოქტომბერს, გიგაშვილი სოლო კონცერტით წარდგა „კარნეგი ჰოლის“ სცენაზე, სადაც ბილეთები წინასწარ სრულად გაიყიდა და კონცერტი ანშლაგით ჩატარდა.

2025 წელს გიორგი გიგაშვილი „სტეინვეის არტისტი“ გახდა. ეს სტატუსი მხოლოდ გამორჩეულ პიანისტებს ენიჭებათ, რომელთაც Steinway & Sons უსასყიდლოდ უზრუნველყოფს ინსტრუმენტებით. დღემდე ეს ტიტული მსოფლიოს 2000-ზე მეტ სახელოვან მუსიკოსს აქვს, მათ შორის არიან მართა არგერიხი, ბილი ჯოელი, დაიანა კროლი და ფრანც ლისტი.

13 სექტემბრის საფესტივალო პროგრამაში ასევე მონაწილეობს ახალგაზრდა ქართველი პიანისტი და კომპოზიტორი ცოტნე ზედგინიძე. ცოტნე მუსიკალური ტრადიციებით სავსე ოჯახში გაიზარდა – ის ცნობილი კომპოზიტორის, ნიკო სულხანიშვილის შთამომავალია. ფორტეპიანოზე დაკვრა ხუთი წლის ასაკში დაიწყო, ხოლო უკვე ექვსი წლისა თავად ქმნიდა მუსიკას. ცოტნე თვითნასწავლ კომპოზიტორად ჩამოყალიბდა, რომლის ხელწერასაც ექსპერიმენტულობა და მუსიკაში ახალი გზების ძიება ახასიათებს.

2019 წელს თბილისში გამართული მისი პირველი სოლო კონცერტის შემდეგ ზედგინიძემ მონაწილეობა მიიღო ისეთ ფესტივალებში, როგორებიცაა „თელავის საერთაშორისო ფესტივალი“, „წინანდლის ფესტივალი“, საერთაშორისო ArtDialog და Audi-ს ზაფხულის კონცერტები. 2022 წელს „ვერბიეს ფესტივალზე“ გამართული სოლო კონცერტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა – ღონისძიება პირდაპირ ეთერში გადაიცა Medici TV-ზე. იმავე პროექტის ფარგლებში, Medici TV-მ გადაიღო ცოტნე ზედგენიძის საუბრები ვიოლინისტ მარკ ბუშკოვთან და ხუთ ეპიზოდად წარადგინა.

ცოტნემ ასევე დაუკრა პარიზში, Mezzo-ს ტელეარხის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტზე. 2021 წლიდან ის ლიზა ბათიაშვილის ფონდის ბენეფიციარია, რომლის მხარდაჭერითაც მონაწილეობს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კონცერტებში.

ცოტნე ზედგინიძის ნიჭს არაერთი სახელგანთქმული მუსიკოსი აღიარებს. კომპოზიტორმა გია ყანჩელმა მასზე თქვა: „ეს არის ისეთი ფენომენი, როგორებიც საუკუნეში ერთხელ იბადებიან“. ელისო ვირსალაძემ კი დაამატა: „მთელი ცხოვრების განმავლობაში არ შემხვედრია ისეთი მოვლენა, როგორიც ეს ბავშვია“. გრიგორი სოკოლოვმა ერთ-ერთ კონცერტზე აღნიშნა, რომ „ცოტნეს მუსიკის მონუმენტურობა ახლოს დგას ბახის და ბრამსის მუსიკასთან“.

წინანდლის ფესტივალის მე-7 სეზონი 14 სექტემბერს დაიხურება. 

ბილეთების შესაძენად, ეწვიეთ ბმულს.

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

SKAZZ - MAXE / © vice versa agency

SKAZZ-ის ახალი ალბომი „მახე”

შემდეგი სტატია

Ed Sheeran PETROS STUDIO

კვირის მუსიკალური რელიზები – ნახეთ, ედ შირანის, დრეიკისა და სხვა შემსრულებლების ახალი სიმღერები

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი