Torcho ევროვიზიის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას აანონსებს

სიმღერა, სახელწოდებით Zardakhsha, რომელიც შესულია Torcho-ს ახალ ალბომში, 17 სექტემბერს სტრიმინგ პლატფორმებზე გამოქვეყნდება და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსმენელისთვის.
Torcho – Zardakhsha
ფოტო/სთაილინგი: აკა ფროდიაშვილი

ქართველი არტისტი Torcho (გიორგი თორაძე) ევროვიზიის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას აანონსებს. არტისტმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც გამომწერებს გაუზიარა, რომ საკუთარი სიმღერა უკვე გაუგზავნა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც ევროვიზიის ეროვნულ შესარჩევ კონკურსს ხელმძღვანელობს.

სიმღერა, სახელწოდებით Zardakhsha, რომელიც შესულია Torcho-ს ახალ ალბომში, 17 სექტემბერს სტრიმინგ პლატფორმებზე გამოქვეყნდება და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მსმენელისთვის.

View this post on Instagram

მეტი დეტალის გასაგებად Billboard Georgia გიორგი თორაძეს ესაუბრა:

„ბავშვობიდან ვუყურებ ევროვიზიას და ჩემთვის საკმაოდ საინტერესო ფორმატის კონკურსია. 2-3 წლის წინ, ევროვიზიის კონკურსის მიმდინარეობისას, ჟიურის წევრიც კი ვიყავი, შესაბამისად, ეს პროექტი ჩემთვის ახლობელია. მიმაჩნია, რომ ვაკმაყოფილებ იმ კრიტერიუმებს, რასაც ევროვიზია, ევროპული ჟიური და აუდიტორია აფასებს. მე და ჩემს გუნდს შეგვიძლია ისეთი პროდუქტით წარვდგეთ სცენაზე, რომ საქართველო ღირსეულად წარმოვაჩინოთ და კარგ შედეგს მივაღწიოთ. სიმღერა, რომელიც გავგზავნეთ, ჩვენ ძალიან მოგვწონს, თუმცა კიდევ გვაქვს სხვა ნამუშევრები და ღია ვართ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელთან კონსულტაციით შევცვალოთ. გადაწყვეტილება, რომ სიმღერა გამოგვეყენებინა, პირველ რიგში იმით იყო განპირობებული, რომ გვინდოდა, ხალხს მოესმინა და მათგან მიგვეღო უკუკავშირი, რადგან ევროვიზიაზე ქართველი მონაწილე სწორედ ჩვენს ქვეყანას წარადგენს.“

რამდენიმე თვის წინ Torcho-მ სიმღერა, სახელწოდებით „გეწყინა?!“ გამოაქვეყნა და მალევე TikTok-ზე ტრენდადაც იქცა. როგორც არტისტი იხსენებს, უამრავი ადამიანი წერდა, რომ სწორედ სიმღერის ავტორს უნდა წარედგინა საქართველო ევროვიზიაზე.

რაც შეეხება ახალ ნამუშევარს, როგორც მომღერალი ამბობს, ის მუსიკალურად ბევრად უფრო მდიდარია, ვიდრე მისი წინა სინგლები:

„ვფიქრობ, რომ ეს სიმღერა ნებისმიერი გემოვნების ადამიანს მოეწონება.  გამორჩეულია როგორც ჟღერადობით, ისე შინაარსით. წინასწარ ბევრი დეტალის გამჟღავნება არ მინდა, თუმცა ის შემიძლია ვთქვა, რომ მას მსმენელზე მოულოდნელობის ეფექტი ნამდვილად ექნება.“

Torcho-ს თქმით, დაგეგმილი ალბომის შექმნისას და ევროვიზიის კონკურსის შესარჩევი ეტაპისათვის განკუთვნილ სიმღერაზე მუშაობის პროცესში მისი გუნდი აქტიურად იყო ჩართული და შედეგი ყველას დამსახურებაა:

„როცა ვლაპარაკობ ჩემს სოლო კარიერაზე და Torcho-ს პროექტზე, ყოველთვის ვგულისხმობ იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემთან ერთად მუშაობენ. ესენი არიან: მარი შარმანი, გიორგი ბულბულაშვილი და გიორგი სანოძე. ცხადია, პროექტების მიხედვით სხვა პროფესიონალებიც ემატებიან ჩვენს გუნდს, თუმცა ძირითადად ეს სამი ადამიანია, ვისთან ერთადაც ჩემს სოლო პროექტს – Torcho-ს ვქმნი.“

სიმღერა, სახელწოდებით Zardakhsha YouTube-ზე 17 სექტემბერს, 20:00-დან იქნება ხელმისაწვდომი. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Tatuza Jazz Club სტენლი კლარკის, ბექა გოჩიაშვილის და დენის ჩემბერსის კონცერტით ოფიციალურად გაიხსნა

შემდეგი სტატია

მურმან წულაძის ახალი ვიდეოკლიპი სიმღერაზე Gelodebi

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი