ფილარმონიის შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

პროექტს Starring Georgia განახორციელებს.

თბილისის მთავარ საკონცერტო დარბაზს, ფილარმონიის ისტორიულ შენობას, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ინფორმაციას ამის შესახებ Starring Georgia ავრცელებს, რომელიც თავადვეა პროექტის ორგანიზატორი.

შენობა, რომელიც 60-იან წლებში არქიტექტორ ივანე ჩხენკელის ხელმძღვანელობით აშენდა, მალევე თბილისის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად და კულტურულ ძეგლად იქცა. თუმცა დღეს, Starring Georgia-ს თქმით, მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, რის გამოც დღის წესრიგში დადგა შენობის რეაბილიტაციის აუცილებლობა. 

რეაბილიტაციის ფარგლებში არ შეიცვლება შენობის სახელი, იდენტობა, დარბაზის არქიტექტურული იერსახე და ფასადები. შენარჩუნდება ინტერიერის ვინტაჟური სახეც, რაც უკვე ნახევარი საუკუნეა, ფილარმონიის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. პროექტის ფარგლებში მოხდება საინჟინრო და ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის სრული განახლება თავდაპირველი არქიტექტურული იერსახის მაქსიმალური დაცვით. 

რეაბილიტირებულ შენობაში განთავსდება ხმის ჩამწერი სტუდია, სახელოსნო, სკოლა, ექსპერიმენტული სცენა, სოციალური სივრცე და მუზეუმი, რომელიც ახალი თაობისთვის დროის კაფსულის ფუნქციას შეასრულებს. სწორედ მუზეუმში გაცოცხლდება ის ღონისძიებები და ემოციები, რომლებიც 1971 წლიდან დღემდე ამ შენობის და მთლიანად ქალაქისა და ქვეყნის კულტურულ ცხოვრებას ქმნიდა. 

მასშტაბური პროექტის ფარგლებში ასევე იგეგმება ფილარმონიის კულტურული მემკვიდრეობის განახლებაც. სწორედ ამ მიზანს ემსახურება „ფილარმონია – დროის კადრები”, რომელიც გულისხმობს შენობაში დაცული საარქივო ფოტო-ვიდეო მასალის გაცოცხლებას, გაციფრულებასა და დაკარგული არქივის მომავალი თაობებისთვის შემონახვას. 

ორგანიზატორების თქმით, ისტორიული პროექტის მიზანია, ფილარმონია იქცეს თანამედროვე ხელოვნების ცენტრად, რომელიც ქალაქის კულტურული ცხოვრების რიტმს განსაზღვრავს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ლონდონის მოდის კვირეულზე, KEBURIA-ს ჩვენებაზე Mamaflex-ის მუსიკა გაჟღერდა

შემდეგი სტატია

ლებრონ ჯეიმსის თქმით, მისი სიყვარული დრეიკისადმი არ გამქრალა, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე არიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

ქართველი არტისტი, რომლის ახალი სინგლი TikTok-ის გლობალურ ჰიტად იქცა

სინგლი – Take Me There ოფიციალურად 2026 წლის 3 აპრილს გამოვიდა და მოკლე დროში მოიპოვა წარმატება. სიმღერის მუსიკალურ ვიდეოს YouTube-ზე უკვე 11 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
მეტი
მაილი საირუსი 2026 წლის iHeartRadio-ს მუსიკალურ დაჯილდოებაზე, რომელიც Dolby Theatre-ში გაიმართა, 2026 წლის 26 მარტი, ლოს-ანჯელესი. Gilbert Flores/Billboard

მაილი საირუსი ახალ პროექტზე მუშაობს: „ეს ალბომი სიყვარულის ისტორიაა“

ინფორმაცია მაილი საირუსმა ახალ ხმისჩამწერ ლეიბლთან, Atlantic Records-თან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ გაავრცელა
მეტი

ტომ მორელო პირველ სოლო როკალბომს გამოსცემს, რომელშიც ანტიფაშისტური და ანტირასისტული სიმღერები შევა

მუსიკოსმა ასვეე გამოსცა ახალი სიმღერა Date Night იმ გოგონებზე, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტები მოკლეს.
მეტი