A$AP Rocky-ს თქმით, მან და რიანამ ჯერ კიდევ არ იციან მესამე ბავშვის სქესი

„გოგოსთვის ვლოცულობთ,” – თქვა რეპერმა.
რიანა და A$AP Rocky
ARNOLD JEROCKI/GETTY IMAGES

A$AP Rocky და რიანა ორი ვაჟის მშობლები არიან. ახლა კი, როცა წყვილი მესამე შვილს ელოდება, ვარსკვლავურ ოჯახს გოგოს დაბადების იმედი აქვს. 

ახლახან რეპერი Elle-ის ყდაზე გამოჩნდა, სადაც გულწრფელად საუბრობს, რომ მას და რიანას გოგოს ყოლა სურთ. „ვიმედოვნებ, რომ გოგოა. ვლოცულობთ გოგოსთვის,” – უთხრა როკიმ გამოცემას. 

„ვგრძნობ, რომ გოგო უნდა იყოს. ეს ორსულობა ძალიან განსხვავდება წინა ორისგან. ამის თქმა გამოცდილებით შეგიძლია. იმედი მაქვს, გოგოა. ეს უბრალოდ მჭირდება.”

რიანა და როკი უკვე არიან ორი ვაჟის, RZA-სა და რაიოის მშობლები. სუპერვარსკვლავმა კიდევ ერთი ორსულობის შესახებ საზოგადოებას 2025 წლის მეტ გალაზე ამცნო. 

ვარსკვლავური წყვილი 2019 წლიდან ერთადაა, თუმცა ისინი ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებიან, ყოველ შემთხვევაში, როგორც საზოგადოებისთვისაა ცნობილი. „საიდან იცით, რომ უკვე ქმარი არ ვარ?” – ამბობს როკი ახალ ინტერვიუში. „ამას ჯერ კიდევ არ დავადასტურებ.”

ამჟამად ორივე არტისტი თავიანთი პროექტებითაა დაკავებული – რიანა Fenty-ს იმპერიით, ხოლო როკი მოდისა და სამსახიობო კარიერით. მისი ბოლო საეკრანო პროექტი მოლი ბრონშტეინის If I Had Legs I’d Kick You იყო.

თუმცა, რეპერის თქმით, მისთვის და რიანასთვის ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანი ფოკუსია. „ბევრს არ ვსაუბრობთ საქმეზე, რადგან მთელი დღე ამას ვაკეთებთ. ხოლო როცა სახლში მიდიხარ, იქ ყველაფერი ოჯახს ეხება, ურთიერთობებს, სახლს, სხვა არაფერს.”

„ვცდილობთ, საქმეები გავმიჯნოთ,” – ამბობს როკი. „ის აკეთებს იმას, რასაც აკეთებს და მეც ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ. მაგრამ როცა ერთმანეთთან ვთანამშრომლობთ, ეს სახალისოა, რადგან მასთან ერთად შემიძლია კრეატიული ვიყო. ის ძალიან მენდობა.”

ნახეთ როკის ინტერვიუ Elle-ის ყდაზე:

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

„სოხუმელი ბიჭი“ – Tamada და DillaNext ახალ ერთობლივ ტრეკს ავრცელებენ

შემდეგი სტატია

Tyler, The Creator ხანგრძლივ შესვენებას იღებს და ამბობს, რომ Chromakopia Tour შესაძლოა მისი ბოლო ტურნე იყოს

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი