ტეილორ სვიფტის ახალი ალბომი – The Life of a Showgirl ოფიციალურად გამოიცა

The Life of a Showgirl-ის პროდიუსინგზე თავად სვიფტმა, მაქს მარტინმა და Shellback-მა იმუშავეს. ალბომი 12 ახალ კომპოზიციას მოიცავს.
ტეილორ სვიფტი
Mert Alas & Marcus Piggot

მას შემდეგ, რაც ტეილორ სვიფტმა ახალი ალბომი – The Life of a Showgirl დააანონსა, მსმენელი მის გამოსვლას განსაკუთრებით ელოდა. 3 ოქტომბერს ნამუშევარი ოფიციალურად გამოიცა და ის 12 ახალ კომპოზიციას აერთიანებს.

The Life of a Showgirl-ის პროდიუსინგზე თავად სვიფტმა, მაქს მარტინმა და Shellback-მა იმუშავეს. ჩანაწერში მომღერალი უკანასკნელი ორი წლის გამოცდილებას უბრუნდება – პერიოდს, რომელიც უმეტესად გლობალურ Eras Tour-ის გასტროლებში გაატარა. სიმღერაში Father Figure ის ჯორჯ მაიკლის 1987 წლის ჰიტს ეხება. ტრეკლისტი მხოლოდ ერთ კოლაბორაციას მოიცავს და მას ალბომის სახელწოდება – The Life of a Showgirl ჰქვია. სიმღერა სვიფტმა საბრინა კარპენტერთან ერთად ჩაწერა, რაც არტისტების პირველი ოფიციალური დუეტია.

ალბომის წამყვანი სინგლია The Fate of Ophelia, რომლის ვიდეოკლიპიც სვიფტმა სპეციალურ ღონისძიებაზე – The Official Release Party of a Showgirl-ზე წარადგინა და რომელიც მთელი კვირის განმავლობაში კინოთეატრებში გავა.

ახალი სტუდიური ალბომი ტეილორისთვის დიდი ცვლილებაა. წინა ალბომი – The Tortured Poets Department მომღერალმა 2024 წლის გაზაფხულზე გამოსცა და ნამუშევარი Billboard 200-ის ჩარტში 17 კვირის განმავლობაში ლიდერობდა. The Tortured Poets Department შავ-თეთრი ესთეტიკითა და მელანქოლიური ტექსტებით ხასიათდებოდა, The Life of a Showgirl კი ენერგიული პოპ-ჰიტებითაა სავსე.

გამოშვების წინ ტეილორმა ფანები არაერთი კამპანიით დააინტრიგა: მან ნიუ-იორკში სპეციალური pop-up სივრცეც შექმნა, სადაც ფრაგმენტული ტექსტი გამოაქვეყნა.

პარასკევს საღამოს სვიფტი გრეჰემ ნორტონის შოუში გამოჩნდება ალბომის წარსადგენად, ხოლო მომდევნო დღეებში ჯიმი ფელონისა და სეთ მეიერსის შოუებს ეწვევა .

მოუსმინეთ ტეილორ სვიფტის ახალ ალბომს – The Life of a Showgirl: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

შოთა ადამაშვილი © IndigoArt

ქართველი ქანთრის მომღერალი შოთა ადამაშვილი Texas Sounds International Country Music Awards ფესტივალზე წარდგება

შემდეგი სტატია

ცოტნე გორგოშიძის ახალი სიმღერა – „ღორი“

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი