ცოტნე გორგოშიძის ახალი სიმღერა – „ღორი“

ცოტნე გორგოშაძე

ჯგუფ „დაგდაგანის“ დაშლის შემდეგ არტისტი ცოტნე გორგოშიძის მუსიკალურ სცენას ახალი კომპოზიციით დაუბრუნდა. მისი პირველი ნამუშევარი „ღორი“ უკვე გამოქვეყნდა და როგორც თავად ცოტნე ამბობს, ეს მისთვის ახალი ეტაპის დასაწყისია.

ცოტნე გორგოშიძე – მუსიკოსი: 

„ღორი“ ჩაიწერა ალექსანდრე ჩიკვატიას სტუდიაში – Altertone Records-ში. ჩიკვატიამ ტრეკზე დრამებიც შეასრულა და მიქსინგსა და მასტერინგზეც იზრუნა. ალექსანდრე ძალიან კარგი მუსიკოსი და ინჟინერია. სიმღერა ზუსტად ისეთი ჟღერადობით გამოვიდა, როგორსაც ვგეგმავდი. მიყვარს, როცა სიმღერები ძველი მატარებლებივით ყანყალებენ.
საქსოფონზე დემეტრე ღამბაშიძეა, რომელმაც ასევე ფანტასტიურად შეასრულა თავისი საქმე, მე უბრალოდ ხასიათი მივეცი. ბექ ვოკალს ჩემი მეუღლე, ნინო ასრულებს, რომელმაც ასევე ძალიან, ძალიან ბევრი იდეა მომაწოდა მუშაობისას.” – აღნიშნა ცოტნე გორგოშიძემ.

მუსიკოსის თქმით, ამ პროექტში მონაწილეები შემთხვევით შერჩეულნი არ ყოფილან: „მუსიკოსები ავარჩიე არა პოპულარობითა თუ მეგობრობით, არამედ იმის მიხედვით, რამდენად ბუნებრივად ჯდებოდნენ კონკრეტულ ტრეკში. ჩემი გამოცდილებით, ასეთი მიდგომა ყველაზე საინტერესო შედეგს იძლევა.“

„ღორი“ ცოტნე გორგოშიძის ახალი მუსიკალური პროექტის  პირველი ეტაპია. სამომავლოდ კი არტისტი სხვა მუსიკოსებთან თანამშრომლობით ახალი კომპოზიციების გამოცემასაც გეგმავს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტეილორ სვიფტის ახალი ალბომი – The Life of a Showgirl ოფიციალურად გამოიცა

შემდეგი სტატია

პარასკევის მუსიკალური სახელმძღვანელო: ახალი მუსიკა ტეილორ სვიფტის, ლუკ კომბსის, ლეონ თომასისა და სხვა ვარსკვლავებისგან

შეიძლება დაგაინტერესოთ

ფიბი ბრიჯერსი Frank Ockenfels

ფიბი ბრიჯერსი, KATSEYE, ტროი სივანი, აირა სტარი და სხვები: კვირის მუსიკალური გზამკვლევი

გაეცანით ყველაზე საინტერესო და აუცილებლად მოსასმენ ახალ მუსიკალურ უცხოურ და ქართულ რელიზებს.
მეტი

ანამარია ბურდულის და ჯიმი ჩეიმბერსის მუსიკალური კოლაბორაცია –  სიმღერა “ზამთარიას” ახლებური ინტერპრეტაცია

ანამარია ბურდულმა, სასცენო სახელით anman, მუსიკოს ჯიმი ჩეიმბერსთან ერთად ახალი მუსიკალური კოლაბორაცია გამოუშვა - ქართული სიმღერის „ზამთარია“ ინგლისურენოვანი ვერსია, რომელიც უფრო დიდი პროექტის დასაწყისია.
მეტი