ტეილორ სვიფტის The Life of a Showgirl ფანების კვირის რჩეული მუსიკა გახდა

პოპვარსკვლავის ბოლო ალბომმა ხმების 77% მიიღო.
ტეილორ სვიფტი
MERT ALAS & MARCUS PIGGOT

ტეილორ სვიფტის მე-12 სტუდიური ალბომი The Life of a Showgirl ფანების კვირის რჩეული მუსიკა გახდა. 3 ოქტომბერს „ბილბორდის” გამოკითხვა გამოქვეყნდა, სადაც მსმენელს თავისი ფავორიტი მუსიკა უნდა აერჩია. კანდიდატთა შორის იყვნენ: ტეილორ სვიფტი (The Life of a Showgirl), ლუკ კომბსი (Days Like These), ლუი ტომილსონი (Lemonade), ლეონ თომასი (Just How You Are), Kali Uchis და Mariah the Scientist (Pretty Promises) და კატეგორია „სხვები”.

ხმების 77% სწორედ სვიფტის The Life of a Showgirl-მა მიიღო, რითაც კვირის ყველა ახალ რელიზს გაუსწრო. 

პოპვარსკვლავის რიგით მე-12 სტუდიური ალბომი წელიწად-ნახევრის შემდეგ გამოიცა The Tortured Poets Department-ის გამოსვლიდან, რომელმაც Billboard 200-ის ლიდერ პოზიციაზე 17 კვირა გაატარა. რაც შეეხება ახალ პროექტს, ის სვიფტის კარიერის კიდევ ერთი განმსაზღვრელი მომენტია.

3 ოქტომბერს გამოსული ალბომის პროდიუსერები მომღერლის ხანგრძლივი პარტნიორები მაქს მარტინი და Shellback არიან. 12-სიმღერიანი ჩანაწერი სვიფტის ცხოვრების ბოლო ორი წელიწადის თვალსაჩინო ასახვაა, დაწყებული მსოფლიო ტურნედან, მის საქმროსთან, ტრევის კელსთან რომანით დასრულებული.

სიმღერაში Father Figure სვიფტი ჯორჯ მაიკლის 1987 წლის ამავე სახელწოდების სიმღერის ინტერპოლაციას გვთავაზობს. ალბომის სახელწოდების მქონე კომპოზიციაში კი მონაწილეობას საბრინა კარპენტერიც იღებს. ეს მუსიკოსების პირველი დუეტია 2024 წლის ტურნეს შემდეგ. 

3 ოქტომბერს ალბომთან ერთად გამოვიდა ფილმი The Official Release Party of a Showgirl, რომლის ფარგლებშიც პროექტის მთავარი სინგლის, The Fate of Ophelia-ს ვიდეოკლიპის პრემიერაც შედგა. ფილმის ჩვენება კინოთეატრებში 5 ოქტომბრამდე გაგრძელდა. მისმა შემოსავალმა კი, The Hollywood Reporter-ის მონაცემებით, 33 მილიონი დოლარი შეადგინა. 

გამოკითხვაში მეორე ადგილი 7%-ით ლუკ კომბსმა აიღო, მესამე ადგილზე კი 6.5%-ით კატეგორია „სხვები” გავიდა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

Megan Thee Stallion-მა ახალი სინგლის მონაკვეთი გააზიარა

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტი The Fate of Ophelia Courtesy Photo

ტეილორ სვიფტის ახალი ვიდეო The Fate of Ophelia YouTube პლატფორმაზეა

შეიძლება დაგაინტერესოთ

STRAUSWERK-ის დებიუტი ბერლინში: ქართული დამოუკიდებელი კულტურა ერთ სივრცეში

7 ნოემბერს Haus der Visionäre-ში, Straus Entertainment-ის ორგანიზებით, ქართული კულტურის წარმომადგენლები STRAUSWERK ფესტივალზე გაერთიანდებიან.
მეტი

Tashyo და Sabana – ქართული ჰიპ-ჰოპ სცენის გამორჩეული შემოქმედებითი დუეტი Tbilisi Hip-Hop Festival-ზე

მსმენელი მათ უკვე იცნობს როგორც არტისტების დუეტს, რომელიც ავთენტური ჟღერადობით ისეთ კოლაბორაციებს ქმნის, რომლებიც მალევე ჰიტებად იქცევა.
მეტი
Zuk n' Sos - ყაყაჩო (feat. Ketato Nergadze)

Zuk n’ Sos-ის ახალი ქავერი „ყაყაჩო“ – ცნობილი სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაცია

თბილისურმა მუსიკალურმა დუეტმა, ქეთათო ნერგაძესთან ერთად, ცნობილი კომპოზიციის, „ყაყაჩოს“ ქავერ ვერსია გამოუშვა.
მეტი

ბრიტნი სპირსმა აქამდე გამოუქვეყნებელი სიმღერა გააზიარა, რომლის თანაავტორიც მისი იმდროინდელი შეყვარებული ჯასტინ ტიმბერლეიკია

სიმღერა სპირსის ალბომის, Britney-ს 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სპეციალურ გამოშვებაში შევა, რომელიც 6 ნოემბერს გამოვა.
მეტი

ოლივია როდრიგო პოტენციურ კოლაბორაციას აანონსებს

პოპვარსკვლავმა ინსტაგრამზე ჩაწერის სესიიდან მცირე ფრაგმენტი გამოაქვეყნა, რამაც ფანებში ახალგაზრდა მუსიკოსთან მისი შესაძლო თანამშრომლობის ვარაუდები გააჩინა.
მეტი