2026 წლის გრემის საუკეთესო რეპალბომის ჯილდოს მთავარი კანდიდატები: კენდრიკ ლამარი, Clipse და Tyler, the Creator

„ბილბორდი” მომდევნო წლის გრემის საუკეთესო რეპალბომის კატეგორიის პოტენციურ ნომინანტებს მიმოიხილავს.
Clipse
ALESSANDRA BENEDETTI/CORBIS VIA GETTY IMAGES

20-წლიანი კარიერის განმავლობაში Clipse-ს მხოლოდ ერთი გრემის ნომინაცია აქვს მიღებული (საუკეთესო რეპკოლაბორაცია ჯასტინ ტიმბერლეიკის 2002 წლის სადებიუტო სოლო სინგლისთვის Like I Love You). შესაძლოა თუ არა, რომ ამჯერად ძმების დუეტმა სახლში პირველი გრემის ჯილდო წაიღოს საუკეთესო რეპალბომისთვის ჩანაწერით Let God Sort Em Out?

Clipse შეუერთდა კენდრიკ ლამარსა (GNX) და Tyler, the Creator-ს (Chromakopia), როგორც 2026 წლის გრემის საუკეთესო რეპალბომის ნომინანტობის მთავარი კანდიდატი. მაშინ, როცა Let God Sort Em Out გახდა Clipse-ის ტრიუმფალური დაბრუნების საუნდტრეკი, GNX-მა კიდევ უფრო გაამყარა ლამარის Not Like Us-ის შემდგომი გამარჯვება Billboard Hot 100-ის ორი ლიდერი ჰიტით (Squabble Up და Luther). რაც შეეხება ტაილერს, Chromakopia მისი მიყოლებით მესამე Billboard 200-ის ლიდერი ალბომი გახდა, რომელმაც რეპერს პირველი ორი Hot 100-ის ტოპ ათეულის სიმღერა მოუტანა (Noid და Sticky) და მისი ამ დრომდე ყველაზე წარმატებული წლის დასაწყისად იქცა. უნდა აღინიშნოს, რომ ლამარს ეს ნომინაცია სამჯერ აქვს მოგებული, ტაილერს კი – ორჯერ.

ამ სამი თითქმის გარანტირებული ლიდერის გარდა, კიდევ ვინ შეიძლება მოხვდეს ნომინანტთა სიაში? 

GloRilla შესაძლოა გახდეს მერვე ქალი, რომელიც საუკეთესო რეპალბომის კატეგორიაში დასახელდება, მისი სადებიუტო სოლო ალბომის, Glorious-ის წყალობით. მას შემდეგ, რაც 2023 წელს პირველი გრემის ნომინაცია მიიღო (საუკეთესო რეპშესრულება სიმღერისთვის F.N.F.), 2025 წელს ის კიდევ ორჯერ მოხვდა გრემის ნომინანტთა სიაში სიმღერით Yeah Glo! (საუკეთესო რეპშესრულება და რეპსიმღერა). ახლა კი, R&B/ჰიპ-ჰოპ ჩარტის 2 ლიდერი სიმღერითა და წარმატებული ტურნეთი, Glorilla-ს საკმაო შანსები აქვს, პირველად მოხვდეს საუკეთესო რეპალბომის ნომინანტებს შორის.

Playboi Carti (Music), Gunna (The Last Wun) და BigXThaPlug (Take Care) ასევე ის რეპერები არიან, რომელთაც ამ პერიოდში დიდი წარმატება მოიპოვეს როგორც რადიო, ასევე სტრიმინგ პლატფორმებზე. 

Carti-ს სტილმა “rage rap” არტისტების მთელი თაობის გაჩენას შეუწყო ხელი. მისმა ბოლო სტუდიურმა ალბომმა კი, რომელმაც სამი კვირა გაატარა Billboard 200-ის სათავეში, საბოლოდ შეიძლება დაარწმუნოს გრემის ჟიური, რომ დროა, მას ეს ღვაწლი დაუფასონ. Carti ასევე იქნება გრემის ნომინანტებში Timeless-ით – კოლაბორაციით The Weeknd-თან, რომელიც გრემიზე ხუთწლიანი ბოიკოტის შემდეგ ბრუნდება.

ამასობაში Gunna გრემის ოთხგზის ნომინანტია, რომელსაც ოქროს გრამაფონი ჯერ არცერთხელ არ მოუგია. მისი კოლაბორაცია Burna Boy-სთან კი სწორედ გრემის ხმის მიცემის პირველი ტურისთვის იწყებს პოპულარობის ზრდას. 2024 წელს Gunna-მ გრემის ვერცერთი ნომინაცია ვერ მოიპოვა ალბომისთვის A Gift & a Curse, რომელიც ფართოდ მიიჩნევა მის ერთ-ერთ საუკეთესო ჩანაწერად ისევე, როგორც Fukumean, რომელიც მისი ყველაზე წარმატებული სოლო სიმღერაა Hot 100-ში (მეოთხე ადგილი). 

რაც შეეხება BigXThaPlug-ს, ამჯერად ის რეპის, ქანთრისა და ზოგადი კატეგორიების ნომინაციებში გამოჩნდება. მისი The Largest კი ერთ-ერთი მთავარი სიმღერაა, რომელსაც საუკეთესო რეპშესრულების ნომინაციაში თვალი უნდა მივადევნოთ. დალასელმა რეპერმა შესაძლოა თავისი ნოსტალგიური ჟღერადობა, ამჟამინდელი კომერციული წარმატება და ჟანრების გადაკვეთის უნარი გამოიყენოს, რათა საუკეთესო რეპალბომის ნომინანტობაც მოიპოვოს. 

ასევე არსებობს რამდენიმე ალბომი, რომლებმაც, მიუხედავად ჰიტ სინგლების არარსებობისა, ჰიპ-ჰოპ წრეებში დიდი გამოხმაურება მოიპოვეს. ესენია: Alfredo 2 (Freddie Gibbs & The Alchemist) და Life Is Beautiful (Larry June, 2 Chainz & The Alchemist), რომელთაც საუკეთესო რეპალბომის ნომინაციაში დასახელების საკმაოდ სოლიდური შანსები აქვთ. აღნიშვნის ღირსია აგრეთვე Star Line (Chance the Rapper), God Does Like Ugly (JID) და The Force (LL Cool J).

საუკეთესო რეპალბომის კატეგორიაზე საუბარი ვერ შედგება ვეტერანების ხსენების გარეშე. ზოგმა მათგანმა შესაძლოა სიურპრიზიც მოაწყოს და მოულოდნელად ნომინანტთა სიაში მოხვდეს. მათ შორის არიან Wu-Tang & Mathematics, Chuck D, Ghostface Killah, Slick Rick, Public Enemy, Raekwon და კანიე უესტი.

დამატებით კანდიდატებად თანამედროვე ჰიპ-ჰოპ სცენიდან მიიჩნევიან: Lil Baby (WHAM), Lil Tecca (Dopamine), Key Glock (Glockaveli), Billy Woods (Golliwog), ტრევის სკოტი (Jackboys 2), Metro Boomin (A Futuristic Summa), Future (Mixtape Pluto) და Offset (Kiari).

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

PRAGA –  4D Monster Lobsters-ის ახალი სინგლი

შემდეგი სტატია

ბილი აილიშმა საჩუქრები გაუგზავნა 18 წლის ფანს, რომელმაც ის აგრესიული მსმენელისგან დაიცვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ცნობილი ამერიკელი არტისტი Oliver Tree 32 წლის ასაკში გარდაიცვალა

არტისტმა ცოტა ხნის წინ მუსიკალური ვიდეო გამოუშვა, რომელიც საქართველოში, დიდგორის ბრძოლის მონუმენტის ფონზეა გადაღებული.
მეტი

„არავინ არ ჩანს“ – კინოთეატრ „ამირანში“ კოტე კალანდაძის დოკუმენტური ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართება

სიუჟეტი მოგვითხრობს ახალგაზრდა მამაკაცის, აჩიკოს შესახებ, რომელიც უკვე ათი წელია, რაც სახელმწიფო ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში მონაწილეობს.
მეტი

თამაშისთვის დაბადებული: მსოფლიო ჩემპიონატის წინ ერნია და სანტიაგო ხიმენესი ერთმანეთს ხვდებიან

იტალიელი რეპერი და მექსიკელი თავდამსხმელი, რომელიც AC მილანში თამაშობს, საუბრობენ ფეხბურთზე, მუსიკაზე, ცხოვრებასა და დაბრკოლებებზე - 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე, რომელსაც სანტიაგო სამშობლოში თამაშობს.
მეტი

ზეკა პაგოდინიო, რომარიო და ბებეტო: სამი ლეგენდა მუსიკაზე, ფეხბურთზე, ბრაზილიასა და წვეულებებზე საუბრობს

Billboard ბრაზილიამ ცნობილი ავტორ-შემსრულებელი და ლეგენდარული ფეხბურთელები ერთმანეთს შეახვედრა.
მეტი

მსოფლიოს უდიდესი სპორტული მოვლენის მუსიკალური მეხსიერება – ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის სიმღერები

მუსიკალური მომენტები, რომლებიც არანაკლებ დასამახსოვრებელი გახდა, ვიდრე საფეხბურთო მატჩები.
მეტი

უსმან დემბელე და Ninho თავიანთ დიდ გამარჯვებებზე, დამარცხებებსა და შთაგონების წყაროზე საუბრობენ

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, ორი ვარსკვლავი, რომლებიც საფრანგეთის ღარიბი უბნებიდან მოდიან, საკუთარ გზას იხსენებს.
მეტი