Tyler, the Creator გარდაცვლილ მუსიკოსს, D’Angelo-ს იხსენებს და აღიარებს ადამიანად, რომელმაც „მისი მუსიკალური დნმ ჩამოაყალიბა”

მუსიკოსი 51 წლის ასაკში, 14 ოქტომბერს, კიბოსთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.
Tyler, the Creator
ARTURO HOLMES/GETTY IMAGES

Tyler, the Creator იმ უამრავ არტისტსა და მსმენელს შორისაა, რომლებიც D’Angelo-ს გარდაცვალებამ დაამწუხრა. გრემის მფლობელმა რეპერმა ინსტაგრამზე გააზიარა პოსტი, სადაც გაიხსენა, როგორ დაიწყო მისი სიყვარული R&B ლეგენდის შემოქმედებისადმი. მისი თქმით, ეს არის ისტორია, რომელიც ახსენებს ბავშვობის დღეებს, როცა დაბადების დღის ფულით D’Angelo-ს მეორე ალბომის, Voodoo-ს დისკი იყიდა.

„მეცხრე დაბადების დღეზე, 2000 წლის 6 მარტს, Sam Goody-ს მუსიკალურ მაღაზიაში მივედი South Bay Galleria-ში,“ – წერს ტაილერი. – „დაბადების დღეზე ნაჩუქარი 20 დოლარი მქონდა და ზუსტად ვიცოდი, რაში უნდა დამეხარჯა – VOODOO უნდა მეყიდა.“

Tyler, the Creator ალბომის მოსმენით მიღებულ მუსიკალურ გამოცდილებას იხსენებს. „Brown Sugar სახლში ყოველდღიურობად იქცა და Nothing Even Matters ms. hill  გამუდმებით მესმოდა, ამიტომ ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ Voodoo იმედს არ გამიცრუებდა. არ ვიცოდი, რომ ეს ალბომი საბოლოოდ ჩემს მუსიკალურ დნმ-ში დარჩებოდა. იმ წელს, ვერ დავითვლი, რამდენი რეპ-კომპოზიცია დავწერე, რამდენჯერ ვცადე Send It On-ის ვოკალური პარტიების გამეორება, რამდენჯერ გადავახვიე The Root ისე, რომ დისკი საბოლოოდ დაიფშვნა.“

D’Angelo-ს ხელოვნებამ დიდი კვალი  დატოვა R&B კულტურაში და მისმა ნეო-სოულის სტილმა ტაილერზე უზარმაზარი გავლენა მოახდინა. ტაილერი ასევე იხსენებს, რომ D’Angelo-ს სიმღერამ – One Mo’Gin პირდაპირ შთააგონა ტრეკი – RING RING RING (Don’t Tap the Glass-იდან).

„One Mo’Gin ისევ იმავე ტრანსში მაგდებს, როგორც მაშინ, როცა პირველად მოვისმინე. ის ნელი რიტმი, თითქოს ვერანდაზე, სარწეველა სავარძელში ზიხარ,” – იხსენებს Tyler, the Creator. „ვერ ვხვდებოდი, როგორ შეიძლებოდა, ვინმეს შეექმნა ასეთი რამ – ერთდროულად მარტივი, პერსონალური, უნივერსალური და გენიალური. აი, ამიტომ იყო ის განსაკუთრებული –  ნამდვილი მუსიკალური გენია! უცხოპლანეტელი! ძალიან გამიმართლა, რომ VOODOO-ს ვფლობდი. გაგვიმართლა, რომ მისი შემოქმედების მოწმეები ვიყავით. ამ ადამიანმა ჩემი მუსიკალური დნმ-ის ნაწილი ჩამოაყალიბა. უსაზღვროდ მადლობელი ვარ. მშვიდად განისვენოს.“

D’Angelo-ს ოჯახმა Billboard-თან გაკეთებულ განცხადებაში დაადასტურა, რომ მუსიკოსი 51 წლის ასაკში, 14 ოქტომბერს, კიბოსთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა.

„გრძელვადიანი და მამაცი ბრძოლის შემდეგ, მწუხარებით ვაცხადებთ, რომ მაიკლ D’Angelo არჩერი, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით D’Angelo-ს სახელით იცნობდნენ, დღეს, 2025 წლის 14 ოქტომბერს ჩვენგან წავიდა. 

განცხადების ავტორები საზოგადოებას ოჯახის პირადი სივრცის პატივისცემას სთხოვენ:  „გთხოვთ, ამ რთულ დროს პატივი სცეთ ჩვენს პირად სივრცეს, თუმცა მოგმართავთ, რომ ერთად ვიგლოვოთ მისი წასვლა და ამავდროულად გავიხსენოთ ის საჩუქარი, რაც სამყაროს მუსიკის სახით დაუტოვა.“

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბიტი ვულფი და ბრიან ინო / Cecily Eno

ბრაიან ინო და ბიტი ვულფი ახალ ემბიენტ ალბომს კოსმოსში გაუშვებენ

შემდეგი სტატია

Victoria’s Secret-ის 2025 წლის შოუზე მუსიკალური პერფორმანსით K-pop ჯგუფი TWICE წარდგა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნინი აირისმა ახალი სინგლი, სახელწოდებით  „გისმენ“ გამოუშვა

„ეს არის ოცნება, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ვატარებდი – დამეწერა სიმღერა, რომლის ფორმირებაზეც ჩემმა კულტურამ და ფესვებმა მოახდინა გავლენა,” – წერს ნინი აირისი სოციალურ ქსელში.
მეტი

Moby-ს დაბრუნება Coachella-ს სცენაზე

სეტის განმავლობაში არტისტმა ისეთი ჰიტები გააჟღერა, როგორებიცაა: Porcelain, Go, Why Does My Heart Feel So Bad? და Thousand. მსმენელზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება Natural Blues-ის ახალმა ვერსიამ მოახდინა.
მეტი

ცნობილმა ამერიკელმა არტისტმა – Oliver Tree-მ საქართველოში, დიდგორის მემორიალთან გადაღებული კლიპი გამოუშვა

„ვიდეო გადაღებულია დიდგორის ბრძოლის მემორიალურ კომპლექსში, ულამაზეს საქართველოში,” – ვკითხულობთ YouTube-ზე გამოქვეყნებული კლიპის აღწერაში.
მეტი
Janngo - Minute (Official Music Video)

Janngo-ს ახალი მუსიკალური ვიდეო Minute უკვე ყველა პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი

ქართველი არტისტი მარიამ ჯანჯღავა, სასცენო სახელით Janngo, მსმენელს ახალ მუსიკალურ ნამუშევარს უზიარებს, - სიმღერა Minute-ის ოფიციალური ვიდეო უკვე ყველა პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი.
მეტი

კეტი პერი რუბი როუზის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებას უარყოფს და მას საშიშ ტყუილს უწოდებს

მსახიობი ამტკიცებს, რომ ინციდენტი მელბურნში, ავსტრალიაში, 20 წლის წინ მოხდა.
მეტი