Jet Fuel – მაქსიმე მაჩაიძემ ახალი მუსიკალური ვიდეო წარადგინა

ვიდეოს რეჟისორი მაქსიმე მაჩაიძის შემოქმედებითი კოლაბორატორი გიორგი ზათიაშვილია.
Max.95
Jet Fuel

15 ოქტომბერს მაქსიმე მაჩაიძემ – სასცენო სახელით Max. 95 – ახალი ვიდეოკლიპი გამოუშვა, რომელიც გადაღებულია ტრეკზე, სახელწოდებით Jet Fuel. ვიდეოს რეჟისორი მაქსიმე მაჩაიძის შემოქმედებითი კოლაბორატორი გიორგი ზათიაშვილია. მასვე ეკუთვნის არტისტის აქამდე გამოშვებული ვიდეოების რეჟისურა. 

როგორც მაქსიმე მაჩაიძემ Billboard-თან საუბრისას აღნიშნა, კლიპი Wallpaper Magazine-ის ვიდეოზე მუშაობის დროს გადაღებული მასალით შეიქმნა. 

2025 წლის მარტში მაქსიმე მაჩაიძემ ალბომი – Sevda Universal წარადგინა. აღსანიშნავია, რომ Sevda Universal ქართულენოვანია და 16 ტრეკს აერთიანებს. ალბომის ფროდაქშენზე მუსიკოსმა თავად იმუშავა. 

მაქსიმე მაჩაიძეს ქართველი მსმენელი სხვადასხვა პროექტიდან უკვე კარგად იცნობს. მისი, როგორც არტისტის პერსონა ბევრ მიმართულებას მოიცავს – ის არის მუსიკოსი, აქტივისტი და დიზაინერი. მაქსიმე მაჩაიძის სახელი არაერთ მუსიკალურ პროექტთან არის დაკავშირებული, მათ შორის არის: Kung Fu Junkie, Kayakata, Temple Pharmacy. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Tame Impala Julian Klincewicz

Tame Impala-მ ახალი ალბომი Deadbeat გამოსცა

შემდეგი სტატია

Keychange-ის Talent Leadership პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯენიფერ ლოპესი და Alok

ჯენიფერ ლოპესმა და ALOK-მა ერთობლივი პროექტი Everything’s Fine წარადგინეს

სიმღერა ორ ვერსიად, AM და PM-ად არის წარმოდგენილი. მიუხედავად განსხვავებული ემოციებისა, ორივე მათგანი ერთსა და იმავე გზავნილს ატარებს და დღის სხვადასხვა მონაკვეთის განწყობას ასახავს.
მეტი

ელისონ უანდერლენდი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საპატიო მისიისთვის შეარჩიეს

„ღმერთო ჩემო, ახლახან ‘ადიდასმა’ მომმართა, რომ ავსტრალია-პარაგვაის მატჩზე მოედანზე ბურთი მე გავიტანო,” - წერს ავსტრალიერი დიჯეი და პროდიუსერი.
მეტი