Cardi B-ის თქმით ის ახალი ალბომის გამოცემას 2026 წელს გეგმავს

„თითქმის უკვე ვიცი, როგორი მინდა იყოს. ის განსხვავებული იქნება Am I the Drama?-სგან,“ – განაცხადა რეპერმა.
Cardi B 2025 წლის 9 ოქტომბერი, ჰოლივუდი, კალიფორნია. ემი სუსმენი/Getty Image
Cardi B 2025 წლის 9 ოქტომბერი, ჰოლივუდი, კალიფორნია. ემი სუსმენი/Getty Image

27 ოქტომბერს გრემის მფლობელმა რეპერმა პლატფორმა X Spaces-ზე განაცხადა, რომ ალბომ Am I the Drama?-ს დელუქს ან რემიქს ვერსიის გამოშვებას არ აპირებს, რადგან მომავალ წელს სრულიად ახალი პროექტის წარდგენას გეგმავს.

„ვხედავ, რომ დელუქს ან რემიქს ალბომის გაკეთებას ითხოვთ, მაგალითად, როგორიც ჩარლი XCX-მა გააკეთა. სამწუხაროდ, მსგავსი რამ მე არ მექნება.”  – თქვა Cardi B-იმ.

რეპერმა ახალი ერა დააანონსა: „მინდა, რომ ალბომი ერთ წელზე ნაკლებ დროში გამოვცე, სწორედ ამას ვგეგმავ. ახალი ერა მინდა. თითქმის უკვე ვიცი, როგორი მინდა იყოს. ის განსხვავებული იქნება Am I the Drama?-სგან,“ –  თქვა მან.

ბოლო შვიდი წლის განმავლობაში Cardi B-იმ არაერთი დაპირება გადათქვა, თუმცა მისი მეორე სტუდიური ალბომი საბოლოოდ სექტემბერში გამოვიდა და Billboard 200-ის ჩარტის პირველი ადგილი დაიკავა.

მეოთხე შვილის დაბადების შემდეგ,  Cardi B თებერვალში თავის პირველ სოლო ტურნეს იწყებს, სახელწოდებით: The Little Miss Drama Tour. ტურნე 11 თებერვალს კალიფორნიის ქალაქ პალმ დეზერტში დაიწყება, შემდეგ კი ლას-ვეგასში, ლოს-ანჯელესში, სიეტლში, ჰიუსტონში, დეტროიტში, ჩიკაგოში, ნიუ-იორკში, ფილადელფიაში და ვაშინგტონში გაგრძელდება და 17 აპრილს ატლანტაში დასრულდება.

ტურნეს თემაზე საუბრისას Cardi B-იმ Spaces-ზე თქვა, რომ მზად არის, მშობიარობის შემდეგ კვლავ ჩვეულ ფორმას დაუბრუნდეს:

„ხედავთ, როგორი მკაცრი გრაფიკი მქონდა ვარჯიშის დროს? მშობიარობის შემდეგაც იგივე განრიგი მექნება. მინდა, ისევ კარგ ფორმაში ვიყო, ორსულობის დროსაც ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს, მაგრამ ახლა მინდა, სხეული ფორმაში მოვიყვანო.”

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

ალბომ Chromakopia-ს ერთი წლის იუბილეზე Tyler, The Creator მის დელუქს ვერსიას გამოსცემს

შემდეგი სტატია

ზურაბ ჟვანიას ფონდმა 2025 წლის „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა

შეიძლება დაგაინტერესოთ

BILLBOARD LATIN MUSIC AWARDS-ზე როსალიას BILLBOARD-ის დიდების დარბაზის ჯილდო გადაეცა

22 ოქტომბერს Billboard-ის ლათინური მუსიკის 2026 წლის დაჯილდოება გაიმართა, რომელზეც როსალიამ Billboard-ის Hall of Fame Award  მიიღო. ჯილდო…
მეტი

კიმ კარდაშიანმა 2013 წლის „მეტ გალაზე” მოწვევა კანიე უესტის ბრძოლის შედეგად მიიღო

ახალი ინფორმაციის თანახმად, კარდაშიანი მოდის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებაზე არასასურველ სტუმრად მიიჩნეოდა, სანამ ანა ვინტურმა ერთი სატელეფონო ზარი არ მიიღო, რომელმაც აზრი შეუცვალა.
მეტი

რატომ მიიჩნევდნენ The Prodigy-ს 1997 წელს როკის მომავლად და რატომ არ განვითარდა მოვლენები ასე?

პოდკასტ Greatest Pop Stars-ის ახალი ეპოზოდი ეძღვნება 90-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მომენტს, როცა ბრიტანულმა საცეკვაო მუსიკალურმა ჯგუფმა აშშ-ის სცენა დაიპყრო.
მეტი
Kordz & მKordz & მარტო კაცი - „არამი დო შარიქა" ფოტო: მარიამ დავითურიარტოკაცი - არამი დო შარიქა

Kordz-ისა და მარტოკაცის ერთობლივი სიმღერა – „არამი დო შარიქა“

„არამი დო შარიქა“ - მეგრული ხალხური სიმღერის თანამედროვე ინტერპრეტაციაა, სადაც ფოლკლორი და ელექტრონული მუსიკა ერთიანდება
მეტი