კანიე უესტი რაბინს ბოდიშს უხდის ებრაელი ხალხის შესახებ გაკეთებული კომენტარებისთვის: „მინდოდა, მოვსულიყავი და პასუხისმგებლობა ამეღო”

რეპერი რაბინ იოშიაიაო იოსეფ პინტოს სამშაბათს შეხვდა.
კანიე უესტი
BELLOCQIMAGES/BAUER-GRIFFIN/GC IMAGES

კანიე უესტი რაბინ იოშიაიაო იოსეფ პინტოს შეხვდა და ებრაული თემის შესახებ გაკეთებული ანტისემიტური განცხადებების გამო მოუბოდიშა.

„აქ ჯდომა და პასუხისმგებლობის აღება ჩემთვის დიდი მადლია,” – თქვა უესტმა, როცა პინტოს ხელები ეჭირა. „ერთდროულად რამდენიმე პრობლემას ვუმკლავდებოდი, ვებრძოდი ბიპოლარულ აშლილობას, ამიტომ, როცა იდეები მომდიოდა, ვივიწყებდი ჩემ ირგვლივ სხვა ადამიანებისა და მათ შორის ჩემი თავის დაცვასაც. ასე რომ, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობის აღება მინდოდა.” 

„ეს იმას ჰგავს, სახლიდან რომ გახვიდე და შინ ბავშვი დატოვო. ამ დროს კი ეს ბავშვი მიდის და ურევს სამზარეულოს, ურევს ავტოფარეხსა და სასტუმრო ოთახს. თუმცა როცა სახლში ბრუნდები, ეს შენი პასუხისმგებლობაა, რადგან შენი საქმეა. მე ასე ვუყურებ. მე უნდა წავიდე და დავალაგო სამზარეულო, სასტუმრო ოთახიც და ავტოფარეხიც.”

კანიეს თქმით, მას რაბინთან მისვლა და საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება სურდა. რეპერმა აღნიშნა, რომ ეს პირველი ნაბიჯებია, რათა აგურ-აგურ ააშენოს მყარი კედლები მასა და ებრაულ თემს შორის ურთოერთობის გამოსასწორებლად. 

„ადამიანი არ განისაზღვრება თავისი შეცდომებით, არამედ იმ გზებით, რომელთა მეშვეობითაც ამ შეცდომების გამოსწორებას ირჩევს,” – უთხრა უესტს რაბინმა პინტომ, რომელიც Shuva Israel-ის ინსტიტუციების ლიდერია. „სწორედ ეს არის ადამიანის ჭეშმარიტი ძალა: დაბრუნების, სწავლის და სიყვარულისა და მშვიდობის ხიდების აშენების უნარი.”

ბოლო დროს უესტი გამუდმებული თავდასხმის ობიექტად იქცა მის მიერ გაკეთებული ანტისემიტური განცხადებების გამო, რის შედეგადაც მასთან ურთიერთობა გაწყვიტეს ისეთმა დიდმა კორპორაციებმა, როგორებიცაა Universal Music Group, „ბალენსიაგა”, „გეპი” და „ადიდასი”.

ნახეთ კანიე უესტისა და რაბინ პინტოს შეხვედრა:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ახალ ინტერვიუში SZA-მ კენდრიკ ლამარისა და დრეიკის დაპირისპირებაზე ისაუბრა

შემდეგი სტატია

D'Angelo Shahar Azran/Getty Images

D’Angelo-ს გუნდის ყოფილი წევრი არტისტის შესახებ: „არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხარ და საიდან მოდიხარ – მისი მემკვიდრეობა უნივერსალურია”

შეიძლება დაგაინტერესოთ

სინდი კროუფორდის ვაჟი, პრესლი გერბერი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბოლო წლებში პრესლი გერბერი ღიად საუბრობდა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და სხვადასხვა ნივთიერებაზე დამოკიდებულებაზე.
მეტი
The Weeknd Hyghly Alleyne

The Weeknd-მა იაპონიაში ახალი სიმღერა წარადგინა, სადაც Neon Genesis Evangelion-ის თემაა გამოყენებული

ტესფაიემ სოციალურ ქსელში კომპოზიციის ავტორები მხოლოდ ასე წარადგინა: „იოკო ტაროს პრეზენტაციით, იოკო ტაკაჰაშის მონაწილეობით“.
მეტი

„მუსიკა ხელოვნების ყველაზე დემოკრატიული ფორმაა“ – ინტერვიუ Imany-სთან

კონცერტამდე რამდენიმე საათით ადრე, Billboard Georgia მუსიკოსს სასტუმრო „ტელეგრაფში“ შეხვდა და ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.
მეტი