გულშემატკივრებმა მაილი საირუსის – Dream as One კვირის რჩეულ სიმღერად დაასახელეს

ახალმა სიმღერამ, რომელიც ფილმ Avatar: Fire and Ash-ის საუნდტრეკია, ხმათა 27% მოიპოვა.
მაილი საირუსი SiriusXM სტუდია ლოს-ანჯელესი, 2025 წლის 15 ივლისი ემა მაკინტაირი/Getty Images
მაილი საირუსი SiriusXM სტუდია ლოს-ანჯელესი, 2025 წლის 15 ივლისი ემა მაკინტაირი/Getty Images

მაილი საირუსის ახალი სინგლი Dream as One ფილმ Avatar: Fire and Ash-ის ერთ-ერთი საუნდტრეკია, 14 ნოემბერს კი სიმღერა პლატფორმა Billboard-ზე გულშემატკივართა ხმების მიხედვით კვირის საუკეთესო მუსიკალურ ნამუშევრად დასახელდა. 

Dream as One წინა კვირას გამოვიდა, ამავე კვირაში გამოქვეყნდა Summer Walker-ის, Lewis Capaldi-ს, Kelsea Ballerini-ს და სხვა შემსრულებლების ახალი ნამუშევრებიც. მაილი საირუსის სიმღერამ ხმების 27% დააგროვა. ის რეჟისორ ჯეიმს კამერონის ფილმის,  Avatar: Fire and Ash-ის ერთ-ერთი საუნდტრეკია. სიმღერის ავტორები: მაილი საირუსი, მარკ რონსონი, ენდრიუ უაიატი და საიმონ ფრენგლენი ამავდროულად ფილმის საუნდტრეკის კომპოზიტორებიც არიან. 

„ეს სიმღერის  მარკ რონსონთან და ენდრიუ უაიატთან ერთად მთელი გულით იწერებოდა. ყოველი სიტყვა გვახსენებს, თუ სად ვიყავით, სად ვართ და მომავლის იმედით გვავსებს. დიდი პატივი იყო ასეთი პერსონალური რამის შექმნა ფილმისთვის, რომელიც მჭიდროდ აკავშირებს ადამიანებს მთელი მსოფლიოდან“. – დაწერა მაილი საირუსმა პარასკევს, როდესაც სიმღერა Dream as One გამოვიდა.

Avatar: Fire and Ash, 2022 წლის Avatar: The Way of Water-ის გაგრძელებაა, რომელიც კინოთეატრებში 19 დეკემბერს გამოვა.

ხმათა უმრავლესობით, Dream as One-ის შემდეგ ახალ რელიზებს შორისაა Summer Walker-ის Finally Over It – ხმების 22%-ით, ლუის კაპალდის Survive – ხმების 15%-ით და კელსა ბალერინის Mount Pleasant – ხმების 6%-ით.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

შერონ ოსბორნი აკრიტიკებს ყოფილი მენეჯერის გეგმას, გამოაქვეყნოს Black Sabbath-ის აქამდე უცნობი ჩანაწერები

შემდეგი სტატია

NFL-ის მადლიერების დღისადმი მიძღვნილი შოუს მთავარი ჰედლაინერები Post Malone, ჯეკ უაიტი და Lil Jon არიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

ჯენიფერ ლოპესი და Alok

ჯენიფერ ლოპესმა და ALOK-მა ერთობლივი პროექტი Everything’s Fine წარადგინეს

სიმღერა ორ ვერსიად, AM და PM-ად არის წარმოდგენილი. მიუხედავად განსხვავებული ემოციებისა, ორივე მათგანი ერთსა და იმავე გზავნილს ატარებს და დღის სხვადასხვა მონაკვეთის განწყობას ასახავს.
მეტი

ელისონ უანდერლენდი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საპატიო მისიისთვის შეარჩიეს

„ღმერთო ჩემო, ახლახან ‘ადიდასმა’ მომმართა, რომ ავსტრალია-პარაგვაის მატჩზე მოედანზე ბურთი მე გავიტანო,” - წერს ავსტრალიერი დიჯეი და პროდიუსერი.
მეტი