NFL-ის მადლიერების დღისადმი მიძღვნილი შოუს მთავარი ჰედლაინერები Post Malone, ჯეკ უაიტი და Lil Jon არიან

სიახლის შესახებ განცხადება ინსტაგრამზე 16 ნოემბერს ერთობლივი პოსტით გავრცელდა.
Post Malone ესწრება NFL-ის საფეხბურთო მატჩს. 2024 წლის 26 სექტემბერი, ნიუ-ჯერსი.
KEVIN SABITUS/GETTY IMAGES

2025 წლის მადლიერების დღისადმი მიძღვნილი  NFL-ის მუსიკალური შოუების შემსრულებლები უკვე ცნობილია. Post Malone, ჯეკ უაიტი და Lil Jon ის არტისტები არიან, რომლებიც სცენას 27 ნოემბერს დაგეგმილ სამ მატჩზე დაიკავებენ.

Post Malone მუსიკალური ნომრით Dallas Cowboys-ისა და Kansas City Chiefs-ის მატჩზე წარდგება. თამაში ტეხასის შტატის AT&T სტადიონზე ჩატარდება. უაიტი მთავარ შოუს გამართავს Detroit Lions-ის და Green Bay Packers-ის შეხვედრაზე, რომელიც დეტროიტის Ford Field-ზე გაიმართება, ხოლო Lil Jon-ის პერფორმანსს აუდიტორია Baltimore Ravens-ისა და Cincinnati Bengals-ის მატჩის დროს ბილტმორის M&T Bank სტადიონზე იხილავს. 

სიახლის შესახებ განცხადება ინსტაგრამზე 16 ნოემბერს ერთობლივი პოსტით გავრცელდა. კიდევ ერთ განცხადებაში Post Malone აღნიშნავს: „ტეხასელი ვარ. ბავშვობიდან Cowboys-ის გულშემატკივარი ვიყავი და ამ მუსკალურ შოუებს წლებია, ვუყურებ. დიდი პატივია, The Salvation Army-სა და Dallas Cowboys-ის მატჩის ნაწილი გავხდე.”

დეტროიტში დაბადებულმა ჯეკ უაიტმაც ინსტაგრამზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ნაჩვენებია, როგორ იბეჭდება ლურჯი ვინილის ფირფიტა, რომლის მრგვალ ეტიკეტზეც გამოკვეთილია შეტყობინება შოუში მისი მონაწილეობის შესახებ. Detroit Lions-ის და Green Bay Packers-ის შეხვედრაზე უაიტის მონაწილეობის ამბავს წინ უძღოდა კიდევ ერთი სიახლე – 13 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ ემინემი Detroit Lions-ის მადლიერების დღისადმი მიძღვნილი სპეციალური მატჩის მუსიკალური შოუს პროდიუსერი იქნება. ემინემი და როზენბერგი 2025 წლიდან 2027 წლამდე შოუს წარმოების, პრეზენტაციისა და შემსრულებელთა შერჩევის პროცესში კონსულტანტების სტატუსით ჩაერთვებიან.

რაც შეეხება Bengals-ის და Ravens-ის თამაშს, კვირის დასაწყისში დადასტურდა, რომ Lil Jon ღამის მატჩის მუსიკალურ შოუზე გამოვა. 

იხილეთ Post Malone-ისა და ჯეკ უაიტის პოსტები დაანონსებული მუსიკალური შოუს შესახებ: 

Share
Tweet
Share
Share
Share

Leave a Reply

წინა სტატია

მაილი საირუსი SiriusXM სტუდია ლოს-ანჯელესი, 2025 წლის 15 ივლისი ემა მაკინტაირი/Getty Images

გულშემატკივრებმა მაილი საირუსის – Dream as One კვირის რჩეულ სიმღერად დაასახელეს

შემდეგი სტატია

T(ბ)BILISMA – ზურა ჯიშკარიანის (DillaNext) ახალი მუსიკალური ნამუშევარი  

შეიძლება დაგაინტერესოთ

Cardi B - გრემის 67-ე ყოველწლიური დაჯილდოება 2025 წლის 2 თებერვალი ლოს-ანჯელესი, Crypto.com Arena Robyn Beck/AFP/Getty Images

Cardi B სტუდენტებს მოუწოდებს, გამოცდები ხელოვნური ინტელექტის გარეშე ჩააბარონ: „პასუხს ChatGPT-ის ნუ ჰკითხავთ“

Cardi-მ იმ სტუდენტებს გაუგზავნა მიმართვა, რომლებიც გასულ უქმეებზე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფესტივალს Hoptoberfest-ს დაესწრნენ.
მეტი
My Chemical Romance Courtesy Warner Chappell Music

My Chemical Romance-მა The Black Parade-ის ხელახალი გამოცემის შემდეგ Billboard 200-ზე პირველი ადგილი დაიკავა

The Black Parade-ს ჩარტის სათავეში მოსახვედრად 20 წელი დასჭირდა - ეს კი ჩარტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია.
მეტი

ტექნოს პიონერი და ჯგუფ Cybotron-ის თანადამფუძნებელი ხუან ატკინსი 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

Cybotron-ის, Model 500-ისა და Belleville Three-ს მეშვეობით მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ტექნო მუსიკის მსოფლიო აუდიტორიამდე მიტანაში.
მეტი